ამერიკელი მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპ კინდრედ დიკი (ინგლ. Philip Kindred Dick; დ. 16 მარტი, 1928 — გ. 2 მარტი, 1982) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი. მისი შემოქმედება 44 რომანსა და 121 მოთხრობას მოიცავს, რომელმა უმრავლესობა მწერლის სიცოცხლის მანძილზე სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის ჟურნალებში გამოქვეყნდა. თავის წიგნებში დიკი იკვლევდა ისეთ ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, როგორიცაა რეალობის ბუნება და იდენტობა, მის ნაშრომებში ხშირად ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებსაც დაპირისპირება უწევთ ისეთ ჟანრულ ელემენტებთან, როგორებიცაა მონოპოლისტი კორპორაციები, ალტერნატიული სამყაროები, ავტორიტარული მთავრობები, ნარკომოხმარება და ცნობიერების სახეცვლილი მდგომარეობა.[18] ავტორი ასევე დაინტერესებული იყო მეტაფიზიკური და თეოლოგიური თემებით. რეალობის, იდენტობის, ნარკოტიკული დამოკიდებულების, შიზოფრენიის და ტრანსცენდენტალური გამოცდილების შესახებ წერისას ფილიპ დიკი ხშირად იყენებდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.
ფილიპ დიკი დაიბადა ჩიკაგოში. მოგვიანებით გადავიდა კალიფორნიაში, სადაც შეუდგა სამეცნიერო ფანტასტიკური ნაშრომების გამოცემას 1950-იანებში. 1962 წელს გამოსცა ალტერნატიული ისტორიის ჟანრის რომანი „კაცი მაღალ კოშკში“, რომელშიც მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეებმა წააგეს და მსოფლიოს ნაცისტური გერმანია და იმპერიალისტური იაპონია მართავენ. ეს ფილიპ დიკის ერთადერთი რომანია, რისთვისაც გადაეცა ჰიუგოს პრემია. 2015 წელს რომანის მიხედვით „ამაზონ პრაიმმა“ სატელევიზიო შოუ შექმნა.[19]
1965 წელს გამოსცა რომანი „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, რომელსაც გამოკვეთილი რელიგიური თემატიკა ახასიათებს. რომანის მოქმედება XXI საუკუნეში ვითარდება, სადაც გაეროს წინამძღოლობით კაცობრიობამ მზის სისტემის კოლონიზირება მოახდინა. კოლონიებში ცხოვრება რთულია, კოლონისტთა უმეტესობა დედამიწას საკუთარი ნებით არ ტოვებს. მათთვის ცხოვრების შესამსუბუქებლად იქმნება სპეციალური ნარკოტიკი, რომელიც მიმღებს დედამიწაზე, იდეალური ცხოვრების ჰალუცინაციას რამდენიმე წუთით უქმნის. 1965 წელს რომანი ნებულას ჯილდოზე იყო წარდგენილი.[20]
1968 წელს გამოქვეყნდა რომანი „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“, რომელიც მოგვითხრობს ანდროიდებზე მონადირის ისტორიას. მოვლენები მომაკვდავ დედამიწაზე ვითარდება, სადაც თითქმის ყველა ცხოველი ამოწყდა, რამდენიმე დარჩენილი კი მდიდრებისთვის სტატუსის მაჩვენებლად იქცა. დედამიწაზე დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობას სხვა პლანეტებზე გადასახლების საშუალებაც არ აქვთ. ფილიპ დიკის ამ რომანის მიხედვით რიდლკი სკოტმა საკულტო სამეცნიერო ფატნასტიკური ფილმი „სამართებელზე მორბენალი“ (1982) გადაიღო.
დიკს საერთო ჯამში გამოცემული აქვს 44 რომანი და 121 მოთხრობა, რომელთა უმეტესობა გამოჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟურნალებში.[21] მისი რომანების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის: „სამართებელზე მორბენალი“ (1982), „განსხვავებული აზრი“ (2002), „ბუნდოვნად, სკანერში“ (2006), „რეალობის შემცვლელნი“ (2011) და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.