კულტურული ანთროპოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
კულტურული ანთროპოლოგია შეისწავლის ადამიანთა ქცევასა და მათი მოღვაწეობის შედეგებს. კულტურული ანთროპოლოგები ინტერესდებიან იმით, თუ როგორ განსხვავდებიან თავიანთი კულტურული მახასიათებლებით სხვადასხვა რასის საზოგადოება. მაგრამ ისმის მთავარი კითხვა, თუ რა არის კულტურა? ტერმინი კულტურა გამოხატავს სხვადასხვა საზოგადოებისა და პოპულაციების სუბიექტურ აზროვენებას. სოციალური ჯგუფის კულტურა, თავის მხრივ, მოიცავს მრავალ ასპექტს: ენა, რელიგიური რწმენები, მუსიკა, შრომა, სქესობრივი როლები, როგორ აპროექტებენ სახლებს, და სხვა მრავალი ჩვევები და იდეები, რაც ფართოდაა გავრცელებული ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფებში.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კულტურული ანთროპოლოგია}} |
ზოგადად ანთროპოლოგია, შედარებით, ახალგაზრდა მეცნიერებაა. მხოლოდ 1800 წლისთვის გადაწყვიტეს ანთროპოლოგებმა, რომ ეცხოვრათ შორს სხვა ადამიანებთნ ერთად. თუ ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ ადამიანი, მისი ქცევები და რწმენები, აუცილებელია უკეთ გავეცნოთ უძველეს ადამიანსა და დღევანდელ, თანამედროვე ადამიანს. უნდა ვისწავლოთ მათი კულტურები და მათი ბიოლოგია. აქედან გამომდინარე, ანთროპოლოგია რელევანტური მეცნიერებაა, რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა, უთანხმოება ადამიანებს შორის.
ბრიტანელმა ანთროპოლოგმა, სერ ედვარდ ტეილორმა, წარმოთქვა პირველად სიტყვა კულტურის განსაზღვრება 1865 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი "გამოკვლევები კაცობრიობის ძველი ისტორიის სფეროში" ("Researches into the Early History of Mankind and the Development of Civilization"), რომელშიც ავითარებდა კულტურის პროგრესული განვითარების იდეას ველურობის ეპოქიდან ცივილიზაციამდე. ცალკეული ხალხების ყოფისა და კულტურის განსხვავების მიზეზად ე. ტაილორი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მათ ყოფნას ასახელებდა. კულტურის განვითარების ევოლუციონისტური კონცეფცია ე. ტაილორმა ყველაზე სრულად ჩამოაყალიბა ცნობილ ნაშრომში "პირველყოფილი კულტურა" ("Primitive Culture", 1871). საყოველთაოდ ცნობილია კულტურის ტაილორისეული განსაზღვრება: „კულტურა არის ის კომპლექსური ხვრელი, რომელიც მოიცავს განათლებას, რწმენას, ხელოვნებას, კანონებს, მორალებს, ტრადიციებს და კიდევ სხვა შესაძლებლობებსა და ჩვევებს, რაც ადამიანს დაბადებიდან ახასიათებს.“
კულტურის განვითარებას ტაილორი განიხილავდა როგორც ადამიანის გონებისა და შრომის პროდუქტების თანდათანობით განვითარებას მარტივიდან რთულისაკენ, მემკვიდრეობითობის აუცილებელი შენარჩუნებით. ამ გზას გაივლის როგორც მატერიალური კულტურის ელემენტები, ისე ყველა იდეა, დოქტრინა, კანონი, მხატვრული ნაწარმოები თუ სულიერი კულტურის ნებისმიერი სხვა გამოხატულება.
დაახლოებით უკვე მეოცე საუკუნისთვის, ადამიანის განათლება იმდენად გაუმჯობესდა და განვითარდა, რომ მრავალი განსაზღვრება შეიძინა სიტყვა კულტურამ დროთა განმავლობაში.
მიზეზი კულტურული ანთროპოლოგიის გაჩენისა იყო შემდეგი: კოლონიალიზმის დროს სხვადასხვა კულტურათა შეჯახება მოხდა, რის გამოც კულტურები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მოხდა მათი აღრევა და ინდივიდუალიზმის დაკარგვა. ამიტომ გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ ჩამოყალიბებულიყო კულტურული ანთროპოლოგია, რომელიც მოაგვარებდა ამ პრობლემებს და შეისწავლიდა მათ.
კულტურული ანთროპოლოგია ფართო ცნებაა და მოიცავს სხვადასხვა დარგს, როგორებიცაა: არქეოლოგია ( მეცნიერება წარსული კულტურების შესახებ), ანთროპოლოგიური ლინგვისტიკა (ენების ანთროპოლოგიური შეასწავლა), და ეთნოლოგია (მეცნიერება ახლა არსებული, თანამედროვე კულტურებზე). ეს ყველა ჩამოთვლილი განშტოება ერთიანდება და ყველას ერთად ეწოდება კულტურული ანთროპოლოგია.