From Wikipedia, the free encyclopedia
თრუსოს ხეობა — მდინარე თერგის ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, თრუსოს უღელტეხილიდან სოფელ კობამდე (სიგრძე 25 კმ).
ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა (სოფელ კობთან). თრუსოს ხეობა აგებულია ქვედა- და შუაიურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით, ზედაიურული კარბონატული წყებებით. ხოხის ქედზე გაშიშვლებულია დიორიტის ინტრუზივები. ფართოდაა გავრცელებული ზედაპლიოცენ-პლეისტოცენ-ჰოლოცენური ეფუზივები (ანდეზიტები და სხვა), მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი სუათისი, მნა, რესი და სხვა). კარგადაა გამოხატული ძველი გამყინვარების ტროგები, მყინვარული ცირკები, მორენები; ვულკანური კონუსები და ლავური ღვარები.
თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში თითქმის არ არის ხემცენარეულობა. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.
თრუსოს ხეობა მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.