გიორგი მერკვილაძე (სპორტსმენი)
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი მერკვილაძე (დ. 1 აგვისტო, 1898, შილდა — გ. 7 მაისი, 1987) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943), საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი, საქართველოს სსრ ფიზკულტურის და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1967).
1921–1925 წლებში იყო ქართული დივიზიის ინსპექტორი სპორტში. 1921–1987 წლებში მუშაობდა განათლების სისტემის ორგანოებში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში უმაღლესი სპორტული განათლების, სპორტში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და, განსაკუთრებით, ბავშვთა შორის სპორტული მუშაობის ორგანიზაციისა და ფართოდ გაშლის საქმეში. 1933 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ფიზკულტურის ფაკულტეტი; მისი თაოსნობით 1934 წელს თბილისში გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი სპორტული სკოლა. მისი სახელი ეწოდა მის მიერ დაარსებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატს.
ავტორია თხზულებებისა „ქართული მოძრავი თამაშობანი“ (1922), „ფიზიკური კულტურის მეთოდიკის საკითხები დაწყებით სკოლაში“ (1949), „ფიზიკური აღზრდა დაწყებით კლასებში“ (1980).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.