1 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 213-ე დღე (ნაკიან წლებში – 214-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 152 დღე.
- ძვ. წ. 30 : ოქტავიანე (მოგვიანებით ცნობილი როგორც ავგუსტუსი) ალექსანდრიაში, ეგვიპტე, შედის და მას რომის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში აქცევს.
- 527 : იუსტინიანე I ბიზანტიის იმპერატორი ხდება.
- 1291 : შვეიცარიის კონფედერაცია ჩამოყალიბდა.
- 1461 : ედუარდ IV ინგლისის მეფე ხდება.
- 1492 : ფერდინანდი და იზაბელას ბრძანებით ებრაელები ესპანეთიდან გაყარეს.
- 1498 : ქრისტეფორე კოლუმბი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ვენესუელა იხილა.
- 1619 : პირველი აფრიკელი მონები ჩამოიყვანეს ჯეიმსტაუნში, ვირჯინია.
- 1664 : გოტჰარდის ბრძოლაში ავსტრიის არმია რაიმონდო მონტეკუკოლის მეთუარობით ამარცხებს ოსმალეთის იმპერიას.
- 1774 : კარლ ვილჰელმმა და ჯოსეფ პრისტლიმ აღმოაჩინეს ელემენტი ჟანგბადი.
- 1798 : ნილოსის ბრძოლა იწყება საფრანგეთისა და ბრიტანეთის ფლოტს შორის.
- 1800 : იუნიონის აქტით დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოები გაერთიანდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოდ.
- 1831 : ლონდონ ბრიჯი იხსნება.
- 1834 : ბრიტანეთის იმპერიაში მონობა გადავარდა.
- 1843 : გამოიცა ამერიკის კონტინენტის პირველი საფოსტო მარკა „ხარის თვალები“, ბრაზილია.
- 1876 : კოლორადო აშშ-ის 38-ე შტატი ხდება.
- 1902 : აშშ საფრანგეთისგან პანამის არხზე უფლებებს ყიდულობს.
- 1914 : პირველი მსოფლიო ომი - გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს.
- 1936 : ბერლინში დაიწყო მე-11 ოლიმპიური თამაშები.
- 1941 : გამოვიდა პირველი ჯიპი.
- 1960 : ბენინმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.
- 1967 : ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსიას ახდენს.
- 1981 : ემ-ტი-ვის პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. პირველი კლიპი იყო ბაგლზის „Video Killed The Radio Star“.
- 2005 : გერმანულის დამწერლობის რეფორმა ფორმალურად ძალაში შევიდა.
- 2007 : წყალდიდობამ ინდოეთსა და ბანგლადეშში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
- 2007 : პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება.
- 2008 : მზის სრული დაბნელების ხილვა გახდა შესაძლებელი ჩრდილოეთი კანადის, გრენლანდიის, ცენტრალური რუსეთის, აღმ. ყაზახეთის, დას. მონღოლეთისა და ჩინეთის მცხოვრებთათვის.
- 2015 : თბილისში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად დაიხურა. საქართველოს დელეგაციამ 10 მედლით (4 ოქრო, 6 ბრინჯაო) მე-10 ადგილი დაიკავა.
- 2018 : კაუშერ ბირკარი, ალესიო ფიგალი, პეტერ შოლცე და აქშაი ვენკატეში ფილდზის მედლით დააჯილდოეს.
- ძვ. წ. 10 : კლავდიუსი — რომის იმპერატორი
- 126 : პერტინაქსი — რომის იმპერატორი
- 1313 : კოგონი — იაპონიის იმპერატორი
- 1377 : გო-კომაცუ — იაპონიის იმპერატორი
- 1545 : მელვილი, ენდრიუ — შოტლანდიელი თეოლოგი და რელიგიის რეფორმატორი
- 1555 : ედვარდ კელი — ინგლისელი მედიუმი, მისტიკოსი და ალქიმოკოსი
- 1579 : ლუის ველეს დე გევერა — ესპანელი დრამატურგი და რომანისტი.
- 1626 : შაბთაი ცვი — კაბალისტი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ებრაელი ცრუმესია
- 1659 : სებასტიანო რიჩი — იტალიელი მხატვარი.
- 1818 : მარია მიტჩელი — ამერიკელი ასტრონომი
- 1819 : ჰერმან მელვილი — ამერიკელი მწერალი.
- 1858 : გასტონ დუმერგი — ფრანგი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
- 1883 : იუსტინე ჯანელიძე — ქართველი ქირურგი, აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი
- 1885 : დე ჰევესი, ჯორჯი — უნგრელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1898 : გიორგი მერკვილაძე — ქართველი სპორტსმენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
- 1899 : შალვა ღამბაშიძე — ქართველი მსახიობი
- 1900 : თამარ წერეთელი — ქართველი მომღერალი
- 1914 : გრიგოლ აბაშიძე — ქართველი მწერალი
- 1924 : ჩარპაკი, გეორგეს — უკრაინული წარმოშობის ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1925 : ჯუღელი, მედეა — ქართველი სპორტსმენი
- 1929 : აბაშიძე, ლეილა — ქართველი კინომსახიობი
- 1930 : ნათელა ვასაძე — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი
- 1949 : ქეთევან ლოსაბერიძე — ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი
- 1984 : შვაინშტაიგერი, ბასტიან — გერმანელი ფეხბურთელი