მხარე

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

მხარე — ტერიტორიული ერთეული საქართველოსა და რიგ ქვეყნებში. გარდა საქართველოსა, სამხარეო დაყოფა გააჩნია რუსეთის ფედერაციას, ჩეხეთსა და სლოვაკეთს.

საქართველოს მხარეები

1994-1996 წლებში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების საფუძველზე ცდას ფორმით შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების 9 დიდი გაერთიანება (მხარე). მხარეში დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები. მხარე არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. სამხარეო დაყოფა დაახლოებით ემთხვევა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეებს.

2006 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულების ფუნქციად განისაზღვრა მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საქმიანობის კანონიერების სახელმწიფო ზედამხედველობა.

რესურსები ინტერნეტში

Remove ads
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads