From Wikipedia, the free encyclopedia
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". "თხზულებაში" იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.
ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვასიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.
ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.
ყოველ წლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების წევრები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა.
ათასობით გაცხადება იგზავნება ყოველწლიურად შვედეთის აკადემიიდან და მხოლოდ 50–მდე კანდიდატის წარდგენა ხორციელდებ მთელი მსოფლიოდან. 1 თებერვლისთვის კანდიდატთა სიების მიღება წყდება. აპრილისთვის აკადემია ამცირებს კანდიდატთა რაოდენობას ოცამდე, მოგვიანებით, ზაფხულში კი ქვეყნდება 5 კანდიდატთა სია. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს ოფიციალურად ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში.
პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ, დაახლოებით, 10 მილიონ შვედური კრონას წარმოადგენს. ლაურეატი ასევე იღებს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.
ეს სია შეიცავს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთა ქრონოლოგიურ ნუსხას ნობელის კომიტეტის დასაბუთებითურთ. ანბანური ნუსხას იძლევა ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
1901–1910 · 1911–1920 · 1921–1930 · 1931–1940 · 1941–1950 · 1951–1960 · 1961–1970 · 1971–1980 · 1981–1990 · 1991–2000 · 2001–2010 · 2011–2020 · 2021–დღემდე
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1901 | სიული პრიუდომი (დ. 1839 — გ. 1907) |
![]() |
„როგორც აღიარება მისი გამორჩეული და ასევე დღის სინათლეზე გვიან გამოსული ღვაწლისა მწერლობაში, განსაკუთრებით კი პოეზიაში, სადაც იგი ავლენს მაღალ იდეალზმს, მხატვრულ სრულყოფილებასა და გულისა და სულის იშვიათ ერთიანობას“ | ![]() |
1902 | თეოდორ მომზენი (დ. 1817 — გ. 1903) |
![]() ![]() |
„მონუმენტური ნაშრომისათვის „რომის ისტორია" | ![]() |
1903 | ბიორნსტიერნე ბიორნსონი (დ. 1832 — გ. 1910) |
![]() |
„კეთილშობილი და მაღალი პოეზიისათვის, რომელიც შთაგონების სინორჩითა და სულის იშვიათი სისპეტაკით გამოირჩეოდა და ასევე ეპიკური და დრამატული ნიჭიერებისათვის". | ![]() |
1904 | ფრედერიკ მისტრალი (დ. 1830 — გ. 1914) |
![]() |
„პოეტური ნაწარმოებების სიახლისა და ორიგინალურობისათვის, რითიც ასე მართლად გამოვლინდა ხალხის სული“. | ![]() |
ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე (დ. 1832 —გ. 1916) |
![]() |
„ესპანური დრამის აღორძინებაში მრავალრიცხოვანი დამსახურებებისათვის". | ![]() | |
1905 | ჰენრიკ სენკევიჩი (დ. 1846 — გ. 1916) |
![]() |
„ეპოსის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის". | ![]() |
1906 | ჯოზუე კარდუჩი (დ. 1835 — გ. 1907) |
![]() |
„შემოქმედებითი ენერგიის, სტილის სიახლისა და მისი პოეტური შედევრების ლირიკული ძალისათვის". | ![]() |
1907 | ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (დ. 1865 — გ. 1936) |
![]() ![]() |
„თხრობის ლაღი ფანტაზიის, იდეათა მოწიფულობის, ყურადღებიანობისა და ნიჭიერებისათვის". | ![]() |
1908 | რუდოლფ ქრისტოფ ეიკენი (დ. 1846 — გ.1926) |
![]() |
„ჭეშმარიტების სერიოზული ძიების, აზროვნების ყველგანშემღწევი ძალის, ფართო თვალსაწიერის, სიხალასისა და დამაჯერობლობისათვის, რომლებითაც იგი იცავდა ავითარებდა იდეალისტურ ფილოსოფიას". | ![]() |
1909 | სელმა ლაგერლოფი (დ. 1858 — გ. 1940) |
![]() |
„მაღალი იდეალიზმის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისთვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“ | ![]() |
1910 | პაულ ფონ ჰაიზე (დ. 1830 — გ. 1914) |
![]() |
„დრამატურგს, რომანისტსა და საქვეყნოდ ცნობილი ნოველების ავტორს მხატვრულობისათვის, ლირიკული პოეტის იდეალიზმისათვის ". | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1911 | მორის მეტერლინკი (დ. 1862 — გ. 1949) |
![]() |
„წარმოსახვის სიმდიდრითა და პოეტური ფანტაზიით აღნიშნული დრამატული ნაწარმოებებისათვის | ![]() |
1912 | გერჰარტ ჰაუპტმანი (დ. 1862 — გ. 1946) |
![]() |
„დრამატული ხელოვნების დარგში ნაყოფიერი, ნაირფეროვანი და გამოჩენილი მოღვაწეობის ნიშნად". | ![]() |
1913 | რაბინდრანათ თაგორი (დ. 1861— გ. 1941) |
![]() |
„ღრმად შეგრძნობილი, ორიგინალური და მშვენიერი ლექსებისათვის, რომლებშიც განუმეორებელი ოსტატობით გამოვლინდა მისი პოეტური აზროვნება". | ![]() |
1914 | პრემია არ გაცემულა | |||
1915 | რომენ როლანი (დ. 1866 — გ. 1944) |
![]() |
„ლიტერატურულ ნაწარმოებთა მაღალი იდეალიზმის, ჭეშმარიტებისადმი თანაგრძნობისა და სიყვარულისათვის". | ![]() |
1916 | კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი (დ. 1859 — გ. 1940) |
![]() |
„მსოფლიო ლიტერატურაში ახალი ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლი“ | ![]() |
1917 | კარლ ადოლფ გელერუპი (დ. 1857 — გ. 1919) |
![]() |
„მრავალფეროვანი პოეტური შემოქმედებისა და ამაღლებული იდეალებისათვის". | ![]() |
ჰენრიკ პონტოპიდანი (დ. 1857 — გ. 1943) |
![]() |
„დანიის თანამედროვე ცხოვრების გულმართალი აღწერისათვის". | ![]() | |
1918 | პრემია არ გაცემულა | |||
1919 | კარლ შპიტელერი (დ. 1845 — გ. 1924) (გადაეცა 1920 წელს) |
![]() |
„შეუდარებელი ეპოსის - ოლიმპიური გაზაფხულისათვის". | ![]() |
1920 | კნუტ ჰამსუნი (დ. 1859 — გ. 1952) |
![]() |
„მონუმენტური ნაწარმოებისთვის „მიწის მადლი“‚Segen der Erde‘“ | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1921 | ანატოლ ფრანსი (დ. 1844 — გ. 1924) |
![]() |
„როგორც აღიარება მისი ბრწყინვალე სამწერლობო საქმიანობისა, რომელიც გამორჩეულია ხელოვნების თავისებური სტილით, დიდსულოვანი ჰუმანიზმით, მომხიბვლელობითა და ფრანგული სულით“ | ![]() |
1922 | ხაკინტო ბენავენტე ი მარტინესი (დ. 1866 — გ. 1954) |
![]() |
„თავისი შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ესპანეთის დრამის ღირსეულ ტრადიციებს აგრძელებდა“ | ![]() |
1923 | უილიამ ბათლერ იეითსი (დ. 1865 — გ. 1939) |
![]() |
„მისი მუდმივად აღმაფრთოვანებელი პოეზიისათვის, რომელიც გამოხატულია ხალხის სულისკვეთების ურთულეს მხატვრულ ხერხებში“ | ![]() |
1924 | ვლადისლავ რეიმონტი (დ. 1867 — გ. 1925) |
![]() |
„მისი დიდებული ნაციონალური ეპოსისათვის „კაცები““ | ![]() |
1925 | ჯორჯ ბერნარდ შოუ (დ. 1856 — გ. 1950) (მიენიჭა1926) |
![]() ![]() |
„მისი როგორც იდეალიზმის, ისე ჰუმანიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომლის სრული სატირა ხშირად თავისებულ პოეტურ სილამაზესთან ერთიანდება“ | ![]() |
1926 | გრაცია დელედა (დ. 1871 — გ. 1936) (მიენიჭა 1927) |
![]() |
„მისი დიდი იდეალიზმის მატარებელი შემოქმედებისათვის, რომელიც თვალსაჩინოდ აღწერს მის მამაშვილურ წარსულს და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება“ | ![]() |
1927 | ანრი ბერგსონი (დ. 1859 — გ. 1941) (მიენიჭა 1928) |
![]() |
„როგორც აღიარება მისი მდიდარი და მაცოცხლებელი იდეებისა და ბრწყინვალე ხელოვნებისა“ | ![]() |
1928 | სიგრიდ უნსეტი (დ. 1882 — გ. 1949) |
![]() ![]() |
„უწინარეს ყოვლისა, შუა საუკუნეების ჩრდილოელთა (სკანდინავიელთა) ცხოვრების ცოცხლად და რეალურად აღწერისათვის“ | ![]() |
1929 | თომას მანი (დ. 1875 — გ. 1955) |
![]() |
„უწინარეს ყოვლისა მისი რომანისათვის ‚ბუდენბროკები‘, რომელიც დროთა განმავლობაში აღიარებული იქნა თანამედროვე ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად“ | ![]() |
1930 | სინკლერ ლუისი (დ. 1885 — გ. 1951) |
![]() |
„მისი მძლავრი და ცოცხალი აღწერის ხელოვნებისათვის, ასევე ხუმრობითა და იუმორით ტიპების შექმნის ნიჭისათვის“ | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1931 | ერიკ აქსელ კარლფელდტი (დ. 1864 — გ. 1931) |
![]() |
„ერიკ აქსელ კარლფელდტის პოეზია“ | ![]() |
1932 | ჯონ გოლზუორთი (დ. 1867 — გ. 1933) |
![]() |
„არისტოკრატული თხრობის ხელოვნებისათვის, რომელიც საუკეთესოდაა გამოხატული მის რომანში ფორსაიტების საგა“ | ![]() |
1933 | ივანე ბუნინი (დ. 1870 — გ. 1953) |
მოქალაქეობის გარეშე, მცხოვრები ![]() ![]() |
„მკაცრი მხატვრული შემოქმედებისათვის, რითაც იგი კლასიკურ რუსულ ხაზს წარმოადგენს პროზასა და პოეზიაში“ | ![]() |
1934 | ლუიჯი პირანდელო (დ. 1867 — გ. 1936) |
![]() |
„მისი შეუპოვარი და გონებამახვილური შემოქმედებისათვის დრამასა და სასცენო ხელოვნებაში“ | ![]() |
1935 | პრემია არ გაცემულა | |||
1936 | იუჯინ ო'ნილი (დ. 1888 — გ. 1953) |
![]() |
„მისი სიძლიერის, გულწრფელობისა და ძლიერი გრძნობის, ასევე, დამოუკიდებელი შეხედულებებისათვის ტრაგიკულ დრამატულ პოეზიაში“ | ![]() |
1937 | როჟე მარტინ დიუ გარი
(დ. 1881 — გ. 1958) |
![]() |
„მხატვრული სიძლიერისა და ჭეშმარიტებისათვის, რითაც იგი თავისი რომანების სერიაში ‚Les Thibault‘ ადამიანურ წინააღმდეგობებსა და თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეებს წარმოადგენდა“ | ![]() |
1938 | პერლ ბაკი (დ. 1892 — გ. 1973) |
![]() |
„მისი მდიდარი და ჭეშმარიტად ეპიკური შემოქმედებისთვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს და ბიოგრაფიული შედევრებისათვის" | ![]() |
1939 | ფრანს ემილ სილანპაა (დ. 1888 — გ. 1964) |
![]() |
„ღრმა ჩანაფიქრისა და დახვეწილი მხატვრული სტილისათვის, რომლითაც იგი საკუთარი სამშობლოს ბუნებასა და ხალხის ცხოვრებას ორმხრივი დამოკიდებულებით აღწერს“ | ![]() |
1940 | პრემია არ გაცემულა |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1941 | პრემია არ გაცემულა | |||
1942 | პრემია არ გაცემულა | |||
1943 | პრემია არ გაცემულა | |||
1944 | იოჰანეს ვილჰელმ იენსენი (დ. 1873 — გ. 1950) |
![]() |
„მისი პოეტური ფანტაზიის იშვიათი სიძლიერისა და ნაყოფიერებისათვის, რომელიც დაკავშირებულია მის ყოვლისმომცველ ინტელექტთან და შემოქმედებით ხელოვნებასთან“ | ![]() |
1945 | გაბრიელა მისტრალი (დ. 1889 — გ. 1957) |
![]() |
„ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკისათვის, რომელმაც პოეტის სახელი მთელ ლათინურამერიკულ სამყაროში იდეალური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“ | ![]() |
1946 | ჰერმან ჰესე (დ. 1877 — გ. 1962) |
![]() ![]() |
„მისი ინსტირირებული შემოქმედებისათვის, რომელიც გამოირჩევა ღრმა კლასიკური ჰუმანური იდეალებით“ | ![]() |
1947 | ანდრე ჟიდი (დ. 1869 — გ. 1951) |
![]() |
„მისი ყოვლისმომცველი და მხატვრულად უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისათვის, რომელშიც კაცობრიობის კითხვები და გარემოებები უშიშარი ალალმართლობითა და ფსიქოლოგიური შორსმჭვრეტელობითაა წარმოდგენილი“ | ![]() |
1948 | ტომას სტერნზ ელიოტი (დ. 1888 — გ. 1965) |
![]() ![]() |
„მისი, როგორც თანამედროვე პოეზიის ნოვატორის აღსანიშნავი ღვაწლისათვის“ | ![]() |
1949 | უილიამ ფოლკნერი (დ. 1897— გ. 1962) |
![]() |
„მისი ძლიერი და მხატვრულად თვითმყოფადი ღვაწლისათვის ამერიკულ რომანებში“ | ![]() |
1950 | ბერტრან რასელი (დ. 1872— გ. 1970) |
![]() |
„როგორც აღიარება მისი მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისა, რომელშიც იგი ჰუმანიზმისა და აზრის თავისუფლებისათვის მებრძოლად წარმოგვიდგება“ | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1951 | პერ ლაგერკვისტი (დ. 1891— გ. 1974) |
![]() |
„მხატვრული სიძლიერისა და თვითმყოფადობისათვის, რისი საშუალებითაც იგი თავის პოეზიაში ეძიებს პასუხებს კაცობრიობის მარადიულ კითხვებზე“ | ![]() |
1952 | ფრანსუა მორიაკი (დ. 1885 — გ. 1970) |
![]() |
„ადამიანის სულის შემეცნებისა და მხატვრული სიძლიერისათვის, რითაც იგი რომანის ფორმით წარმოაჩენს ადამიანური ცხოვრების დრამას“ | ![]() |
1953 | უინსტონ ჩერჩილი (დ. 1874 — გ. 1965) |
![]() |
„ისტორიულ და ბიოგრაფიულ შემოქმედებაში მისი ოსტატობისათვის, ასევე ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებისათვის, რითაც იგი უმაღლესი ადამიანური ღირებულებების დამცველად წარმოგვიდგება“ | ![]() |
1954 | ერნესტ ჰემინგუეი (დ. 1899 — გ. 1961) |
![]() |
„ნაწარმოებისათვის ‚The Old Man and the Sea‘“, (ქართ. მოხუცი და ზღვა) | ![]() |
1955 | ჰალდორ ლაქსნესი (დ. 1902— გ. 1998) |
![]() |
„მისი თვალსაჩინო ეპიკური პოეზიისათვის, რომელიც დიდებულ ისლანდიურ თხრობის სტილს იმეორებს“ | ![]() |
1956 | ხუან რამონ ხიმენესი (დ. 1881 — გ. 1958) |
![]() |
„მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც ესპანურ ენაში მაღალი სულიერებისა და მხატვრული სიწმინდის მაგალითადაა მიჩნეული“ | |
1957 | ალბერ კამიუ (დ. 1913 — გ. 1960) |
![]() ![]() |
„მისი უმნიშვნელოვანესი შემოქმედებისათვის, რომელიც ჩვენს დროში ადამიანის სინდისის პრობლემების შორსმჭვრეტელი სერიოზულობით ბრწყინავს“ | ![]() |
1958 | ბორის პასტერნაკი (დ. 1890 — გ. 1960) (უარი განაცხადა)[3] |
![]() |
„მისი მნიშვნელოვანი წვლილისათვის როგორც თანამედროვე ლირიკაში, ისე დიდებული ტრადიციული რუსული თხრობის სტილის სფეროში“ | |
1959 | სალვატორე კვაზიმოდო (დ. 1901 — გ. 1968) |
![]() |
„მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელშიც კლასიკური ცეცხლით აღბეჭდილია თანამედროვე ცხოვრების ტრაგიკული ცხოვრების წესი“ | ![]() |
1960 | სენ-ჟონ პერსი (დ. 1887 — გ. 1975) |
![]() |
„მისი პოეზიის შემოქმედებითი ფანტაზიებისათვის“ | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1961 | ივო ანდრიჩი (დ. 1892 — გ. 1975) |
![]() |
„იმ ეპიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი თავისი ქვეყნის ისტორიის მოტივებსა და სულს წარმოაჩენს“ | |
1962 | ჯონ სტაინბეკი (დ. 1902 — გ. 1968) |
![]() |
„მისი უნიკალური რეალისტური და ფანტაზიებით მდიდარი თხრობის სტილისათვის, რომელიც გამორჩეულია იუმორითა და სოციალური გამჭრიახობით“ | |
1963 | გიორგოს სეფერისი (დ. 1900 — გ. 1971) |
![]() ![]() |
„მისი ჩინებული ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც შთაგონებულია ელინისტური კულტურის ღრმა შეგრძნებით“ | ![]() |
1964 | ჟან-პოლ სარტრი (დ. 1905 — გ. 1980) (უარი განაცხადა) |
![]() |
„როგორც აღიარება მისი ნოვატორული სამწერლობო შემოქმედებისა, რომლის თავისუფალმა სულმა და სიმართლის ძიებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს დროზე“ | |
1965 | მიხეილ შოლოხოვი (დ. 1905 — გ. 1984) |
![]() |
„მისი მხატვრული სიძლიერისა და გულწრფელობისათვის, რითაც მან საკუთარ ეპოსში რუსი ხალხის ცხოვრების ისტორიული მონაკვეთი წარმოაჩინა“ | ![]() |
1966 | შმუელ აგნონი (დ. 1888 — გ. 1970) |
![]() |
„მისი ებრაელი ხალხის ცხოვრების მოტივებზე აგებული საფუძვლიანი და დამახასიათებელი თხრობის სტილისათვის“ | ![]() |
ნელი ზაქსი (დ. 1891 — გ. 1970) |
![]() ![]() |
„მისი გამორჩეული ლირიკული და დრამატული ნაწარმოებებისათვის, რომელშიც ისრაელის სული ენამახვილური მკაფიოობით არის აღწერილი“ | ![]() | |
1967 | მიგელ ანგელ ასტურიასი (დ. 1899 — გ. 1974) |
![]() |
„მისი პოპულარულ თავისებურებებსა და ინდიელურ ტრადიციებში (ლათინური ამერიკა) ფესვგადგმული მრავალფეროვანი პოეზიისათვის“ | |
1968 | იასუნარი კავაბატა (დ. 1899 — გ. 1972) |
![]() |
„მისი ოსტატური თხრობის სტილისათვის, რომელიც უდიდესი სიფაქიზით იაპონური აზროვნების არსს გამოხატავს.“ | ![]() |
1969 | სემიუელ ბეკეტი (დ. 1906 — გ. 1989) |
![]() |
„პოეზიისათვის, რომელიც რომანისა და დრამის ახალ ფორმებში ადამიანის მხატვრულ შეგნებას ამდიდრებს“ | ![]() |
1970 | ალექსანდრე სოლჟენიცინი (დ. 1918 — გ. 2008) |
![]() |
„იმ ეთიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი რუსული ლიტერატურის უცვლელ ტრადიციებს განაგრძობს“ |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1971 | პაბლო ნერუდა (დ. 1904 — გ. 1973) |
![]() |
„პოეზიისათვის, რომელიც ბუნების ძალის ზეგავლენით აცოცხლებს კონტინენტის ბედისწერასა და ოცნებებს“ | ![]() |
1972 | ჰაინრიხ ბიოლი (დ. 1917 — გ. 1985) |
![]() |
„მისი პოეზიისათვის, რომელიც თანამედროვე ისტორიასთან კავშირითა და მაცოცხლებელი ენერგიით შემოიჭრა გერმანულ ლიტერატურაში“ | ![]() |
1973 | პატრიკ უაიტი (დ. 1912 — გ. 1990) |
![]() ![]() |
„მისი ეპიკური და ფსიქოლოგიური თხრობის ხელოვნებისათვის, რომლითაც ლიტერატურა მსოფლიოს ახალ ნაწილად იქცა“ | ![]() |
1974 | ეივინდ იუნსონი (დ. 1900 — გ. 1976) |
![]() |
„მისი თხრობის სტილისათვის, რომელიც ქვეყნებსა და დროზე შორსმჭვრეტელობით გამოირჩევა და თავისუფლების სამსახურში დგას“ | |
ჰარი მარტინსონი (დ. 1904 — გ. 1978) |
![]() |
„პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც ნამის წვეთებს ატყვევებს და კოსმოსის ანარეკლია“ | ![]() | |
1975 | ეუჟენიო მონტალე (დ. 1896 — გ. 1981) |
![]() |
„მისი განსაკუთრებულად შემკული პოეზიისათვის, რომელიც ადამიანური ღირებულებების დიდი მხატვრული და ფაქიზი შეგრძნებით გამოირჩევა“ | ![]() |
1976 | სოლ ბელოუ (დ. 1915 — გ. 2005) |
![]() ![]() |
„ადამიანური შემეცნებისა და კულტურის სათუთი ანალიზისათვის, რომლებიც მის ნაწარმოებშია გაერთიანებული“ | |
1977 | ვისენტე ალეიქსანდრე (დ. 1898 — გ. 1984) |
![]() |
„მისი ნოვატორული პოეზიისათვის, რომელიც ადამიანის გარემოებებს კოსმოსსა და დღევნადელ საზოგადოებაში აშუქებს და ამავდროულად წარმოადგენს ესპანური ტრადიციული პოეზიის განახლებას ომებს შორის“ | ![]() |
1978 | ისააკ ბაშევის ზინგერი (დ. 1902 — გ. 1991) |
![]() |
„მისი შეუცვლელი თხრობის სტილისათვის, რომელიც პოლონურ–ებრაული კუტურულ–ტრადიციული ფესვებით ადამიანის უმაღლეს ღირებულებებს სიცოცხლისუნარიანს ხდის“ | ![]() |
1979 | ოდისეას ელიტისი (დ. 1911 — გ. 1996) |
![]() |
„მისი ბერძნულ ტრადიციებზე დაფუძნებული პოეზიისათვის, რომელიც ესთეტიკური სიძლიერითა და ინტელექტუალური მკაფიოობით წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანის ბრძოლას თავისუფლებისათვის“ | ![]() |
1980 | ჩესლავ მილოში (დ. 1911 — გ. 2004) |
![]() ![]() |
„უკომპრომისო სიცხადით წარმოაჩენს ადამიანის ადგილს მძიმე კონფლიქტების სამყაროში“ | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1981 | ელიას კანეტი (დ. 1905 — გ. 1994) |
![]() ![]() |
„მისი სამწერლობო შემოქმედებისათვის, რომელიც გამორჩეულია შორსმჭვრეტელობით, მდიდარი იდეებითა და მხატვრული სიძლიერით“ | ![]() |
1982 | გაბრიელ გარსია მარკესი (დ. 1927 — გ. 2014) |
![]() |
„მისი რომანებისა და მოთხრობებისათვის, რომლებშიც ფანტასტიკა და რეალიზმი პოეზიის ერთ მრავალფეროვან სამყაროში ერთიანდება და რომელიც კონტინენტის ცხოვრებასა და კონფლიქტებს ასახავს“ | ![]() |
1983 | უილიამ გოლდინგი (დ. 1911 — გ. 1993) |
![]() |
„მისი რომანებისათვის, რომლებიც რეალისტური თხრობის სტილითა და მრავალმნიშვნელოვანი ყოვლისმომცველობით ადამიანურ დამოკიდებულებებს მღევანდელ სამყაროში წარმოაჩენს“ | ![]() |
1984 | იაროსლავ სეიფერტი (დ. 1901 — გ. 1986) |
![]() |
„მისი პოეზიისთვის, რომელიც გრძნობათა სიმძაფრით ადამიანური ბუნების დაუცხრომლობასა და მრავალფეროვნებას ასახავს“ | ![]() |
1985 | კლოდ სიმონი (დ. 1913 — გ. 2005) |
![]() |
„რომელიც საკუთარ რომანებში აერთიანებს პოეტისა და მხატვრის შემოქმედებას“ | |
1986 | უოლე შოინკა (დ. 1934) |
![]() |
„რომელიც ფართო კულტურულ პერსპექტივებში, პოეტური ობერტონებით ადამიანური არსის დრამას წარმოადგენს“ | ![]() |
1987 | იოსიფ ბროდსკი (დ. 1940 — გ. 1996) |
![]() ![]() |
„ამომწურავი და ფართო ლიტერატურული შემოქმედებისათვის, რომელიც გამორჩეულია გონებრივი გამჭრიახობითა და პოეტური გამოხატვის სიძლიერით“ | ![]() |
1988 | ნაჯიბ მაჰფუზი (დ. 1911 — გ. 2006) |
![]() |
„ახალი ეგვიპტური თხრობის სტილის (სოციალ–კრიტიკული) წარმომადგენელი, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის“ | ![]() |
1989 | კამილო ხოსე სელა (დ. 1916 — გ. 2002) |
![]() |
„მისი მდიდარი და შეუცვლელი ხელოვნებისათვის პროზაში, რომელიც ფარული თანაგრძნობით წარმოაჩენს ადამიანის დაუცველობას“ | ![]() |
1990 | ოქტავიო პასი (დ. 1914 — გ. 1998) |
![]() |
„მისი ფართო ჰორიზონტების მქონე სასიყვარულო პოეზიისათვის, რომელიც გამორჩეულია გონებამახვილობითა და ჰუმანური ერთიანობით“ | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
1991 | ნადინ გორდიმერი (დ. 1923 — გ. 2014) |
![]() |
„მისი ეპიკური პოეზიისათვის, რომელმაც კაცობრიობას უდიდესი სარგებელი მოუტანა და ღრმა შორსმჭვრეტელობით აღწერა ისტორიული მოვლენები“ | ![]() |
1992 | დერეკ უოლკოტი (დ. 1930 — გ. 2017) |
![]() |
„ბრწყინვალე, ისტორიული განმჭვრეტელობის მატარებელი პოეზიისათვის, რომელიც მულტიკულტურულ ვალდებულებებზეა დაფუძნებული“ | ![]() |
1993 | ტონი მორისონი (დ. 1931 — გ. 2019) |
![]() |
„ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილზე მისი ლიტერატურული წარმოდგენებისათვის, რომელიც გამოირჩევა საოცნებო ძალითა და პოეტური ლაკონიურობით“ | ![]() |
1994 | კენძაბურო ოე (დ. 1935 — გ. 2023) |
![]() |
„წარმოსახვითი სამყაროს შექმნისთვის, სადაც რეალურის და გამონაგონის სინთეზი ოსტატურად გადმოგვცემს თანამედროვე სამყაროს ადამიანთა გაურკვეველ ყოფას“ | ![]() |
1995 | შეიმას ჰინი (დ. 1939 — გ. 2013) |
![]() |
„მისი საერთო შემოქმედების ლირიკული სილამაზისა და ეთიკური სიღრმისათვის“ | ![]() |
1996 | ვისლავა შიმბორსკა (დ. 1923 — გ. 2012) |
![]() |
„მისი ნაწარმოებისათვის, რომელიც ირონიულად და ზუსტად წარმოაჩენს ადამიანური სინამდვილის ფრაგმენტებში ისტორიულ და ბიოლოგიურ დამოკიდებულებას“ | ![]() |
1997 | დარიო ფო (დ. 1926 — გ. 2016) |
![]() |
„მისი სახალხო–პოლიტიკური სააგიტაციო თეატრისათვის“ | ![]() |
1998 | ჟოზე სარამაგო (დ. 1922 — გ. 2010) |
![]() |
„მისი თანაგრძნობითა და ირონიით გამყარებული იგავის გამოყენება გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, თუ რა არის ილუზორული რეალობა“ | |
1999 | გიუნტერ გრასი (დ. 1927 — გ. 2015) |
![]() |
„რადგან მან მხიარულ–შავ ფერებში გამოხატა მივიწყებული ისტორიის სახე“ | ![]() |
2000 | გაო სინძიანი (დ. 1940) |
![]() |
„მისი უნივერსალური დიდსულოვნებით გამორჩეული ნაწარმოებისათვის, მწარე მიხვედრილობითა და ენობრივი გონებამახვილობით“ | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
2001 | ვიდიადჰარ ნაიპოლი (დ. 1932 — გ. 2018) |
![]() |
„მისი ნამუშევრებისათვის, რომლებიც ნათლად გასაგებ თხრობასა და უანგარო დაკვირვებას აერთიანებენ და ჩვენ გვაიძულბენ, აწმყო დავინახოთ ისტორიის ნაცვლად“ | |
2002 | იმრე კერტეში (დ. 1929 — გ. 2016) |
![]() |
„სამწერლობო ნამუშევრისათვის, რომელიც ერთეულთა მყიფე გამოცდილებას ამტკიცებს ისტორიული ბარბაროსული თვითნებობის საპირისპიროდ“ | ![]() |
2003 | ჯონ მაქსველ კუტზეე (დ. 1940) |
![]() |
„მრავალგვარ შესამოსელში წარმოაჩენს გარეშე პირთა მონაწილეობას“ | |
2004 | ელფრიდე იელინეკი (დ. 1946) |
![]() |
„ხმათა მუსიკალური მდინარისათვის რომანებსა და პიესებში, რითაც უნიკალური ენობრივი გატაცებით აღწერს სოციალური სტერეოტიპების აბსურდულობასა და მათ ძლიერ ზეგავლენას საზოგადოებაზე.“ | ![]() |
2005 | ჰაროლდ პინტერი (დ. 1930 — გ. 2008) |
![]() |
„რომელიც თავის დრამებში წარმოაჩენს ყოველდღიური ჭორაობის ქვეშ არსებულ უფსკრულს და ჩაკეტილ ოთახში მიჩქმალულთ ააშკარავებს“ | ![]() |
2006 | ორჰან ფამუქი (დ. 1952) |
![]() |
„რომელმაც საკუთარი მშობლიური ქალაქი სტამბოლის მელანქოლიური სულის ძიებაში კულტურათა შეჯახებისა და ინტეგრაციის ახალი სიმბოლოები იპოვა“ | ![]() |
2007 | დორის ლესინგი (დ. 1919 — გ. 2013) |
![]() ![]() |
„ქალური გამოცდილების მქონე ეპიკოსი, რომელმაც სკეპტიციზმით, გატაცებითა და წარმოსახვითი სიძლიერით გამოსაცდელად მოამზადა დანაკუწებული ცივილიზაცია“ | ![]() |
2008 | ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო (დ. 1940) |
![]() ![]() |
„პოეტური თავგადასავლებისა და გონებრივი ექსტაზის ავტორს, მმართველი ცივილიზაციის შიგნითა და გარეთ ადამიანობის მკვლევარს“ | ![]() |
2009 | ჰერტა მიულერი (დ. 1953) |
![]() ![]() |
„რომელიც პოეზიის გაძლიერებითა და პროზის ობიექტურობით გვიხატავს უსამშობლოობის სურათებს“ | ![]() |
2010 | მარიო ვარგას ლიოსა (დ. 1936) |
![]() ![]() |
„სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
2011 | ტომას ტრანსტრიომერი (დ. 1931— გ. 2015) |
![]() |
„რეალურობის ახლებური შეგრძნება მდიდარი, ნახევრად გამჭვირვალე სურათების მეშვეობით“[6] | ![]() |
2012 | მო იენი (დ. 1955) |
![]() |
ავტორი, რომელიც „ჰალუცინაციური რეალიზმის საშუალებით ხალხურ ზღაპრებს, ისტორიასა და თანამედროვეობას აერთიანებს“[7] | ![]() |
2013 | ელის მანრო
(დ. 1941 — გ. 2024) |
![]() |
"თანამედროვე მოთხრობის ოსტატი" | ![]() |
2014 | პატრიკ მოდიანო
(დ. 1945) |
![]() |
"ხელოვნების მეხსიერება, რომელიც მან გამოიწვია ყველაზე მესმის ადამიანის ბედი და აღმოჩენილი ცხოვრების სამყაროში საოკუპაციო" | ![]() |
2015 | სვეტლანა ალექსიევიჩი
(დ. 1948) |
![]() |
"მისი პოლიფონიური ტექსტებისთვის, რომლებიც ჩვენი დროის განსაცდელისა და მხნეობის მონუმენტია“[8] | ![]() |
2016 | ბობ დილანი
(დ. 1941) |
![]() |
"ამერიკული ტრადიციული სიმღერის ფარგლებში ახალი პოეტური გამომსახველობითი ფორმების შექმნისთვის“[8] | ![]() |
2017 | იშიგურო კაძუო
(დ. 1954) |
![]() |
„რომანებში შექმნილი მძაფრი ემოციური ფონისთვის, რომელსაც სამყაროსთან კავშირის ილუზიური გრძნობის მიღმა უფსკრულის გამოააშკარავება ქმნის“[9] | |
2018 | ოლგა ტოკარჩუკი
(დ. 1962) |
![]() |
„თხრობითი წარმოსახვისთვის, რომელიც საზღვრების გადალახვას, როგორც ცხოვრების ფორმას, წარმოაჩენს“[10] | |
2019 | პეტერ ჰანდკე
(დ. 1942) |
![]() |
„გავლენიანი შემოქმედებისთვის, რომელიც ადამიანური გამოცდილების პერიფერიებსა და სპეციფიკას იკვლევს“[11] | |
2020 | ლუიზა გლიუკი
(დ. 1943 — გ. 2023) |
![]() |
„მისი შეუცდომელი პოეტური ენისთვის, რომელიც უნივერსალურს ხდის ინდივიდუალურ ეგზისტენციას“[12] | ![]() |
წელი | სახელი და გვარი | ქვეყანა[1] | მოტივირება პრემიის მინიჭებისათვის | სურათი |
---|---|---|---|---|
2021 | აბდულრაზაკ გურნა
(დ. 1948) |
![]() |
„მისი უკომპრომისო და თანაგრძნობით განმსჭვალული თხრობისთვის, რომლითაც იგი კოლონიალიზმის შედეგებსა და კულტურებსა და კონტინენტებს შორის არსებულ უფსკრულში აღმოჩენილ ლტოლვილთა ხვედრს აღწერს“[13] | ![]() |
2022 | ანი ერნო
(დ. 1940) |
![]() |
![]() |
1901–1910 · 1911–1920 · 1921–1930 · 1931–1940 · 1941–1950 · 1951–1960 · 1961–1970 · 1971–1980 · 1981–1990 · 1991–2000 · 2001–2010 · 2011–დღემდე
Sind bei einer Person zwei Länder angegeben, so zählt dies bei beiden Ländern als halber Punkt. (გერმანული)
If two countries are listed for one person, then this counts as one-half point for each country. (ინგლისური)
ქვეყანა | ლაურეატთა რაოდენობა |
---|---|
![]() | 13,5 |
![]() | 11 |
![]() | 10,5 |
![]() | 8 |
![]() | 7 |
![]() | 6 |
![]() | 5,5 |
![]() | 3,5 |
![]() | 3 |
![]() | 3 |
![]() | 3 |
![]() | 2 |
![]() | 2 |
![]() | 2 |
![]() | 2 |
![]() | 2 |
![]() | 2 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 1 |
![]() | 0,5 |
![]() | 0,5 |
ენა | ლაურეატთა რაოდენობა | % |
---|---|---|
ინგლისური ენა | 26 | 25.00 |
ფრანგული ენა | 13 | 12.50 |
გერმანული ენა | 13 | 12.50 |
ესპანური ენა | 11 | 9.62 |
იტალიური ენა | 6 | 5.77 |
შვედური ენა | 6 | 5.77 |
რუსული ენა | 5 | 4.81 |
პოლონური ენა | 4 | 3.85 |
დანიური ენა | 3 | 2.88 |
ნორვეგიული ენა | 3 | 2.88 |
ბერძნული ენა | 2 | 1.92 |
იაპონური ენა | 2 | 1.92 |
არაბული ენა | 1 | 0.96 |
ბენგალი | 1 | 0.96 |
ჩინური ენა | 1 | 0.96 |
ჩეხური ენა | 1 | 0.96 |
ფინური ენა | 1 | 0.96 |
ივრითი | 1 | 0.96 |
თურქული ენა | 1 | 0.96 |
უნგრული ენა | 1 | 0.96 |
ისლანდიური ენა | 1 | 0.96 |
ოქსიტანური ენა | 1 | 0.96 |
პორტუგალიური ენა | 1 | 0.96 |
სერბული ენა | 1 | 0.96 |
იდიში | 1 | 0.96 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.