Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სარდინია (იტალ. Sardegna) — მთიანი კუნძული, იტალიის ავტონომიური რეგიონი. სარდინია ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მე-2 კუნძულია, აქვს ტურისტული ზონა კოსტა-სმერალდა (ზურმუხტოვანი სანაპირო).
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
სარდინია Sardegna | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | კალიარი | ||||
შიდა დაყოფა | კალიარის პროვინცია, ნუოროს პროვინცია, ორისტანოს პროვინცია, სასარის პროვინცია, კარბონია-იგლეზიასის პროვინცია, მედიო-კამპიდანოს პროვინცია, ოლიასტრის პროვინცია, ოლბია-ტემპიოს პროვინცია, Metropolitan City of Cagliari და Province of South Sardinia | ||||
კოორდინატები | 40°00′00″ ჩ. გ. 9°00′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Christian Solinas | ||||
ფართობი | 24 090 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა და სარდინიული ენა[1] | ||||
მოსახლეობა | 1 675 411 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 69,5 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.sardegna.it | ||||
უცხოელთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ, სარდინია 1720 წელს შეურთდა პიემონტს და ეს ორმაგი სამეფო 1861 წელს გაერთიანებული იტალიის საფუძველი გახდა. იტალიურის გარდა აქ სარდინიულადაც ლაპარაკობენ.
სარდინიის ფართობი 23 821 კმ²-ია, მის დასავლეთით გადაჭიმულია ბალეარის ზღვა, აღმოსავლეთით კი ტირენიის ზღვა.[2] კუნძულის სანაპიროები (სიგრძე 1 849 კმ) უმეტესად მაღალი და კლდოვანია, გამოირჩევა ბევრ თვალსაჩინო კონცხით, რამდენიმე ფართო, ღრმა უბით, რიებით და მრავალგვარი პატარა კუნძულით.
კუნძულს უძველესი გეოფორმაცია გააჩნია და სიცილიისა და კონტინენტური იტალიისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მიწისძვრები. მისი კლდეები პალეოზოური პერიოდით თარიღდება (500-ზე მეტი მლნ წლის წინ). მაღალმთიანეთს ამჩნევია ხანგრძლივი ეროზიული პრეცესების კვალი. უმაღლესი მწვერვალია პუნტა-ლა-მარმორა (1834 მ).
სარდინიაზე გაედინება ხუთი მთავარი მდინარე, რომელთა შორისაც უდიდესია ტრისო (151 კმ). წარმოქმნილია 54 ხელოვნური ტბა, რომელთა მთავარი ფუნქციაც წყალმომაგარება და ელექტროენერგიის წარმოებაა. მათ შორის უმთავრესებია ომოდეოსა და კოგინასის ტბები. ერთადერთი ბუნებრივი, მტკნარი ტბაა ლაგო-დი-ბარაცი.
კუნძულის კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია. წელიწადის განმავლობაში 300 დღე მზიანია, ნალექების ძირითადი რაოდენობა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მოდის. საშუალო ტემპერატურაა 11 — 17 °C (52 to 63 °F).[3] გაბატონებული ქარია მისტრალი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან უბერავს მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე, მაგრამ ის როგორც წესი მშრალი და ცივია.
სარდინიის რეგიონი ადმინისტრაციულად რვა პროვინციად იყოფა:
პროვინცია | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
---|---|---|---|
კალიარის პროვინცია | 4 570 | 559 416 | 122,4 |
კარბონია-იგლეზიასის პროვინცია | 1 495 | 130 538 | 87,3 |
მედიო-კამპიდანოს პროვინცია | 1 516 | 103 107 | 68 |
ნუოროს პროვინცია | 3 934 | 161 453 | 41 |
ოლიასტრის პროვინცია | 1 854 | 58 088 | 31,3 |
ოლბია-ტემპიოს პროვინცია | 3 399 | 153 886 | 45,2 |
ორისტანოს პროვინცია | 3 040 | 167 357 | 55 |
სასარის პროვინცია | 4 282 | 336 374 | 78,5 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.