22 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 295-ე დღე (ნაკიან წლებში – 296-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 70 დღე.
- 362 : დაფნეს აპოლონის ტაძარს, ანტიოქთან, გაურკვეველ ვითარებაში წარმოქმნილი ხანძარი ანადგურებს.
- 1383 : კრიზისი პორტუგალიაში - სამოქალაქო ომისა და არეულობის დასაწყისი მეფე ფერნანდოს გარდაცვალების შემდეგ პორტუგალიის სამეფო ტახტის მემკვიდრის გარეშე.
- 1605 : კახეთის აჯანყება, რომელმაც შეიწირა კახეთის მეფე კონსტანტინე I.
- 1721 : პეტრე I-მა სრულიად რუსეთის იმპერატორის წოდება მიიღო.
- 1797 : ანდრე-ჟაკ გარნერინის პირველი ნახტომი პარაშუტიდან დაფიქსირდა პარიზის თავზე ათასი მეტრის სიმაღლიდან.
- 1836 : სემ ჰიუსტონის ინაუგურაცია ტეხასის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად.
- 1842 : იუველირი გუსტავ ფაბერჟე სანქტ-პეტერბურგში პირველ სახელოსნო-მაღაზიას ხსნის.
- 1844 : დიდი იმედგაცრუების დღე - უილიამ მილერის წინასწარმეტყველების მიუხედავად ქრისტეს მეორედ მოსვლა და მსოფლიოს დასასრული არ შედგა. იმედგაცრუებული დარჩა მილერიზმის მიმდევართა უმრავლესობა.
- 1883 : ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ ოპერა გაიხსნა გუნოს ფაუსტის წარმოდგენით.
- 1907 : 1907-ის პანიკა - ნიკერბოკერის სატრასტო კომპანიის აქციათა ვარდნა იწვევს მოვლენათა ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც დასაბამს აძლევს დიდ დეპრესიას.
- 1953 : ლაოსი დამოუკიდებელი გახდა საფრანგეთისაგან.
- 1962 : კუბის ქობინთა კრიზისი - აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი აცხადებს, რომ ამერიკულმა ჯაშუშმა თვითმფრინავებმა აღმოაჩინეს საბჭოელების ბირთვული იარაღი კუბაზე და, რომ მან კუნძულის გარშემო სანაოსნო კარანტინი გამოაცხადა.
- 1964 : ჟან-პოლ სარტრი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში, მაგრამ უარი განაცხადა მის მიღებაზე.
- 1964 : კანადის მრავალპარტიული საპარლამენტო კომიტეტი ირჩვს დიზაინს, რომელიც ამ დღიდან ოფიციალურად კანადის დროშა ხდება.
- 1966 : სუპრიმსი ხდება პირველი ქალთა მუსიკალური ჯგუფი, რომლის ალბომმაც გაყიდვებით პირველი ადგილი დაიჭირა (The Supremes A'Go-Go).
- 1968 : აპოლოს პროგრამა - აპოლო 7 მშვიდობით დაეშვა ატლანტის ოკეანეში დედამიწის ირგვლივ 163-ჯერ ორბიტირების შემდეგ.
- 1969 : ლედ ზეპელინი გამოსცემს კლასიკურ ალბომს სახელწოდებით Led Zeppelin II, რომელშიც შევიდა ჰიტ სინგლი „Whole Lotta Love“.
- 1975 : საბჭოთა კოსმოსური სადგური ვენერა-9 ვენერის ზედაპირზე დაეშვა.
- 1975 : აშშ-ის საჰაერო ძალების ტექ. სერჟანტი ლეონარდ მატლოვიჩი, ვიეტნამის ომის დამსახურებული ვეტერანი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან ჟურნალ ტაიმის გარეკანზე საჰაერო ძალების უნიფორმით სათაურით „მე ჰომოსექსუალისტი ვარ“ გამოჩენის გამო.
- 1986 : აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ხელს აწერს კანონს „1986 წლის გადასახადთა რეფორმის აქტი“.
- 2008 : დონორთა კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნები საქართველოს ომისშემდგომი რეაბილიტაციისთვის $4.55 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
- 2009 :
- 2020 : ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებისას შეიარაღებულმა პირმა მძევლად 18 ადამიანი აიყვანა.
- 2022 : იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი გახდა.
- 1197 : ჯუნტოკუ — იაპონიის იმპერატორი (გ. 1242)
- 1511 : რაინჰოლდი, ერაზმუს — გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი (გ. 1553)
- 1688 : ნადირ შაჰი — სპარსეთის შაჰი (გ. 1747)
- 1689 : ჟუან V — პორტუგალიის მეფე
- 1811 : ლისტი, ფრანც — უნგრელი კომპოზიტორი (გ. 1866)
- 1844 : ბერნარი, სარა — ფრანგი მსახიობი (გ. 1923)
- 1881 : დევისონი, კლინტონ — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. 1958)
- 1907 : ფოქსი, ჯიმმი — ამერიკელი ბეისბოლისტი (გ. 1967)
- 1913 : ბაო-დაი — ვიეტნამის იმპერატორი (გ. 1997)
- 1929 : იაშინი, ლევ — რუსი ფეხბურთელი (გ. 1990)
- 1943 : დენევი, კატრინ — ფრანგი მსახიობი
- 1945 : ვესტი, ლესლი — ამერიკელი მუსიკოსი
- 1964 : ნოღაიდელი, ზურაბ — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
- 1967 : გერრა, რიტა — პორტუგალიელი მომღერალი
- 1968 : შეგგი — იამაიკელი მუსიკოსი