7 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 280-ე დღე (ნაკიან წლებში – 281-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 85 დღე.
ლეპანტოს ბრძოლა
ჯეიმზ კუკი
გდრ-ის დროშა
ძვ. წ. 3761 : თანამედროვე ებრაული კალენდრის დასაწყისი.
1571 : ლეპანტოს ბრძოლაში ესპანეთი და იტალია თურქეთის ფლოტილიას ანადგურებს.
1714 : ლუდის ბაჟზე არეულობა ალკმაარში, ნიდერლანდები .
1769 : ინგლისელმა მოგზაურმა კაპიტანმა კუკმა ახალი ზელანდია აღმოაჩინა.
1828 : საბერძნეთის ქალაქ პეტრას ათავისუფლებს ფრანგების საექსპედიციო რაზმი პელოპონესზე გენერალი მესონის ხელმძღვანელობით.
1840 : ვილემ II ნიდერლანდების მეფე ხდება.
1869 : კორნელის უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება დაიწყო - 412 ჩარიცხული სტუდენტით ყველაზე მრავალრიცხოვანი უნივერსიტეტი ხდება ამერიკაში ამ დროისთვის.
1879 : გერმანია და ავსტრო-უნგრეთი ორმაგ ალიანსს ქმნიან.
1886 : ესპანეთი მონობას აუქმებს კუბაზე.
1908 : კრეტა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ იჯანყებს და საბერძნეთს ემხრობა.
1908 : სერბეთი და მონტენეგრო ანტი ავსტრო-უნგრეთის პაქტს დებენ.
1919 : ნიდერლანდის ავიაკომპანია KLM დაარსდა - მსოფლიოს უძველესი ავიაკომპანია, რომელიც დღესაც თავდაპირველ სახელს იყენებს.
1940 : გერმანია რუმინეთს ესხმის თავს.
1941 : გერმანიის არმია იკავებს ვიარმას , საბჭოთა კავშირი.
1942 : აშშ -ისა და ბრიტანეთის მთავრობები გაეროს შექმნას აცხადებენ.
1944 : აუშვიცის აჯანყება - ებრაელებმა კრემატორიუმი გადაწვეს.
1949 : გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) ჩამოყალიბდა.
1950 : აშშ-ის ჯარები შეიჭრნენ ჩრდილოეთ კორეაში .
1951 : დავიდ ბენ-გურიონმა ისრაელის მთავრობა ჩამოაყალიბა.
1959 : საბჭოთა კავშირის „ლუნა-3“ პირველად მთვარის უკანა ნაწილის ფოტოსურათებს იღებს.
1962 : სსრკ ბირთვული იარაღის გამოცდას აწარმოებს ახალ მიწაზე.
1963 : ტროპიკულმა ციკლონმა „ფლორა“ ჰაიტისა და დომინიკელთა რესპუბლიკაზე 7190 ადამიანი იმსხვერპლა.
1977 : საბჭოთა კავშირმა მეოთხე კონსტიტუცია მიიღო.
1992 : საქართველო იუნესკო-ში გაწევრიანდა.
2003 : რეფერენდუმით კალიფორმიის მმრათველი გრეი დეივისი არნოლდ შვარცენეგერმა შეცვალა.
2004 : კამბოჯაში ნ. სიჰანუკი მეფობიდან გადადგა.
2008 :
იოჩირო ნამბუ , რომელმაც სუბატომურ ფიზიკაში ელექტროსუსტი სიმეტრიის სპონტანური დარღვევის მექანიზმი აღმოაჩინა, და მაკოტო კობაიაში და ტოშიჰიდე მასკავა , რომლებმაც აღმოაჩინეს დარღვეული სიმეტრიის საწყისები, რაც ბუნებაში ქვარკების სულ მცირე სამი ოჯახის არსებობაზე მიუთითებს, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
დედამიწას დაეჯახა მეტეორიტი 2008 TC3 — პირველი ამგვარი ობიექტი, რომელიც ჩამოვარდნამდე აღმოაჩინეს.
2009 : ვენკატრამან რამაკრიშნანი , ტომას სტეიცი და ადა იონათი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ რიბოსომების ფუნქციასა და სტრუქტურაზე მათი ნაშრომისთვის.
2010 : ლიტერატურის დარგში ნობელის 2010 წლის პრემია პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას მიენიჭა.
2011 :
2013 : ჯეიმზ როტმანი , რენდი შეკმანი და თომას ზიუდჰოფი მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
2014 : ისამუ აკასაკი , ჰიროში ამანო და სიუჯი ნაკამურა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
2015 : ტომას ლინდალი , პოლ მოდრიჩი და აზიზ სანჯარი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
2016 : კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
2019 : უილიამ კელინი , გრეგ სემენზა (აშშ ) და პიტერ რედკლიფი (დიდი ბრიტანეთი ) ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
2020 : ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში ფრანგი ემანუელ შარპანტიე და ამერიკელი ჯენიფერ დუდნა გახდნენ.
2021 : ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ტანზანიელი აბდულრაზაკ გურნა გახდა.
2022 : ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში ბელარუსი ალეს ბიალიაცკი , რუსული ორგანიზაცია მემორიალი და უკრაინული სამოქალაქო თავისუფლების ცენტრი გახდნენ.
2023 : ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა , სხვა პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებებთან ერთად, ისრაელზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა.
2024 : ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ამერიკელ მეცნიერებს, ვიქტორ ემბროსსა და გერი რავკანს microRNA-ების აღმოჩენისათვის მიენიჭათ.
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
თეკლა მოციქულთასწორი
ღირსი კოპრე
სტეფანე სერბი
ვლადისლავ სერბელი
აგრეთვე:
გაერო : ბავშვთა საერთაშორისო დღე
გდრ : რესპუბლიკის დღე