From Wikipedia, the free encyclopedia
ნეოდიმი[1][2][3], ნეოდიუმი[4] (ლათ. Neodymium < ბერძ. νέος — „ახალი“ და δίδυμος — „ტყუპისცალი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 60, ატომური მასა — 144.24, tდნ — 1024 °C, tდუღ — 3074 °C, სიმკვრივე — 7.01 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი. იყენებენ პრაზეოდიმთან ერთად უფერული მინის მისაღებად, ლაზერული მინის დასამზადებლად და სხვა.
ნეოდიმი |
60Nd |
144.24 |
4f4 6s2 |
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური წონა Ar°(Nd) |
144.242±0.003 144.24±0.01 (დამრგვალებული) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნეოდიმი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 60 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 6 პერიოდი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | f-ბლოკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Xe] 4f4 6s2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 22, 8, 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
1024 °C (1297 K, 1875 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
3074 °C (3347 K, 5565 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 7.007 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 6.89 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 7.14 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 289 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 27.45 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | 0, +2, +3, +4 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
Nd←Nd3+ −2.32 ვ Nd←Nd2+ −2.2 ვ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1.14 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 181 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 201±6 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვან-დერ-ვალსის რადიუსი | 166 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 20.6 სმ3/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნეოდიმის სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | ჰექსაგონალური | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის პერიოდი | 3.658 Å | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბგერის სიჩქარე | 2330 მ/წმ (20 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 9.6 µმ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხვედრითი თბოტევადობა | 16.5 ჯ/(K·მოლ) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 643 ვტ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნიტური ამთვისებლობა | 628.0×10−6 +5 სმ3/მოლ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 41.4 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 16.3 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 31.8 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პუასონის კოეფიციენტი | 0.281 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვიკერსის მეთოდი | 345–745 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 265–700 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7440-00-8 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღმომჩენია | კარლ აუერ ფონ ველსბახი (1841) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირველი მიმღებია | Carl Auer von Welsbach (1885) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახელი დაარქვა | კარლ აუერ ფონ ველსბახი (1885) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნეოდიმის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
• |
ნეოდიმი აღმოჩენილი იქნა 1885 წელს ავსტრიელი ქიმიკოსის კარლ აუერ ფონ ველსბახის (Carl Auer von Welsbach) მიერ. მან გაჰყო იშვიათმიწა ლითონი, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც დიდიმიუმი და ითვლებოდა ერთ ელემენტად, ნეოდიმად და პრაზეოდიმიუმად. მაგრამ ნეოდიმის სუფთა სახით გამოყოფა მოხერხდა მხოლოდ 1925 წელს.
ნეოდიმის შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს (სხვადასხვა მონაცემებით) 25 — 37 გრ/ტ, ოკეანის წყალში 9,2×10−6 მგრ/ლ[5].
ბუნებრივი ნეოდიმი შედგება 7 იზოტოპისაგან: 142Nd (27,1 %), 143Nd (12,2 %), 144Nd (23,8 %), 145Nd (8,3 %), 146Nd (17,2 %), 148Nd (5,8 %), 150Nd (5,6 %) — ფრჩხილებში მოცემულია მისი შემცველობა ბუნებრივ ნარევში. მათ შორის ხუთი, როგორც ეს ცნობილია სტაბილურია, ხოლო ორი სუსტად რადიოაქტიურია: 144Nd განიცდის ალფა-დაშლას ნახევარდაშლის პერიოდით 2,38×1015 წელი, ხოლო 150Nd — ორმაგი ბეტა-დაშლა ნახევარდშლის პერიოდით 7×1018 წელი. 2003 წლისათვის ცნობილი იყო 29 ხელოვნური ნეოდიმის რადიოიზოტოპი მასური რიცხვებით 124-დან 161-მდე დიაპაზონში, რომლებსაც ასევე აქვთ 13 მეტასტაბილური მდგომარეობა[6].
ნეოდიმის სტანდარტულ ატომურ მასად მიღებულია — 144,242, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად.
იზოტოპი | Z | N | ატომური მასა (მ.ა.ე.) |
% ბუნებაში | საშუალო შეწონილი |
---|---|---|---|---|---|
142Nd | 60 | 82 | 141,9077233 | 27,1% | 38,45699301 |
143Nd | 60 | 83 | 142,9098143 | 12,2% | 17,43499734 |
144Nd | 60 | 84 | 143,9100873 | 23,8% | 34,25060078 |
145Nd | 60 | 85 | 144,9125736 | 8,3% | 12,02774361 |
146Nd | 60 | 86 | 145,9131169 | 17,2% | 25,09705611 |
148Nd | 60 | 88 | 147,9168930 | 5,8% | 8,579179794 |
150Nd | 60 | 90 | 149.9208910 | 5.6% | 8,395569896 |
Ar, სტან.(Nd) | 100% | 144,242141 |
ნეოდიმი შედის ლანთანოიდები შემადგენლობაში, რომელთა საბადოები მდებარეობენ რუსეთში, აშშ-ში, ყაზახეთში, უკრაინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სკანდინავიაში. მაგრამ ძირითად მწარმოებელს წარმოადგენს ჩინეთი. თუ კი მსოფლიოში იშვიათმიწა ნედლეულის საერთო ბაზა შეადგენს მიახლოებით 100 მლნ. ტ, მაშინ ჩინეთზე მოდის 52 მლნ ტონამდე, და ჩინეთი მსოფლიო საჭიროების 92-94 % მიაწოდებს[7].
ნეოდიმი იშვიათმიწა ელემენტების გამოყოფისას კონცენტრირდება მჩატე ლანთანოიდებთან და გამოიყოფა პრაზეოდიმიომთან ერთად; Pr(III) და Nd(III) ნაერთების ნარევს დიდიმიუმს უწოდებენ. ლითონურ ნეოდიმს მიიღებენ უწყლო ჰალოგენიდების ელექტროლიზით ან მეტალოთერმიით კალციუთერმული აღდგენით. შენალღობის ელექტროლიზი NdF3 или NdCl3 (ჰალოგენიდების დამატებით Li, К, Са, Ва) მიდის 1000 °C-ზე და კათადური დენის სიმჭიდროვე 4,7 А/სმ²; ანოდის და კათოდის მასალაა — გრაფიტი.
99-99,9 %-ის სიწმინდის ნეოდიმის ფასი შეადგენს 460 დოლარზე მეტი[8] ერთ კილოგრამზე, წარმოების ტექნოლოგიაზე და ქვეყნის გათვალისწინებით, ასევე ბოლო პროდუქტის ფორმაზე და გამოყენების სფეროზე. ბოლო დროს შეიმჩნევა ფასების სწრაფი ზრდა ნეოდიმზე[7].
ნეოდიმი — ერთ ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ლანთანოიდია ცერიუმთან და ლანთანთან ერთად. ნეოდიმის გამოყენების მთავარ დარგებს წარმოადგენენ:
მასალა გამოიყენება სოფლის მეურნეობაშიც (სათესლე მასალის დამუშავება ამოსვლის დასაჩქარებლად და უხვი მოსავლიანობისათვის).
ნეოდიმს შეუძლია ტელურიდების, ბისმუტისა და სტიბიუმის სელენიდების საფუძველის თერმოელექტრული მასალების სიმტკიცის მკვეთრად გაზრდა და გაზარდოს ამ მასალების თერმო-ე.მ.ძ. არის მინიშნება რომ, ნეოდიმით ლეგირება ამტკიცებს ბისმუტი-ტელური-ცეზიუმის შენადნობების სისტემას, ასევე თერმო-ე.მ.ძ. და დროებით სტაბილურობას.
ნეოდიმის ოქსიდი გამოიყენება როგორც დიელექტრიკი ზემცირე გაფართოების კოეფიციენტით.
ნეოდიმის ფტორიდი გამოიყენება მაღალხარისხოვანი მინის ბოჭკოების მისაღებად, ბოჭკოვან ოპტიკაში.
ნეოდიმის ტელურიდი — ძალიან კარგი თერმოელექტრული მასალაა და თერმოელექტრული შენადნობების შემადგენელი კომპონენტია, რომელიც ზრდის სიმტკიცეს და ამაღლებს მის ელექტრუფიზიკურ მაჩვენებლებს (თერმო-ე.მ.ძ. 170 მკვ//К).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.