ბროლის ღამე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბროლის ღამე, აგრეთვე ცნობილი როგორც კრისტალნახტი და დამსხვრეული ვიტრინების ღამე (გერმ. Kristallnacht) — ნაცისტურ გერმანიაში SA-ს დანაყოფების და გერმანელი მოქალაქეების მიერ ებრაელების მაღაზიების და სხვა საკუთრების მიზანმიმართული „პოგრომი“, რომელსაც პოლიციამ ხელი არ შეუშალა.[1][2] „პოგრომების“ შედეგად ქუჩები სავსე იყო სინაგოგების, მაღაზიების და სხვა შენობების შუშებით, რის გამოც მოვლენები ცნობილი გახდა როგორც „ბროლის ღამე“. შეტევების ქვეტექსტი გახლდათ გერმანელი დიპლომატის ერნსტ ფომ რატის მკვლელობა ჰერშელ გრუნსპანის მიერ. მკვლელი იყო 17 წლის გერმანიაში დაბადებული პოლონელი ებრაელი ბიჭი, რომელიც ცხოვრობდა პარიზში.
ნაციონალ-სოციალიზმი |
იდეოლოგია |
ფიურერპრინციპი • სოციალ-დარვინიზმი • ევგენიკა • რასიალიზმი • არიანიზმი • ანტისემიტიზმი • ლებენსრაუმი • უბერმენშენი • გროსრაუმი • ათასწლოვანი რაიხი • სისხლი და მიწა • მილიტარიზმი • მესამე გზა |
ლიტერატურა |
„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ • „ჩემი ბრძოლა“ • „მეოცე საუკუნის მითი“ |
ისტორია |
ტულეს საზოგადოება • პოლიტიკური მუშათა წრე • გერმანელ მუშათა პარტია • ლუდის პუტჩი • მესამე რაიხი • გრძელი დანების ღამე • დამსხვრეული ვიტრინების ღამე • მეორე მსოფლიო ომი • საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი • ევროპელი ებრაელობის კატასტროფა • ჰოლოკოსტი • პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ • ნიურნბერგის პროცესი |
პერსონები |
ადოლფ ჰიტლერი • ჰაინრიხ ჰიმლერი • ჰერმან გერინგი • იოზეფ გებელსი • ალბერტ შპეერი • რუდოლფ ჰესი • ალფრედ როზენბერგი |
ორგანიზაციები |
ნსდაპ • შტურმაბტაილუნგი • შუცშტაფელი • ჰიტლერიუგენდი • გესტაპო • ვერვოლფი • გოგონათა კავშირი • Deutsche Glaubensbewegung • ანენერბე • გერმანული სამუშაო ფრონტი • Kraft durch Freude • რწმენა და სილამაზე • მექანიზირებული კორპუსი • ავიაკორპუსი • სახალხო ქველმოქმედება • ქალბატონთა ორგანიზაცია • სტუდენტთა კავშირი • ექიმთა კავშირი • მასწავლებელთა კავშირი • იურისტთა კავშირი • ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი |
ნაცისტური პარტიები და მოძრაობები |
უნგრეთი • ჩრდილოეთი კავკასია • ბელგია • ნიდერლანდები • დანია • ჩეჩნეთი • ნორვეგია • ლატვია • ბელარუსი • ჩილე |
ნათესაობრივი იდეოლოგიები |
ფაშიზმი • ინტეგრალური ნაციონალიზმი • რასობრივი ნაციონალიზმი • ეზოთერული ჰიტლერიზმი • შტრასერიზმი • ნაციონალ-ბოლშევიზმი |
მკვლელობას მოჰყვა ებრაელების კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური დევნა: მიწასთან გაასწორეს ებრაელთა სახლები, საავადმყოფოები და სკოლები.[3] გაანადგურეს 267 სინაგოგა მთელ გერმანიაში, ავსტრიასა და სუდეტის ოლქში.[4] 7000-ზე მეტი ებრაული ბიზნესი დაზარალეს ან გაანადგურეს,[5][6] და 30,000 ებრაელი დააპატიმრეს და გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკებში.[2] ბრიტანელი ისტორიკოსი მარტინ გილბერტი წერდა, რომ 1933-1945 წლებში გერმანელი ებრაელების ისტორიაში არც ერთი მოვლენა არ შუქდებოდა ისე როგორც ეს ხდებოდა. საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას აწოდებდნენ გერმანიაში მოღვაწე უცხოელი ჟურნალისტები.[3] ბროლის ღამის შემდეგ ლონდონის The Times-მა 1938 წლის 11 ნოემბრის ნომერში აღნიშნა:
„არცერთ უცხოელ პროპაგანდისტს არ უცდია, დაეგმო გერმანია იქამდე ვიდრე მთელი მსოფლიო არ შეიტყობდა გადაწვის, ცემის, დაუცველ და უდანაშაულო ხალხებზე თავდასხმების შესახებ, რამაც ასე შელახა ეს ქვეყანა გუშინ.[7]“ | |
შეტევების შედეგად დაღუპულთა რიცხვები განსხვავდებოდა. ადრეული ცნობების თანახმად, 91 ებრაელი მოკლეს. გერმანული სამეცნიერო წყაროების თანამედროვე ანალიზის მაჩვენებლით ეს რიცხვი გაცილებით უფრო მაღალია. როდესაც საქმე ეხება დაპატიმრებებსა და შემდგომ პატიმრობაში თვითმკვლელობებს, დაღუპულთა რიცხვი ასობით ადამიანს აღწევს. რიჩარდ ჯ. ევანზმა 638 გარდაცვალება დაადგინა თვითმკვლელობით.[8] ისტორიკოსები ბროლის ღამეს მიიჩნევენ, როგორც საბოლოო გადაწყვეტილების პრელუდიას, რათა თავისუფლად განეხორციელებინათ ჰოლოკოსტის დროს ექვსი მილიონი ებრაელის მკვლელობა.[9] სწორედ ამის გამო ისტორიკოსები „დამსხვრეული ვიტრინების ღამეს“ განიხილავენ როგორც ნაცისტური გერმანიის რასობრივი პოლიტიკის ნაწილს და ჰოლოკოსტის „დასაწყისს“.