From Wikipedia, the free encyclopedia
ჟურნალისტი — პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი. (10 აგვისტო, 1991) – საქართველოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის 21-ე მუხლი. კანონი 2004 წელს შეიცვალა და მას დაერქვა: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც საერთოდ არ არის ჟურნალისტის ცნება განმარტებული, ხოლო ამ პროფესიის შესახებ სახეშეცვლილ კანონში საუბარია მხოლოდ 3 მუხლში:
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჟურნალისტი}} |
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად: „ჟურნალისტი უნდა იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალა კი ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს. ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს. საინფორმაციო პროგრამების მიუკერძოებლობა არა მხოლოდ საპირისპირო პოზიციების დაბალანსებული გაშუქებით, არამედ ყველა იმ გარემოების სრულფასოვანი აღწერით მიიღწევა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ პოზიციებს“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.