ერაყის სამოქალაქო ომი

From Wikipedia, the free encyclopedia

ერაყის სამოქალაქო ომი

ერაყის სამოქალაქო ომი — შეიარაღებული დაპირისპირება ერაყის ტერიტორიაზე 2014-2017 წლებში. შეიარაღებული შეტაკებები გადაიზარდა სამოქალაქო ომში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ფალუჯას, მოსულის, ტიკრიტის და ჩრდილოეთ ერაყის ვრცელი ტერიტორიის დაკავების შემდეგ. ამის გამო, 2014 წლის 14 აგვისტოს თანამდებობა დატოვა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ, ხოლო აშშ-მ, ირანმა, სირიამ და სხვა ქვეყნებმა დაიწყეს საჰაერო დარტყმების განხორციელება ტერორისტთა ბაზებზე. რუსეთი ამ პერიოდის განმავლობაში ერაყის შეიარაღებულ ძალებს დახმარებას უწევდა ლოჯისტიკით. [1] 2017 წლის 9 დეკემბერს ერაყის მთავრობამ გამოაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება, რაც ფაქტობრივად ომის დასრულებას ნიშნავდა. თუმცა, „ისლამური სახელმწიფოს“ მთლიანად განდევნა ერაყის ტერიტორიიდან ვერ მოხერხდა.[2][3][4] გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეული ტერორისტი კვლავ ერაყის ტერიტორიაზე იმყოფება. მცირე შეტაკებები ტერორისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის კვლავ გრძელდება.

სწრაფი ფაქტები ერაყის სამოქალაქო ომი, თარიღი ...
ერაყის სამოქალაქო ომი
ერაყის ომის ნაწილი
Thumb
თარიღი 2014 წლის 1 იანვარი - 2017 წლის 9 დეკემბერი
მდებარეობა ერაყი
შედეგი სამთავრობო ძალების გამარჯვება
ისლამურმა სახელმწიფომ დაკარგა ტერიტორიები ერაყში
მხარეები
 ერაყი

 ირანი
ჰეზბოლა
 სირია


ერაყის ქურთისტანი

სირიის ქურთისტანი


გაერთიანებული ძალები
 აშშ
 დიდი ბრიტანეთი
 ავსტრალია
 საფრანგეთი
 იორდანია
 ქუვეითი
 ნიდერლანდები
 ბელგია
 თურქეთი
 კანადა
 დანია
 მაროკო

ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო

ერაყის რევოლუციონერთა გენერალური სამხედრო საბჭო
ერაყის წინააღმდეგობის პოლიტიკური საბჭო
ბაასისტური პარტიის ფრაქციები
თავისუფალი ერაყის არმია
ჯიჰადისტური და რეფორმისტული ფრონტი
თეთრი დროშები

მეთაურები
ჰაიდერ ალ-აბადი
ფუად მასუმი (2014-2018)
ბაბკერ ზებარი (2014-2015)

მასუდ ბარზანი

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

იზაატ იბრაჰიმ ად-დური

ძალები
 ერაყი: ჯამში 600 ათასი მეომარი (300 ათასი ჯარისკაცი და 300 ათასი პოლიციელი)

 აშშ: 5 ათასი ჯარისკაცი
 კანადა: 600 ჯარისკაცი
 საფრანგეთი: 500 ჯარისკაცი
 დიდი ბრიტანეთი: 500 ჯარისკაცი

ისლამური სახელმწიფო: 30-100 ათასი მეომარი
დანაკარგები
 ერაყი: 34 ათასი დაღუპული

 აშშ: 57 დაღუპული
 დიდი ბრიტანეთი: 1 დაღუპული
 კანადა: 1 დაღუპული
 საფრანგეთი: 1 დაღუპული
 გერმანია: 1 დაღუპული

ისლამური სახელმწიფო: 55 ათასზე მეტი დაღუპული და 5841 ტყვედ ჩავარდნილი
ერაყის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში
დახურვა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.