From Wikipedia, the free encyclopedia
აჰმედ სალმან რუშდი (ინგლ. Sir Ahmed Salman Rushdie, ურდუ أحمد سلمان رشدی, ჰინ. अहमद सलमान रुश्दी; დ. 19 ივნისი, 1947) — ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი და ესეისტი. პირველი წარმატება რუშდის მეორე რომანმა „შუაღამის შვილები“ (1981) მოუტანა, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო და პრემიის ისტორიაში საუკეთესო გამარჯვებულად ორჯერ დასახელდა. მწერლის შემოქმედება, რომელიც მაგიურ რეალიზმსა და ისტორიულ პროზას აერთიანებს, აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის მიგრაციაზე, კავშირების გაბმაზე და მათ რღვევაზე მოგვითხრობს. მისი ნაწარმოებების უმრავლესობაში მოქმედება ინდოეთის სუბკონტინენტზე ვითარდება.
სალმან რუშდი | |
---|---|
ურდუ سلمان رشدی | |
დაბადების თარიღი | 19 ივნისი, 1947[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (77 წლის) |
დაბადების ადგილი | მუმბაი, ბომბეის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი[11] |
საქმიანობა | მწერალი[9] , რომანისტი, ესეისტი, სცენარისტი, საბავშვო მწერალი, მსახიობი[12] და ავტორი[13] |
ენა | ურდუ ენა, ინგლისური ენა და Kashmiri |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო[14] აშშ ინდოეთი |
ალმა-მატერი | რაგბის სკოლა, სამეფო კოლეჯი და კათედრალი და ჯონ კონონის სკოლა |
ჟანრი | მაგიური რეალიზმი |
Magnum opus | სატანური ლექსები |
ჯილდოები | ბუკერის პრემია |
მეუღლე | მარიან უიგინზი[15] , პადმა ლაკშმი, ელიზაბეთ უესტი, კლარისა ლუარდი და Rachel Eliza Griffiths[16] |
შვილ(ებ)ი | ზაფარ რუშდი[17] და მილან რუშდი[17] |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | salmanrushdie.com |
მწერლის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ (1988) მრავალი ქვეყნის მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო მომდევნო რამდენიმე წელი მას მალვაში ცხოვრებამ მოუწია და მხოლოდ შიგადაშიგ ჩნდებოდა საზოგადოებაში.
1983 წელს რუშდი ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი გახდა. 1999 წელს მან საფრანგეთის მთავრობისგან ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი მიიღო.[18] 2007 წელს მწერალს ელისაბედ II-ისგან ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის წოდება მიენიჭა.[19] 2009 წელს ჟურნალი The Times-ის სიაში „50 საუკეთესო ბრიტანელი ავტორი 1945 წლიდან“ რუშდი ოცდამეათე ადგილზე დასახელდა.[20]
2000 წლიდან ავტორი აშშ-ში ცხოვრობს. გარკვეული პერიოდის მანძილზე იგი ემორის უნივერსიტეტში ასწავლიდა. 2015 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის არტურ ლ. კარტერის ჟურნალისტიკის ინსტიტუტმა მას გამორჩეული მწერლის სტატუსი მიანიჭა.[21] რუშდი ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი გახდა. 2012 წელს მან გამოაქვეყნა მემუარი „ჯოზეფ ანტონი“, რომელშიც იგი იხსენებს თავისი ცხოვრების იმ პერიოდს, როცა „ეშმაკეული აიების“ გამო ფატვა გამოუცხადეს.
2022 წლის აგვისტოში, ნიუ-იორკის შტატში საჯარო ლექციის ჩატარებისას რუშდის სცენაზე თავს დაესხნენ. პირველადი მონაცემებით მწერალი დაჭრეს, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს.[22]
დაიბადა ბრიტანეთის ინდოეთის ქალაქ ბომბეიში. მის მამას, ანის აჰმედ რუშდს, კემბრიჯში იურიდიული განათლება ჰქონდა მიღებული, მოგვიანებით კი ბიზნესმენი გახდა. 2012 წლის მემუარში მწერალი იხსნებს, რომ მამამისმა გვარი რუშდი ავეროესის პატივსაცემად აიღო.
რუშდი ბომბეიში გაიზარდა და საშუალო განათლებასაც იქ იღებდა. იგი ლონდონში გადავიდა, სადაც სწავლა რაგბის სკოლაში განაგრძო, შემდეგ კი კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში ჩაირიცხა, რომელიც ისტორიაში ხელოვნების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა.[23] კემბრიჯში სწავლის დასრულების შემდეგ რუშდი ხანმოკლე დროით თავის ოჯახთან ერთად პაკისტანში ცხოვრობდა, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა მუდმივად საცხოვრებლად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.