From Wikipedia, the free encyclopedia
ბენინი (ფრანგ. Bénin), ბენინის რესპუბლიკა (ფრანგ. République du Bénin, 1975 წლამდე დაჰომეა) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. აქვს საზღვაო გასასვლელი გვინეის ყურეში. დედაქალაქი პორტო-ნოვო, მთავრობა მდებარეობს ქვეყნის უდიდეს ქალაქ კოტონუში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბურკინა-ფასო და ნიგერი, აღმოსავლეთიდან — ნიგერია, დასავლეთიდან — ტოგო.
ბენინის რესპუბლიკა République du Bénin ბენინი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: L'Aube Nouvelle |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | პორტო-ნოვო 6°28′ ჩ. გ. 2°36′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | კოტონუ | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | |||||
მთავრობა | მრავალპარტიული დემოკრატია | |||||
- | პრეზიდენტი | თომას იაი ბონი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 112 622 კმ2 (101-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1,8 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 8 439 000 (89-ე) | ||||
- | 2002 აღწერა | 6 769 914 | ||||
- | სიმჭიდროვე | 75 კაცი/კმ2 (118-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $8,75 მილიარდი (140-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1 176 (165-ე) | ||||
აგი (2007) | 0,437 (დაბალი) (163-ე) | |||||
ვალუტა | CFA ფრანკი (XOF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
ქვეყნის კოდი | BEN | |||||
Internet TLD | .bj | |||||
სატელეფონო კოდი | 229 |
კოლონიური და დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყანა ცნობილი იყო, როგორც დაჰომეი. 1975 წლის 30 ნოემბრეს, ქვეყნის სახელწოდება შეიცვალა და მას ოფიციალურად ბენინი დაერქვა. სახელწოდება ბენინის სანაპიროსთან მდებარე ბენინის ყურის გამო დაერქვა. თვითონ ყურეს სახელწოდება ევროპელებმა შეურჩიეს, როდესაც მათ ბენინის იმპერია შექმნეს თანამედროვე ნიგერიის ტერიტორიაზე. ქვეყანა ბენინს არანაირი კავშირი არ აქვს თანამედროვე ნიგერიის ქალაქ ბენინ-სითისთან და არც ბენინის ვერცხლის ქანდაკებებთან. ფორმა "ბენინი" არის ქალაქ ურბინუს (ახლანდელი ბენინის ქალაქი) პორტუგალიური კორუფციის შედეგი. დაარქივებული 2020-09-16 საიტზე Wayback Machine.
ახალი სახელწოდება, ბენინი ნეიტრალიტეტის გამო შეირჩა. დაჰომეი ფონების ხალხის დაჰომეის სამეფოს ერქვა, რომელიც თანამედროვე ბენინის სამხრეთ ნაწილის მესამედით შემოიფარგლებოდა. ეს ტერიტორია არ მოიცავდა პორტო-ნოვოს, ცენტრალურ ბენინს, მულტი- ეთნიკურ ჩრდილო- დასავლეთ ნაწილს, ათაკორას და ბარიბების ხალხის ბოგუს სამეფოს, რომელიც დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ- აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს პლატოს (სიმაღლე 500 მ-მდე). ქვეყნის უმაღლესი წერტილი (635 მ) მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ატაკორის მთაგრეხილზე. სამხრეთით ზღვისპირა დაბლობია. სანაპირო ხაზი ნაკლებად დანაწევრებულია. დაბლობზე ჰავა ეკვატორულია. წვიმის სეზონი ორჯერ დგება. წლის განმავლობაში ტემპერატურა უმნიშვნელოდ იცვლება. ნალექები აღმოსავლეთ ნაწილში 800-დან 1300 მმ-მდეა წელიწადში. ჩრდილოეთ ნაწილში ჰავა ეკვატორულ-მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 24 °C-ია, ივლისისა - დაახლოებით 30 °C. ნალექები 1000-დან 1500-2000 მმ-მდეა წელიწადში.
მთავარი მდინარეა ვემე (ჩაედინება გვინეის ყურეში, რომელიც შესართავიდან მხოლოდ 200 კმ-ზეა სანაოსნო. ჭარბობს წითელი ლატერიტული, სამხრეთში - წითელ-ყვითელი ლატერიტული ნიადაგები. უმეტესად გავრცელებულია მაღალბალახოვანი სავანები, სადაც ბევრია ანტილოპა და მტაცებელი ცხოველები (ჯიქი, აფთარი და სხვა). სანაპიროზე ნოტიო ტროპიკული მარადმწვანე ტროპიკული ტყეა (ტერიტორიის დაახლოებით 1/5).
დღევანდელი ბენინის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების დამლევს მრავალი სახელმწიფო შეიქმნა, მათ შორის დაჰომეა. XV საუკუნეში ბენინის ტერიტორიაზე პორტუგალიელი მონათვაჭრები გამოჩნდნენ, ხოლო XVII საუკუნეში ჰოლანდიელი, ფრანგი და ინგლისელი ვაჭრები. ბენინის სანაპირო და მისი მოსაზღვრე ოლქები გადაიქცა მონებით ვაჭრობის უმსხვილეს რაიონებად აფრიკაში (ამიტომაც მას მონათა ნაპირსაც უწოდებდნენ).
1890 წლის თებერვალში ფრანგმა კოლონიზატორებმა ბენინის წინააღმდეგ ომი დაიწყეს და მხოლოდ 1892 წლის ნოემბერში მოახერხეს მისი დედაქალაქის აბომეის აღება. 1893 წელს ბენინი საფრანგეთის კოლონია გახდა. 1904 წელს იგი საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში შევიდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალგაზრდა დაჰომეელთა მოძრაობა, რომელსაც პროგრესულად განწყობილი ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში. 1923 წელს მოეწყო მასობრივი ანტიკოლონიალისტური გამოსვლები.
მეორე მსოფლიო ომმა არსებითი ძვრები გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალური ძალების თანაფარდობაში. გაიზარდა მუშების რიცხვი, გახშირდა გაფიცვები. განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ ქვეყანაში შექმნილი პირველი აფრიკული პოლიტიკური პარტიები და პროფკავშირები. 1957 წელს საფრანგეთის მმართველი წრეები იძულებულნი გახდნენ ბენინში შეექმნათ პირველი სამთავრობო საბჭო აფრიკელთა მონაწილეობით, 1958 წელს კი დასთანხმდნენ ბენინი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოეცხადებინათ. 1960 წლის 1 აგვისტოს ბენინი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა და გამოვიდა საფრანგეთის გაერთიანებიდან. 1960 წლის 20 სექტემბერს ბენინი გაეროში მიიღეს.
ბენინი იყოფა 12 დეპარტამენტად (ფრანგული: départements), ისინი კიდევ იყოფიან და თავის მხრივ 77 კომუნს ადგენენ. 1999 წელს, არსებული 6 დეპარტამენტიდან თითოეული ორ ნაწილად გაიყო და საერთო ჯამში 12 დეპარტამენტი შეადგინა. ახალ, ექვს დეპარტამენტს დედაქალაქები 2008 წელს შეურჩიეს.
რიგითობა | დეპარტამენტი | დედაქალაქი | მოსახლეობა (2013) | ფართობი (კმ2) | ყოფილი
დეპარტამენტი |
რეგიონი | სუბ-რეგიონი |
---|---|---|---|---|---|---|---|
2 | ალიბორი | კანდი | 868,046 | 26,242 | ბორგოუ | ჩრდილოეთი | ჩრდილოეთ- აღმოსავლეთი |
1 | ათაკორა | ნატიტინგოუ | 769,337 | 20,499 | ათაკორა | ჩრდილოეთი | ჩრდილოეთ- დასავლეთი |
10 | ატლანტიქე | ალლადა | 1,396,548 | 3,233 | ატლანტიქე | სამხრეთი | სამხრეთ- ცენტრალური |
4 | ბორგოუ | პარაკოუ | 1,202,095 | 25,856 | ბოროგუ | ჩრდილოეთი | ჩრდილოეთ- აღმოსავლეთი |
5 | კოლლინეს | დასსა- ზოუმე | 716,558 | 13,931 | ზოუ | ჩრდილოეთი | ჩრდილოეთ- ცენტრალური |
6 | კოუფფო | აპლაჰოუ | 741,895 | 2,404 | მონო | სამხრეთი | სამხრეთ- დასავლეთი |
3 | დონგა | დჯოუგოუ | 542,605 | 11,126 | ათაკორა | ჩრდილოეთი | ჩრდილო- დასავლეთი |
11 | ლიტტორალ | კოტონაუ | 678,874 | 79 | ატლანტიქე | სამხრეთი | სამხრეთ- ცენტრალური |
9 | მონო | ლოკოსსა | 495,307 | 1,605 | მონო | სამხრეთი | სამხრეთ- დასავლეთი |
12 | ოუემე | პორტო- ნოვო | 1,096,850 | 1,281 | ოუემე | სამხრეთი | სამხრეთ- აღმოსავლეთი |
8 | პლატეუ | პობო | 624,146 | 3,264 | ოუემე | სამხრეთი | სამხრეთ- აღმოსავლეთი |
7 | ზოუ | აბომეი | 851,623 | 5,243 | ზოუ | ჩრდილოეთი | ჩრდილოეთ- ცენტრალური |
ბენინის პოლიტიკა ტარდება საპრეზიდენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში. მრავალპარტიული სისტემის ფარგლებში ბენინის პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფო მეთაური, ისე მთავრობის მეთაური. აღმასრულებელი უფლებამოსილება ენიჭება მთავრობას. საკანონმდებლო ძალაუფლება ენიჭება როგორც მთავრობას, ისე საკანონმდებლო ორგანოს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისაგან. პოლიტიკური სისტემა გამომდინარეობს 1990 წლის ბენინის კონსტიტუციიდან და ასევე 1991 წელს დემოკრატიაზე გადასვლიდან.
აფრიკული მმართველობის იბრაჰიმის ინდექსმა ბენინი მაღალი ქულით შეაფასა, რომელიც მთელს აფრიკაში მმართველობის ხარისხს ზომავს. ბენინი 52 აფრიკუნი ქვეყნიდან ამ ინდექსის მიხედვით მე-18 ადგილზეა. განსაკუთრებით მაღალი შეფასება აქვს შემდეგ ორგანოებში: ესენია უსაფრთხოება და სამართალი და მონაწილეობა და ადამიანთა უფლებები.
2007 წელს პრესის თავისუფლების ინდექსმა ბენინი 169 ქვეყნიდან 53 ადგილი დაიკავა.
2005 წელს პოლიციის, ბიზნესის და პოლიტიკური კორუფციის ანალიზის შედეგად ბენინმა 159 ქვეყნიდან 88-ე ადგილი დაიკავა.
ბენინის 11,485,000 მცხოვრებიდან უმეტესი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს. მოსახლეობა ახალგაზრდაა, რომელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 62 წელია. ქვეყანაში დაახლოებით 42 აფრიკული ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მათ შორისაა იორუბას ხალხი, რომლებიც ბენინის სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ (მე –12 საუკუნეში გადასახლებული იყო ნიგერიიდან), ასევე დენდის ხალხი, რომლებიც ჩრდილოეთ- ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ და რომლებიც, მალიდან მე-16 საუკუნეში გადასახლდნენ. ასევე არიან ბარიბები და ფულები ქვეყნის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში და ტამაარი და სომბიები, რომლებიც ათაკორას მთებში ცხოვრობენ.
ბოლოდროინდელმა მიგრაციებმა ბენინში შეიყვანა სხვა აფრიკელი მოქალაქეები, რომლებიც მოიცავს ნიგერიელებს, ტოგოელებს და მალელებს. უცხოელთა საზოგადოება მოიცავს ინდიელებს და ლიბანელებს, რომლებიც მონათა ვაჭრობის დროს შევიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. [მკვდარი ბმული] ევროპის მრავალი საელჩოსა და საგარეო დახმარების მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა მისიონერული ჯგუფების პერსონალი მოიცავს 5,500 ევროპელ მოსახლეს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ. ევროპელების მოსახლეობის ნაწილი ასევე მოიცავ ადგილობრივ ბენინელებს, რომლებიც ფრანგული წარმოშობის არიან.
კოტონუ, ლიტტორალის დეპარტამენტი, მოსახლეობა 679,012 ადამიანი;
პორტო-ნოვო, ოუემეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 264,320 ადამიანი;
პარაკოუ, ბორგოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 255,478 ადამიანი;
გოდომეი, ატლანტიქეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 253,262 ადამიანი;
აბომეი- ცალავი, ატლანტიქეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 117,824 ადამიანი;
დჯოუგოუ, დონგას დეპარტამენტი, მოსახლეობა 94,773 ადამიანი;
ბოჰიცონი, ზოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 93,744 ადამიანი;
ეკპე, ოუემეს დეპარტამენტი, მოსახლეობა 75,313 ადამიანი;
აბომეი, ზოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 67,885 ადამიანი;
ნიკკი, ბორგოუს დეპარტამენტი, მოსახლეობა 66,109 ადამიანი.
2013 წლის მონაცემებით, ბენინის მოსახლეობის 48.5% ქრისტიანი იყო (25.5% კათოლიკე, 6.7% ქრისტეს ციური ეკლესია, 3.4% მეთოდისტური, 12,9% სხვა ქრისტიანული მიმდინარეობა). მოსახლეობის 27.7% მუსლიმი იყო, 11.6% ვუდუს მიმდევარი, ხოლო მოსახლეობის 2.6% ადგილობრივ, ტრადიციულ რელიგიას მიჰყვება. ქვეყანაში 2.6% სხვა რელიგიის მიმდევარი და 5.8% არცერთი რელიგიის მიმდევარია. [1]
ტრადიციული რელიგიები მოიცავს ანიმისტურ რელიგიებს, როგორებიც ათაკორაში გავრცელებული ვუდუ და ორიშა, რომლებსაც იორუბასა და ტადოს ხალხები მისდევენ. ქალაქი ოუდაჰი, რომელიც ცენტრალურ სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარეობს, ბენინური ვუდუების სულიერ ცენტრს წარმოადგენს.
ბენინის ეკონომიკა დამოკიდებულია საარსებო სოფლის მეურნეობაზე, ბამბის წარმოებასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ბამბა მშპ-ს 40% -ს შეადგენს, ხოლო ოფიციალური ექსპორტის შემადგენელი ნაწილის 80% სწორედ ამ ორგანოებზე მოდის. ინფლაცია შემცირდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ბენინი იყენებს აფრიკულ ფრანკს, რომელიც ევროზე არის დამოკიდებული.
ბენინის ეკონომიკა გასული წლების განმავლობაში შედარებით გაძლიერდა, ხოლო მშპ-ს რეალური ზრდა შეფასდა 5.1 -დან 5.7%- მდე, 2008 და 2009 წლებში. ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმომქმნელი არის სოფლის მეურნეობის სექტორი, საიდანაც ბამბა ქვეყნის მთავარ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ქვეყანაში მოქმედი სერვისების უმეტესობას ბენინის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობას, ტრანსპორტირებას, გადაზიდვებსა და ტურისტების ქვეყანაში შემოსვლას.
ბენინში ბიოშეღწევადობის ხელმისაწვდომობა მსოფლიო საშუალოზე ნაკლებია. 2016 წელს ბენინს ჰქონდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე 0,9 გლობალური ჰექტარი ბიოეკრანით, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე მსოფლიო საშუალოდ 1.6 გლობალური ჰექტარი ერთ პერსონაზე.
ეკონომიკის ზრდის მიზნით, ბენინი გეგმავს უფრო მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და უფრო მეტ აქცენტს ტურიზმის განვითარებაზე. ბენინში ასევე იგეგმება ახალი საკვები გადამამუშავებელი სისტემების დანერგვა.
მიუხედავად იმისა, რომ ბენინში პროფკავშირების წარმომადგენლები წარმოადგენენ ოფიციალური მუშახელის 75% -ს,საერთაშორისო პროფკავშირის კონფედერაციამ (ITCU) აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ქალთა ხელფასების თანასწორობის არ არსებობა, ბავშვთა შრომის გამოყენებას, ასევე იძულებით შრომას.
ბენინი არის აფრიკაში ბიზნეს სამართლის ჰარმონიზაციის ორგანიზაციის წევრი (OHADA).
კოტონოუში მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი. ამჟამად შენდება ახალი პორტი კოტონოუსა და პორტო-ნოვოს შორის მდებარე ტერიტორიაზე. ბენინი უკავშირდება ორ ზოლიანი ასფალტირებული გზებით მის მეზობელ ქვეყნებს (ტოგო, ბურკინა ფასო, ნიგერია და ნიგერი).
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მუდმივად 4-5% -ია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში სიღარიბე იზრდება. ამის მთავარ მიზეზს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად მოსახლეობის სწრფად ზრდაც წარმოადგენს. ბენინში სტატისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვეშ მყოფი ადამიანები 2011 წელს 36.2% -დან 2015 წელს 40.1% -მდე გაიზარდა.
ბენინში წიგნიერების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მსოფლიოში: 2015 წელს იგი შეფასდა 38.4% -ით (მამაკაცებისთვის 49.9% და ქალებისთვის 27.3%). ბენინმა მიაღწია უნივერსალურ დაწყებით განათლებას და იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად, ბავშვების ნახევარი (54%) 2013 წელს ჩაირიცხა საშუალო განათლებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს განათლების მიღება არ იყო უფასო, ბენინმა სკოლის გადასახადი გააუქმა და 2007 წლის სასწავლო ფორუმის რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებს.
მთავრობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 4% -ზე მეტი მიუძღვნა განათლებას 2009 წლიდან. 2015 წელს განათლებისათვის გაღებული ხარჯები ხარჯები იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად (ყველა დონეზე) მშპ-ის 4.4% -ს შეადგენდა.
2009 წლიდან 2011 წლამდე, უნივერსიტეტში ჩარიცხული ახალგაზრდების წილი მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ბენინს დასავლეთ აფრიკაში ერთ – ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. სტუდენტთა ჩარიცხვა საშუალო სკოლაში, გაორმაგდა 2006 და 2011 წლებში, 50,225 – დან 110,181 – მდე. ეს სტატისტიკა მოიცავს არა მხოლოდ საბაკალავრო, განათლებას, არამედ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განათლების ეტაპებსაც.
ტრანსპორტი ბენინში მოიცავს საგზაო, სარკინიგზო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის ტიპებს. ბენინი ფლობს 6,787 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალს, საიდანაც 1,357 კმ სრულიად კეთილმოწყობილია. ქვეყანაში დაგებული ავტომაგისტრალიდან 10 საავტომობილო გზაა. ეს 5,430 კილომეტრიან გზას წარმოადგენს. დასავლური აფრიკის სანაპირო გზატკეცილი კვეთს ბენინს, რომელიც მას აღმოსავლეთით ნიგერიასთან აკავშირებს, დასავლეთით კი ტოგოსთან, განასა და კოტ-დ’ივუართან . როდესაც დასრულდა მშენებლობა ლიბერიასა და სიერა ლეონეში ბენინი მაგისტრალით კიდევ შვიდ სახელმწიფოსთან დაკავშირებას შეძლებს.დაგებული გზატკეცილი ასევე აკავშირებს ბენინს ჩრდილოეთით მდებარე ნიგერთან, და ამ ქვეყნის გავლით ბურკინა ფასოსა და მალთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.