კალიუმი[1][2] (ლათ.kalium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეოთხე პერიოდის, პირველი ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, Iა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 19, ატომური მასა — 39.098, tდნ — 63.5 °C, tდუღ — 757.64 °C, სიმკვრივე — 0.89 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-თეთრი, მსუბუქი, ძლიერ რბილი და ადვილადდნობადი ლითონი. ბუნებრივი კალიუმი შედგება ორი სტაბილური (93.258%), (6.73%) და ერთი სუსტადრადიოაქტიური (0.0120%) იზოტოპისაგან. კალიუმის ზოგიერთი ნაერთი ცნობილია უძველესი დროიდან. 1807 წელს ჰ. დეივიმ ოდნავ დანესტიანებული მყარი მწვავე კალის () ელექტროლიზით გამოყო და უწოდა მას პოტასიუმი. 1809 წელს ლ. გილბერტმა შემოიღო ტერმინი „კალიუმი“ (არაბულიდან ალ-კალი-პოტაში).
კალიუმი
19K
39.098
4s1
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...
კალიუმი, 19K
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა
მოვერცხლისფრო-თეთრი, მსუბუქი, ძლიერ რბილი და ადვილადდნობადი ლითონი