სტივ ჯობსი

From Wikipedia, the free encyclopedia

სტივ ჯობსი

სტივენ პოლ ჯობსი (ინგლ. Steven Paul Jobs, დ. 24 თებერვალი, 1955, სან-ფრანცისკო — გ. 5 ოქტომბერი, 2011, პალო-ალტო),[1][2] ცნობილი როგორც სტივ ჯობსი (ინგლ. Steve Jobs) — კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი[3], თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO).[4][5] 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. პიქსარის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე სათამაშოების ისტორია, მან იმუშავა, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა.[6] როდესაც სტუდია უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა 2006 წელს, ჯობსი გახდა დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე.[7]

სწრაფი ფაქტები სტივ ჯობსი, დაბადების სახელი ...
სტივ ჯობსი
Thumb
დაბადების სახელი სტივენ პოლ ჯობსი
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1955
სან-ფრანცისკო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 2011 (56 წლის)
პალო ალტო, კალიფორნია
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა Apple-ს თანადამაარსებელი და გენერალური დირექტორი
აქტიური 1971–2011
მეუღლე(ები) ლორენ პოუელი(ქ.1991 - 2011; მისი გარდაცვალება)
შვილ(ებ)ი 4
მშობლები მამა: აბდულფატა ჯანდალი
დედა: ჯოენ შიბლ სიმფსონი
დახურვა

1976 წელს ეპლის თანადამფუძნებელ, სტივ უოზნიაკთან, ერთად მან პოპულარიზაცია გაუწია პერსონალური კომპიუტერის იდეას Apple II-ით. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, ეს ინოვაციები შემოიტანა ეპლ მაკინტოშის კომპიუტერებში.[8][9] 1985 წელს ჯობსი Apple-იდან გაათავისუფლეს,[10] რის შემდეგაც მან დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი დაბრუნდა თავისივე თანადაარსებულ კომპანიაში ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.