From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიტლერიუგენდი (გერმ. Hitlerjugend; ახალგაზრდა ჰიტლერელები) — ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. გაწევრიანებული იყო 8.7 მილიონი ადამიანი, რომელთა 98 %-ს შეადგენდნენ გერმანელები.
ნაცისტური მოძრაობის დაარსებისთანავე ახალგაზრდული მოძრაობის შექმნას უდიდესი ყურადღება ეთმობოდა. ადოლფ ჰიტლერი ამას ხაზს განსაკუთრებით უსვამდა. 1926 წელს მოიერიშეთა რაზმის (SA) ახალგაზრდული მიმდინარეობა გაჩნდა. მისი ლიდერი ბალდურ ფონ შირახი იყო. შირახის პროექტით, ორგანიზაცია გასამხედროებული უნდა ყოფილიყო, რომლის წევრებსაც ყავისფერი უნიფორმა ეცმებოდათ. ისინი გადიოდნენ როგორც სამხედრო, ისე იდეოლოგიურ მომზადებას. წევრები მხოლოდ ვაჟები 10-დან 18 წლამდე შეიძლება ყოფილიყვნენ. 1926 წელს ჰიტლერიუგენდის შექმნა ოფიციალურად გამოცხადდა.
ნაციონალ-სოციალიზმი |
იდეოლოგია |
ფიურერპრინციპი • სოციალ-დარვინიზმი • ევგენიკა • რასიალიზმი • არიანიზმი • ანტისემიტიზმი • ლებენსრაუმი • უბერმენშენი • გროსრაუმი • ათასწლოვანი რაიხი • სისხლი და მიწა • მილიტარიზმი • მესამე გზა |
ლიტერატურა |
„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ • „ჩემი ბრძოლა“ • „მეოცე საუკუნის მითი“ |
ისტორია |
ტულეს საზოგადოება • პოლიტიკური მუშათა წრე • გერმანელ მუშათა პარტია • ლუდის პუტჩი • მესამე რაიხი • გრძელი დანების ღამე • დამსხვრეული ვიტრინების ღამე • მეორე მსოფლიო ომი • საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი • ევროპელი ებრაელობის კატასტროფა • ჰოლოკოსტი • პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ • ნიურნბერგის პროცესი |
პერსონები |
ადოლფ ჰიტლერი • ჰაინრიხ ჰიმლერი • ჰერმან გერინგი • იოზეფ გებელსი • ალბერტ შპეერი • რუდოლფ ჰესი • ალფრედ როზენბერგი |
ორგანიზაციები |
ნსდაპ • შტურმაბტაილუნგი • შუცშტაფელი • ჰიტლერიუგენდი • გესტაპო • ვერვოლფი • გოგონათა კავშირი • Deutsche Glaubensbewegung • ანენერბე • გერმანული სამუშაო ფრონტი • Kraft durch Freude • რწმენა და სილამაზე • მექანიზირებული კორპუსი • ავიაკორპუსი • სახალხო ქველმოქმედება • ქალბატონთა ორგანიზაცია • სტუდენტთა კავშირი • ექიმთა კავშირი • მასწავლებელთა კავშირი • იურისტთა კავშირი • ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი |
ნაცისტური პარტიები და მოძრაობები |
უნგრეთი • ჩრდილოეთი კავკასია • ბელგია • ნიდერლანდები • დანია • ჩეჩნეთი • ნორვეგია • ლატვია • ბელარუსი • ჩილე |
ნათესაობრივი იდეოლოგიები |
ფაშიზმი • ინტეგრალური ნაციონალიზმი • რასობრივი ნაციონალიზმი • ეზოთერული ჰიტლერიზმი • შტრასერიზმი • ნაციონალ-ბოლშევიზმი |
ჰიტლერიუგენდმა აქტიური მოქმედება ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო წლებში დაიწყო. მისი წევრები თავს ესხმოდნენ ებრაულ დუქნებს, არბევდნენ ებრაელთა მაღაზიებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, უწინარეს ყოვლისა, კომუნისტებსა და სოციალ-დემოკრატებს. ყავისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ყმაწვილები ფიურერის დავალებას პირნათლად ასრულებდნენ. ისინი მალე გადაიქცნენ ძალადობისა და უკანონობის სიმბოლოდ. მაღაზიებისა და დუქნების დარბევას პოლიციელთა უკურეაქცია მოჰყვა. ჰიტლერიუგენდის რამდენიმე წევრი დააპატიმრეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქუჩაში ყავისფერი უნიფორმით სიარული აიკრძალა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ჰიტლერელებმა ყავისფერი უნიფორმა მეყასბის სამოსით შეცვალეს. წინსაფრი ქვეშ ყველა მათგანს დანა ჰქონდა დამალული. დანით შეიარაღბული ახალგაზრდა ფანატიკოსები თავს ესხმოდნენ ყველას, ვინც ანტიეროვნულად მიიჩნეოდა. ისინი თავს დაესხნენ კომუნისტების მიტინგს. რამდენიმე კომუნისტი დაჭრეს, სხვები სასტიკად სცემეს. კომუნისტები საპასუხო თავდასხმისთვის მოემზადნენ. ორმოცდაათამდე კომუნისტი, რომლებიც დანებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, თავს დაესხნენ ხუთ ჰიტლერელ ახალგაზრდას, რომლებიც სააგიტაციო ფურცლებს არიგებდნენ. წითლების დანახვისთანავე ჰიტლერელებმა თავს გაქცევით უშველეს. მხოლოდ ერთი მათგანი, ჰერბერტ ნორკუსი არ გაიქცა და ბოევიკებს შეებრძოლა. მან ერთ-ერთ თავდამსხმელს დანა გამოსტაცა და მუცელში გაუყარა. ამან სხვები შეაკრთო. ჰერბერტს თავისუფლად შეეძლო გაქცევა, მაგრამ ამის ნაცვლად ის დანით შეიარაღებულ თავდამსხმელებს ყიჟინით ეძგერა. მან ოთხი კაცი მოკლა, სამი კი მძიმედ დაჭრა. ბოევიკებმა ნორკუსი მოკლეს. ნაციონალ-სოციალისტური პრესა იტყობინებოდა ,რომ მას 32 ჭრილობა მიაყენეს. იგი ჰიტლერმა გმირად გამოაცხადა და საზეიმოდ დაკრძალა. მოგვიანებით, როცა ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მის ბიოგრაფიას სკოლაში ასწავლიდნენ. ნორკუსზე 1933 წელს მხატვრული ფილმიც გადაიღეს, რომელიც გებელსმა მოიწონა.
ჰიტლერიუგენდის წევრები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათი წვლილი უდიდესია იმაში, რომ გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ. მალე ჰიტლერმა, ნაცისტურის გარდა, ყველა პარტია აკრძალა. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიტლერიუგენდს უკვე ოფიციალურ დონეზე უჭერდნენ მხარს. სახელმწიფოს მხარდაჭერით ეწყობოდა სპორტული ბანაკები, დადიოდნენ ლაშქრობებში, მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებებში, ეუფლებოდნენ ხელჩართული ბრძოლის ილეთებს, ცეცხლსასროლ იარაღს. ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, უბრალო ოჯახის შვილებს ეს იზიდავდა. არგუმენტსებს კარიერისტული მოსაზრებებიც ერთვოდა. 1937 წელს შირახისა და ჰიმლერის შეთანხმებით ჰიტლერიუგენდი ესესის მთავარ რეზერვად გამოცხადდა. ვინც ჰიტლერიუგენდის სკოლას გაივლიდა, გზა ხსნილი ჰქონდა არმიაში, უშიშროებაში და სახელმწიფო სტრუქტურებში.
1939 წელს გერმანიისთვის ბრძოლაში ჰიტლერიუგენდიც ჩაება. მისი წევრები აგროვებდნენ თბილ ტანსაცმელებს ჯარისკაცებისთვის, მუშაობდნენ ჰოსპიტალებში სანიტრებად, გოგონები მედდად მუშაობდნენ. სტალინგრადის მარცხის შემდეგ გერმანიის მდგომარეობა გართულდა. გარდაუვალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ სახალხო ლაშქარი შექმნა. ჯარში 16-დან 60 წლამდე მოქალაქეებს იწვევდნენ. ახალგაზრდა ნაცისტების უმრავლესობა ბრზოლის ველზე დაეცა. ომის უკანასკნელ წლებში ჰიტლერის ბრძანებით ფრონტზე უკვე ბიჭუნებსაც აგზავნიდნენ. ყოველ მათგანს ჰიტლერიუგენდის სკოლა ჰქონდა გავლილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.