ურსულა კრებერ ლე გუინი (ინგლ. Ursula K. Le Guin; დ. 21 ოქტომბერი, 1929; — გ. 22 იანვარი, 2018, პორტლენდი, აშშ) — ამერიკელი ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი, ცნობილია ზღვამიწეთის და ჰაინის ციკლის რომანებით. მისი ლიტერატურული კარიერა 1959 წელს დაიწყო და სამოც ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა. მწერლის შემოქმედება ოც რომანს, ასზე მეტი მოთხრობას, საბავშვო წიგნებს, პოეტურ კრებულებს, თარგმანებსა და კრიტიკულ ნამუშევრებს მოიცავს.
სწრაფი ფაქტები ურსულა კრებერ ლე გუინი, დაბადების თარიღი ...
ურსულა კრებერ ლე გუინი |
---|
ინგლ. Ursula K. Le Guin |
|
დაბადების თარიღი |
21 ოქტომბერი, 1929(1929-10-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
---|
დაბადების ადგილი |
ბერკლი, კალიფორნია, აშშ[2] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
22 იანვარი, 2018(2018-01-22)[2] [4] [3] [5] [6] [7] [11] [9] [10] (88 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
პორტლენდი, ორეგონი, აშშ[2] |
---|
დასაფლავებულია |
უცნობი[12] |
---|
საქმიანობა |
მწერალი[13] , სცენარისტი, მთარგმნელი, რომანისტი, პოეტი[14] , ავტორი[15] , ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ქალთა უფლებების დამცველი, საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და პროზაიკოსი |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
აშშ[2] |
---|
ალმა-მატერი |
ჰარვარდის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, რედკლიფის კოლეჯი და ბერკლის უმაღლესი სკოლა |
---|
ჟანრი |
სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი და feminist science fiction |
---|
Magnum opus |
ზღვამიწეთის სერია, წყვდიადის მარცხენა ხელი, განპყრობილები, ყანჩის თვალი, მალაფრენა, საწყისი ადგილი, ყოველთვის ბრუნდება შინ, დასავლეთი სანაპიროს ლეგენდები, ლავინია, ფრთოსანი კატები[16] , ღამის ენა, ცეკვა ქვეყნის დასალიერში, Steering the Craft და The Word for World Is Forest |
---|
ჯილდოები |
მარგარეტ ედვარდსის პრემია, პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, Grand Prix de l'Imaginaire[17] , ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოთხრობისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ჟანეტ ჰაიდინგერ კაფკას პრემია, პრომეთეს ჯილდო, პენ/მალამუდის პრემია, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია[18] , ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია[19] , ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანისათვის, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის[20] , ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, პილგრიმის პრემია, World Fantasy Award for Life Achievement, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო მოთხრობისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო თხზულებისათვის[21] , ენდევორის პრემია, ენდევორის პრემია, ლოკუსის პრემია საუკეთესო რომანისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო რომანისათვის, დეიმონ ნაიტის სამახსოვრო დიდი ოსტატის პრემია, ნებულას პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის[20] , ლოკუსის პრემია საუკეთესო ფენტეზის ჟანრის რომანისათვის, ნებულას პრემია საუკეთესო მოთხრობისათვის, Newbery Honor, ლოკუსის პრემია საუკეთესო ფენტეზის ჟანრის რომანისათვის, ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო რომანისათვის, კონგრესის ბიბლიოთეკის ცოცხალი ლეგენდა[22] , ფულბრაიტის სტიპენდია, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია[23] , ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, Premio Gigamesh, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი, Ken Kesey Award for Fiction[24] , Emperor Has No Clothes Award, ჰიუგოს პრემია საუკეთესო ფანტასტიკური ნაწარმოებისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო ფანტასტიკური ნაწარმოებისთვის, დიტმარის პრემია, Ignotus Award for Best Non-Fiction Book, Rhysling Award და წიგნების ეროვნული პრემია[25] |
---|
მეუღლე |
შარლ ლე გუინი[26] [27] |
---|
- :::პუბლიუს ვერგილიუს მარონი, ფილიპ კინდრედ დიკი, ვირჯინია ვულფი, ჯეკ ვენსი, კარლ იუნგი, ედუარდ დანსენი, ჰერბერტ უელსი, პეტრე კროპოტკინი, უილიამ შექსპირი, ჯუან-ძი, ლევ ტოლსტოი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ხორხე ლუის ბორხესი, ემა გოლდმანი, ალისა საოცრებათა ქვეყანაში, პოლ გუდმანი და ლაო-ძი
|
ხელმოწერა |
|
---|
საიტი |
ursulakleguin.com |
---|
|
დახურვა
ლე გუინი კალიფორნიაში, ბერკლიში, მწერალი თეოდორა კრებერისა და ანთროპოლოგი ალფრედ ლუის კრებერის ოჯახში დაიბადა. განათლება ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში მიიღო. 1952 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ფრანგული ლიტერატურის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და მალევე სადოქტორო კვლევები წამოიწყო, თუმცა 1953 წელს ისტორიკოს ჩარლზ ლე გუინზე დაქორწინების შემდეგ სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა შეწყვიტა. სამწერლო მოღვაწეობას ლე გუინი 1950-იანი წლების მიწურულიდან შეუდგა. მას კრიტიკული და კომერციული წარმატება მოუტანა რომანებმა: „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ (1968) და „წყვდიადის მარცხენა ხელი“ (1969). ამ უკანასკნელისთვის ლე გუინმა მიიღო ჰიუგოსა და ნებულას პრემიები საუკეთესო რომანისთვის, რითაც პირველი ქალი გახდა, რომელსაც ერთი ნაწარმოებისთვის ეს ორი ჯილდო ერთდროულად მიენიჭა.
ლე გუნის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია კულტურულმა ანთროპოლოგიამ, დაოიზმმა, ფემინიზმა და კარლ იუნგის ნაშრომებმა. მწერლის არაერთ მოთხრობაში პროტაგონისტად ანთროპოლოგს ან კულტურულ დამკვირვებელს ვხვდებით, ხოლო დაოისტური იდეები ბალანსისა და წონასწორობის შესახებ მის მრავალ ნამუშევარშია გატარებული. ლე გუინის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, მათ შორისაა რასა, გენდერი და სექსუალობა. მწერალი ასევე იკვლევდა ალტერნატიულ პოლიტიკურ სტრუქტურებს, რასაც ვხვდებით მის უტოპიურ რომანში „განპყრობილები“ (1974).
კარიერის მანძილზე ლე გუინმა მრავალი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა, მათ შორისაა რვა ჰიუგო, ექვსი ნებულა და ოცდაორი ლოკუსის პრემია. 2003 წელს იგი გახდა მეორე ქალი, რომელსაც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ამერიკის მწერალთა ასოციაციისგან გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა. 2000 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ლე გუინი ცოცხალ ლეგენდად გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს ამერიკულ ლიტერატურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მას წიგნის ეროვნული ფონდის მედალი მიენიჭა.
ლე გუინმა არაერთ სხვა ცნობილ მწერალზე მოახდინა გავლენა, მათ შორის არიან სალმან რუშდი, დევიდ მიჩელი და ნილ გეიმანი. 2018 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, კრიტიკოსმა ჯონ კლიუტმა დაწერა, რომ „თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ლე გუინი ამერიკულ სამეცნიერო ფანტასტიკას ხელმძღვანელობდა“, ხოლო მწერალმა მაიკლ ჩაბონმა ლე გუინს „თავისი თაობის უდიდესი ამერიკელი მწერალი“ უწოდა.[30]