ბარიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარიუმი[1][2] (ლათ. Barium; ქიმიური სიბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, მეორე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIა) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 56, ატომური მასა — 137.33, tდნ — 727 °C, tდუღ — 1845 °C, სიმკვრივე — 3.51 გ/სმ3. ვერცხლისფერი რბილი ლითონი. გაცხელებისას ადვილად აალდება და იწვის მოყვითალო-მომწვანო ფერის ალით. ბარიუმი შედგება შვიდი მდგრადი იზოტოპისაგან, რომელთაგან ჭარბობს (71.70%). 1774 წელს ბარიუმი აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა კ. შეელემ ჟანგის სახით. 1808 წელს ლითონური ბარიუმი მიიღო ჰ. დეივიმ ვერცხლისწყლის კათოდზე ტენიანი -ის ელექტროლიზით. ბარიუმის შემცველობა დედამიწის ქერქში მასით 0.05%-ს შეადგენს.
ბარიუმი |
56Ba |
137.33 |
6s2 |
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...
დახურვა