ალბერტ შპეერი
გერმანელი პოლიტიკოსი და არქიტექტორი / From Wikipedia, the free encyclopedia
ბერთოლდ კონრად ჰერმან ალბერტ შპეერი[1] (გერმანულად: [ˈʃpeːɐ̯] ( მოსმენა), Albert Speer; დ. 19 მარტი, 1905, გერმანია — გ. 1 სექტემბერი, 1981, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — გერმანელი არქიტექტორი, მეორე მსოფლიო ომის დროს მესამე რაიხის შეარაღების და საომარი მომარაგების მინისტრი (მინისტრული თანამდებობის დაკავებამდე იყო ადოლფ ჰიტლერის პირადი არქიტექტორი). იგი ცნობილია როგორც „ნაცისტი, რომელმაც ბოდიში მოიხადა“. ნიურნბერგის პროცესზე მან აიღო მორალური პასუხისმგებლობა ნაცისტების მოქმედებებზე, ასევე, იგი წერდა მათზე თავის მემუარებშიც, თუმცა, ამავე დროს, აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა ჰოლოკოსტზე.
ალბერტ შპეერი | |
---|---|
ალბერტ შპეერი 1933 წელს | |
მშობლიური სახელი | გერმ. Berthold Konrad Hermann Albert Speer |
დაბადების თარიღი |
19 მარტი, 1905 მანჰაიმი, გერმანიის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1 სექტემბერი, 1981 ლონდონი,დიდი ბრიტანეთი |
ეროვნება | გერმანელი |
მოქალაქეობა |
გერმანიის იმპერია (1905-1918) ვაიმარის რესპუბლიკა (1918-1933) ნაცისტური გერმანია (1933-1945) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1945-1981) |
საქმიანობა | არქიტექტორი, პოლიტიკოსი |
პარტია | ნსდაპ (1931-1945) |
განაჩენი | 20 წლიანი პატიმრობა |
შვილ(ებ)ი | 6 |
მშობლები |
მამა: ალბერტ ფრიდრიხ შპეერი დედა: ლუიზ მატილდა ვილჰელმინა |
ხელმოწერა |
ნაცისტურ პარტიაში შპეერი 1931 წელს გაწევრიანდა, რის შემდეგაც დაიწყო მისი 14-წლიანი პოლიტიკური კარიერა. არქიტექტორული ცნობების წყალობით, იგი საკმაოდ ცნობილი გახდა ნაცისტურ პარტიაში და მალევე შევიდა ჰიტლერის ახლო გარემოცვაში. ფიურერი შპეერს სხვადასხვა „დაკვეთებს“ აძლევდა. მათ შორის იყო რაიხსკანცელარია და ცეპელინფელდის (Zeppelinfeld) სტადიონი ნიურნბერგში, სადაც პარტიის ყრილობები ტარდებოდა. შპეერს ასევე ჰქონდა „ბერლინის რეკონსტრუქციის“ გეგმა, რომლის მიხედვითაც რაიხის დედაქალაქში უნდა ყოფილიყო გრძელი ბულვარები, უზარმაზარი შენობები და რეორგანიზებული სატრანსპორტო სისტემა.
1942 წლის თებერვალში ჰიტლერმა შპეერს საომარი მომარაგების და შეიარაღების მინისტრად. იმ დროს მან დიდი პატივი მოიპოვა, მისივე დროს დაიწყო „შეიარაღების სასწაული“, რომლის დროსაც საომარი პროდუქციის წარმოება ბევრად გაზარდა. „სასწაულს“ ბოლი მოეღო 1943 წლის ზაფხულში, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მოკავშირეთა მიერ დაბომვების დაწყება გახდა.[2]
ომის შემდეგ შპეერს ნიურნბერგის სასამართლოზე 20 წელი მიუსაჯეს, ამაზე კი განსაკუთრებით იმოქმედა სამუშაო ძალის გამოყენებამ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცდილობდა ადრეული განთავისუფლების მოპოვებას, მას მაინც მოუწია სასჯელის სრულად მოხდა, რომლის დიდი ნაწილიც დასავლეთ ბერლინის შპანდაუს ციხეში გაატარა. 1966 წლის განთავისუფლების შემდეგ შპეერმა გამოაქვეყნა თავისი ორი ავტობიოგრაფიული ნამუშევარები („მესამე რაიხის შიგნით“ და „შპანდაუ: საიდუმლო დღიურები“), რომლებიც ბესტსელერები გახდა. ნამუშევრებში შპეერმა დეტალურად აღწერა თავისი ახლო ურთიერთობა გერმანელ ფიურერთან. მისმა ნამუშევრებმა საშუალება მისცა ისტორიკოსებს და მკითხველებს სხვანაირად შეეხედათ ნაცისტთა მოქმედებებისთვის. მოგვიანებით, მან დაწერა მესამე წიგნი, ამჯერად „შუცშტაფელზე“ — „ინფილტრაცია“. ალბერტ შპეერი გარდაიცვალა საკუთარი სიკვდილით 1981 წელს, ლონდონში თავისი ვიზიტის დროს.