From Wikipedia, the free encyclopedia
ომი ტერორიზმის წინააღმდეგ (ასევე ცნობილი როგორც გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ და აშშ-ის ომი ტერორიზმის წინააღმდეგ) — საერთაშორისო სამხედრო კამპანია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაიწყო 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ.[27] კამპანიის სამიზნეები ძირითადად სუნიტი ისლამური ფუნდამენტალისტური შეიარაღებული ჯგუფებია, რომლებიც მთელ ისლამურ სამყაროში მდებარეობს. მათ შორის ყველაზე ცნობილი ჯგუფებია ალ-ქაიდა, ისლამური სახელმწიფო, თალიბანი, ტეჰრიკ-ი თალიბანი და ამ ფრენჩაიზების სხვადასხვა ჯგუფები. კამპანიის დასახელებისას გამოყენებულია ომის მეტაფორა, რომელიც ეხება სხვადასხვა ქმედებებს, რომლებიც არ წარმოადგენს სპეციფიკურ ომს, როგორც ეს ტრადიციულად არის განსაზღვრული. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პირველად გამოიყენა ტერმინი „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“ (ინგლ. War on terror) 2001 წლის 16 სექტემბერს[28] რამდენიმე დღის შემდეგ კი კონგრესში ოფიციალური სიტყვით გამოსვლისას.[29] ამ უკანასკნელ სიტყვაში ჯორჯ ბუშმა თქვა: „ჩვენი მტერი არის ტერორისტების რადიკალური ქსელი და ყველა მთავრობა, რომელიც მათ მხარს უჭერს“. თავდაპირველად ეს ფრაზა წარმოადგენდა გაფრთხილებას ალ-ქაიდასთან ასოცირებული ქვეყნებისათვის. ტერმინი დაუყოვნებლივ გააკრიტიკეს ისეთმა ადამიანებმა, როგორებიცაა რიჩარდ ბ. მაიერსმა, გაერთიანებული მეთაურების შტაბის თავმჯდომარემ და ბუშის ადმინისტრაციამ უფრო ნიუანსირებული ტერმინები გამოიყენა აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კამპანიის საჯაროდ განსაზღვრისთვის. ეს ტერმინი არასოდეს ყოფილა გამოყენებული, როგორც აშშ-ის ოპერაციების ოფიციალური აღნიშვნა შიდა სამთავრობო დოკუმენტაციაში.[30]
ომი ტერორიზმის წინააღმდეგ | |||||
---|---|---|---|---|---|
საათის ისრის მიმართულებით ზემოთ მარცხნიდან: 11 სექტემბრის ტერაქტი; ამერიკელი ქვეითები ავღანეთში; ამერიკელი სამხედრო და ავღანელი თარჯიმანი ზაბულის პროვინციაში, ავღენთი; ბომბის აფეთქება ბაღდადში | |||||
თარიღი | 2001 წლის 11 სექტემბერი — დღემდე (23 წელი, 1 თვე, 3 კვირა და 4 დღე) | ||||
მდებარეობა | გლობალური | ||||
მიზეზი | 11 სექტემბრის ტერაქტი | ||||
შედეგი |
ალ-კაიდას წინააღმდეგობა იემენში (1998 წლიდან):[note 1]
ტერორიზმი კავკასიაში (2001–2017) ერაყის კონფლიქტი (2003 წლიდან):
წინააღმდეგობა ხაიბერ-პახტუნხვაში (2004–დღემდე):
სხვა:
| ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ვიკისაწყობში |
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2013 წლის 23 მაისს გამოაცხადა ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომის დასრულების შესახებ. მან თქვა, რომ სამხედრო და სადაზვერვო სააგენტოები არ იბრძოლებენ ტაქტიკის წინააღმდეგ, არამედ ყურადღებას გაამახვილებენ ქსელების კონკრეტულ ჯგუფზე, რომლებიც მიზანდასახულნი იყვნენ აშშ-ის განადგურებაზე[31] 2014 წლის 28 დეკემბერს ობამას ადმინისტრაციამ გამოაცხადა ავღანეთში აშშ-ს მისიის საბრძოლო როლის დასრულების შესახებ.[32] ამასთან, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო უდიდესი როლის თამაში ავღანეთის ომში და 2017 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფართოვა ამერიკული სამხედრო ყოფნა ავღანეთში.[33] ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს (ISIL) აღზევებამ გამოიწვია გლობალური ოპერაცია ოპერაცია „თანდაყოლილი გამბედაობა“ და ISIL-ის განადგურების საერთაშორისო კამპანია.
უოტსონის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული 2020 წლის კვლევის თანახმად, ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებულმა შტატებმა გამოიწვია, კონსერვატიული გათვლებით, 37 მილიონი ადამიანის დევნილებად ქცევა.[34][35]
ფრაზა „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“ გამოიყენებოდა კონკრეტულად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და მათი მოკავშირეების მიერ ტერორისტული ორგანიზაციების და რეჟიმების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის აღსაქმელად და როგორც წესი, გამორიცხავს სხვა დამოუკიდებელ კონტრტერორისტულ ოპერაციებსა და კამპანიებს, როგორიცაა რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის სამხედრო ოპერაციები. კონფლიქტს სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ. იგი ასევე ცნობილია, როგორც:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.