From Wikipedia, the free encyclopedia
უხათი — ნასოფლარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2200 მეტრი, სტეფანწმინდიდან 21 კილომეტრი.
სოფელი შედგებოდა ორი (ზემო და ქვემო) უბნისაგან. ზემო უბანი შედარებით ძველი დასახლება იყო. აქედან XIX საუკუნეში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქვემო უბანში ჩამოსახლდა. ორივე უბნის მოსახლეობა ერთი და იმავე საძოვრებით სარგებლობდა. შუა საუკუნეებში უხათი სამეფო სოფელი იყო. XVII საუკუნეში იგი არაგვის ერისთავებმა დაისაკუთრეს. ერისთავებს, წყალობის სიგელის (1727 წელი) მიხედვით, უხათში საკუთარი მოურავი დაუნიშნავთ. არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ უხათი კვლავ სამეფო სოფელი გახდა და მნის სამოურავოში შევიდა. XIX საუკუნის პირველ მეოთხედში სოფელი ყაზბეგებმა დაიმორჩილეს და დაბეგრეს. ყაზბეგებთან ბრძოლას არაერთი უხათელი შეეწირა. ზოგიერთმა გაქცევით უშველა თავს. ურჩები ყაზბეგებმა მამაპაპისეული მიწებიდან აყარეს და მათ ადგილზე ოსები ჩამოასახლეს.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.