მაგნიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაგნიუმი[1][2] (ლათ. Magnium; ქიმიური სიბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მესამე პერიოდის, მეორე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIა) ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერია — 12, ატომური მასა — 24.305, საერთო ჟანგვის რიცხვი +2. ის მიეკუთვნება ტუტემიწა მეტალებს და მერვეა დედამიწის ქერქში გავრცელებით მასის მიხედვით (2%), ხოლო მეცხრე სამყაროში ყველაზე გავრცელებულ ელემენტებს შორის. ის არის მოვერცხლისფრო ჭედადი მსუბუქი ლითონი. წვის დროს გამოსცემს თეთრ კაშკაშა ალს.
მაგნიუმი |
12Mg |
24.305 |
3s2 |
მაგნიუმის იონის წყალში მაღალი ხსნადობა იძლევა იმის გარანტიას, რომ იგი მესამე ელემენტია ზღვის წყალში გავრცელების მიხედვით .
მაგნიუმი წარმოადგენს 11 ყველაზე გავრცელებულ ელემენტს, რომელიც შედის ადამიანის ორგანიზმში მასის მიხედვით, მისი იონები მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი უჯრედისათვის, სადაც ისინი თამაშობენ მთავარ როლს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ნაერთების პოლიფოსფატების მანიპულაციაში, როგორიცაა, ადენოსინ-5’-ტრიფოსფატი (ATP), დეზოქსირიბონუკლეინმჟავა (DNA), რიბონუკლეინმჟავა (RNA). მაგნიუმის ნაერთები გამოიყენება მედიცინაში, როგორც მოსადუნებელი საშუალება. მაგნიუმს მწვანე პიგმენტი ქლოროფილი შეიცავს, რომელიც მცენარეებს ფოტოსინთეზისათვის სჭირდებათ.
მაგნიუმს იყენებენ ფოტოგრაფიაში, პიროტექნიკაში და სხვ.