From Wikipedia, the free encyclopedia
რესი — ნასოფლარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2400 მეტრი, სტეფანწმინდიდან 42 კილომეტრი.
შუა საუკუნეებში რესი გარკვეულ როლს ასრულებდა თრუსოს ხეობის ერთიან თავდაცვით სისტემაში. XVII საუკუნის II ნახევარში და XVIII საუკუნის დასაწყისში სოფელი არაგვის ერისთავების ხელდებული იყო. არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, XVIII საუკუნის აღწერილობით, იგი სამეფო სოფელი იყო და მნის სამოურავოში შედიოდა. სოფელში უძველესი დროიდან ქართველები ცხოვრობდნენ, XVIII საუკუნიდან კი ოსები დამკვიდრდნენ. XX საუკუნის 30-იანი წლებისთვის რესში ოსების 27 კომლი ცხოვრობდა. მომდევნო წლებში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.