ფიქალი

From Wikipedia, the free encyclopedia

ფიქალი

ფიქალიმეტამორფული ქანი, რომელსაც ახასიათებს წაგრძელებული ან ფირფიტისებრი ფორმის მინერალების თითქმის ურთიერთპარარელური განლაგება და თხელ ფირფიტებად დაპობის უნარი — ფიქლებრიობა. რეგიონული მეტამორფიზმის ხარისხის მიხედვით განარჩევენ ფიქლების ძირითად ჯგუფს: სუსტად მეტამორფიზებულს (თიხაფიქლები, ნახშირიანი ფიქლები, კარბონატული ფიქლები, ბითუმიანი ფიქლები და სხვ.) და ძლიერ მეტამორფიზებულ-კრისტალურ ფიქლებს. მათ შორის გარდამავალი ადგილი უკავია ფილიტს, ქლორიტიან ფიქლებს და ეგრეთ წოდებულ მწვანე ფიქლებს, რომელიც შეიცავს ქლორიტს, ეპიდოტს, ამფიბოლებს.

Thumb
ფიქალი
Thumb
ფიქალი

XX საუკუნის დასაწყისში ფიქალი როგორც კარგი ელექტრული იზოლატორი და ცეცხლგამძლე მასალა გამოიყენებოდა ელექტრონული ფარებისა და მსხვილი ელექტროძრავებისათვის. გამოიყენება აგრეთვე დანის სალეს ქვად. თერმომედეგობისა და ქიმიური ინერციულობის გამო ფიქალი იყენება ბილიარდის მაგიდის ასაგებად.

XVIII-XIX საუკუნეებში სკოლებში ფიქალს იყენებდნენ როგორც სკოლის დაფებს და ასევე ინდივიდუალური ფიქლური დამწერლობისთვის, რომელზედაც ცარცით ან საკუთრივ ფიქლებით სწერდნენ. მაღალხარისხიანი ფიქალი გამოიყენება როგორც საფლავის ქვა და მემორალური დაფა.

ევროპაში ფიქლების მოპოვების ადგილებია: უელსი, კორნუოლი (სახელგანთქმული სოფელი დელაბოლე), კამბრია, დიდი ბრიტანეთი; საფრანგეთი (ანჟუ, ლუარის ხეობა, არდენები, ბრეტანი, სავოია); ბელგია (არდენები); ლიგურია, ჩრდილოეთი იტალია, განსაკუთრებით ლავანია და ფონტანაბუონის ხეობა; პორტუგალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ვალონგუ; ესპანეთი; გერმანია (მდინარე მოზელის რეგიონი, ჰუნსრიუკი, ეიფელი, ვერტერვალდი, თიურინგია, ბავარიის ჩრდილოეთი); ნორვეგია. ფიქლების საბადოები ცნობილია აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

მეტად მეტამორფიზებულ ფიქალს უწოდებენ კრისტალურ ფიქლებს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Курс месторождений неметаллических полезных ископаемых, М, 1969.
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.