5 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 278-ე დღე (ნაკიან წლებში – 279-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 87 დღე.
რევოლუცია
The Beatles
1582 : გრიგორიანული კალენდრის შემოღების გამო ეს დღე არ არსებობს ამ წელს იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.
1665 : კიელის უნივერსიტეტი დაარსდა.
1789 : საფრანგეთის რევოლუცია - პარიზელი ქალები ვერსალისკენ მიემართებიან ლუი XVI -სთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ამ უკანასკნელის მიერ ფეოდალიზმის გაუქმების დადგენილების უარყოფის გამო.
1793 : საფრანგეთის კონვენტმა მოქმედებაში შემოიღო რევოლუციური კალენდარი , სადაც პირველი წელი იწყებოდა რესპუბლიკის რევოლუციის პირველი დღიდან - 1792 წ. 22 სექტემბერს. წელი 12 თვისაგან შედგებოდა 30 დღე თითოში. დარჩენილი 5 (6) დღე დღესასწაულად გამოცხადდა.
1795 : ნაპოლეონმა როიალისტების ვანდემიერის ბუნტის ლიკვიდირება მოახდინა.
1864 : ინდოეთის ქალაქი კალკუტა თითქმის მთლიანად დაინგრა ციკლონის გამო; 60.000 ადამიანი დაიღუპა.
1908 : პრინცი ფერდინანდ I ბულგარეთს დამოუკიდებლად აცხადებს, საკუთარ თავს კი - ბულგარეთის მეფედ.
1910 : პორტუგალიაში გაუქმდა მონარქია და რესპუბლიკა გამოცხადდა.
1915 : პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო ბულგარეთი .
1921 : ლონდონში დაარსდა საერთაშორისო პენ-კლუბი, ≈ მწერალთა საზოგადოება.
1925 : აშშ-ში გამოვიდა ერნესტ ჰემინგუეის პირველი წიგნი.
1945 : ჰოლივუდის შავი პარასკევი - ჰოლივუდის სცენურ დეკორატორთა ექვსთვიანი გაფიცვა სისხლიან აურზაურში გადაიზარდა უორნერ ბრაზერსის სტუდიასთან.
1947 : პირველი სატელევიზიო გამოსვლა თეთრი სახლიდან გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა .
1962 : The Beatles -მა ბრიტანეთში გამოუშვა პირველი სინგლი „Love Me Do“ .
1970 : ეგვიპტის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ნასერის, ნაცვლად პრეზიდენტად არჩეული იქნა მისი ახლო თანამებრძოლი ანვარ სადათი .
1986 : ბრიტანეთის გაზეთმა „სანდეი თაიმზმა“ გამოააშკარავა ისრაელის საიდუმლო ბირთვული იარაღი.
1991 : ლინუქსის პირველი ოფიციალური ვერსია 0.02 გამოვიდა.
2000 : ბელგრადში გამართული მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადადგა სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი . ამ დემონსტრაციებს ხშირად ბულდოზერის რევოლუციას უწოდებენ.
2003 : აჰმად კადიროვი აირჩა ჩეჩნეთის პრეზიდენტად.
2009 : ელისაბედ ბლეკბერნი , კეროლ გრაიდერი და ჯეკ შოსტაკი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ მათი აღმოჩენისთვის ქრომოსომების დაცვის სისტემაზე ტელომერებითა და ფერმენტი ტელომარაზით .
2010 : რუსი ფიზიკოსები ანდრე გეიმი და კონსტანტინ ნოვოსელოვი ნახშირბადის კვლევისას გაკეთებული აღმოჩენებისთავის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
2011 :
2015 : უილიამ კემპბელი , სატოსი ომურა და ტუ იუიუ მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
2016 : ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს.
2017 :
2018 : კონგოელი დენი მუკვეგე და ერაყელი ნადია მურადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
2020 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ამერიკელები ჰარვი ჯეიმზ ალტერი , ჩარლზ რაისი და ბრიტანელი მაიკლ ჰოუტონი გახდნენ.
2021 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში ამერიკელი სიუკურო მანაბე , გერმანელი კლაუს ჰასელმანი და იტალიელი ჯორჯო პარიზი გახდნენ.
1712 : გუარდი, ფრანჩესკო — იტალიელი მხატვარი
1713 : დიდრო, დენი — ფრანგი ენციკლოპედისტი და ფილოსოფოსი
1781 : ბოლცანო, ბერნარდ — ჩეხი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ფილოსოფოსი და თეოლოგი
1864 : ლიუმიერი, ლუი ჟან — კინემატოგრაფის გამომგონებელი
1879 : როუსი, ფრენსის პეიტონი — ამერიკელი პათოლოგი, 1966 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის.
1882 : რობერტ გოდარდი — ამერიკელი მეცნიერი - რაკეტამშენებლობის პიონერი. 1926 წლის მარტში წრმატებულად გაუშვა პირველი რაკეტა თხევად საწვავზე
1890 : ედშმიდი, კაზიმირ — გერმანელი მწერალი, ექსპრეციონიზმის ერთ-ერთი ლიდერი.
1902 : რეი კროკი — ამერიკელი რესტორატორი, McDonald′s-ის ქსელის შემქმნელი.
1907 : რაგნარ ნურკსე — ესტონელი ეკონომისტი.
1908 : ჟაროკოვი, ტაირ — ყაზახი პოეტი
1930 : ჩესტერ არტური — აშშ -ს პოლიტიკოსი
1936 : ჰაველი, ვაცლავ — ჩეხოსლოვაკიისა (1989 -1992 ) და ჩეხეთის (1993 -2003 ) პრეზიდენტი
1938 : ჯო დასენი — ფრანგი მომღერალი
1975 : კეიტ უინსლეტი — ბრიტანელი მსახიობი
578 : იუსტინე II — ბიზანტიის იმპერატორი
1056 : ჰაინრიხ III — გერმანიის მეფე (დ.1017 )
1214 : ალფონსო VIII — კასტილიის მეფე
1285 : ფილიპ III — საფრანგეთის მეფე (დ.1245 )
1714 : კაიბარა ეკიკენი — იაპონელი ფილოსოფოსი
1763 : ავგუსტ III — პოლონეთის მეფე და ზახსენის კურფურსტი
1791 : პოტიომკინი, გრიგოლ — რუსი სახელმწიფო მოღვაწე
1805 : კორნუოლისი, ჩარლზ — ინგლისელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
1871 : აფანასიევი, ალექსანდრე — რუსი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი
1880 : ჟაკ ოფენბახი — ფრანგი კომპოზიტორი, კლასიკური ოპერეტის ჟანრის შემქმნელი.
1918 : გაროსი, როლან — ფრანგი მფრინავი, პირველმა გადაფრინა ხმელთაშუა ზღვა, მისი სახელისაა ჩოგბურთის კორტი სტადიონი პარიზში.
1989 : გრიგულისი, არვიდს — ლატვიის სახალხო მწერალი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
2004 : უილკინსი, მორის ჰიუ — ინგლისელი ბიოფიზიკოსი, 1962 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.
2011 : სტივ ჯობსი — ამერიკელი გამომგონებელი. ეფლის თანადამფუძნებელი
აგრეთვე:
პორტუგალია : რესპუბლიკის დღე
მსოფლიო მასწავლებელთა დღე