გრძელი დანების ღამე
From Wikipedia, the free encyclopedia
გრძელი დანების ღამე (გერმ. Nacht der langen Messer (?·i)), ასევე ცნობილია, როგორც ოპერაცია კოლიბრი (გერმანიაში რემის პუტჩი, ან კიდევ, დამცინავად, „რაიხის მკვლელობების კვირა“ (Reichsmordwoche[1])) — მესამე რაიხში ჩატარებული პოლიტიკური წმენდა, რომლებმაც ადგილი იქონია 1934 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისამდე. მათი მიზანი იყო ჰიტლერის აბსოლუტური ძალაუფლების განმტკიცება. ამ მოვლენების მსხვერპლნი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააპატიმრეს და დახვრიტეს. ყველაზე ცნობილი მსხვერპლი იყო Sturmabteilung-ის ხელმძღვანელი ერნსტ რემი. რეპრესიებს ვერ გადაურჩნენ ვერც ნაცისტური პარტიის მემარცხენე ფრაქციის წევრები და ცნობილი ანტი-ნაცისტები, როგორებიც იყვნენ კურტ ფონ შლაიხერი და გუსტავ ფონ კარი.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გრძელი დანების ღამე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გრძელი დანების ღამე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
მარცხნიდან: კურტ დალიუგე, ჰაინრიხ ჰიმლერი და ერნსტ რემი | |
დრო | 30 ივნისი — 2 ივლისი, 1934 |
---|---|
მიზეზი | კონფლიქტი SA-ს და ჰიტლერს შორის |
მონაწილეები |
Schutzstaffel (ჰიტლერის მხარეზე) Sturmabteilung (რემის მხარეზე) |
მსხვერპლი | |
ერნსტ რემი | |
კურტ ფონ შლაიხერი | |
გუსტავ ფონ კარი | |
გარდაცვალებები | ოფიციალურად 85 (სხვადასხვა მონაცემებით 150 — 200) |
ნაციონალ-სოციალიზმი |
იდეოლოგია |
ფიურერპრინციპი • სოციალ-დარვინიზმი • ევგენიკა • რასიალიზმი • არიანიზმი • ანტისემიტიზმი • ლებენსრაუმი • უბერმენშენი • გროსრაუმი • ათასწლოვანი რაიხი • სისხლი და მიწა • მილიტარიზმი • მესამე გზა |
ლიტერატურა |
„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ • „ჩემი ბრძოლა“ • „მეოცე საუკუნის მითი“ |
ისტორია |
ტულეს საზოგადოება • პოლიტიკური მუშათა წრე • გერმანელ მუშათა პარტია • ლუდის პუტჩი • მესამე რაიხი • გრძელი დანების ღამე • დამსხვრეული ვიტრინების ღამე • მეორე მსოფლიო ომი • საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი • ევროპელი ებრაელობის კატასტროფა • ჰოლოკოსტი • პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ • ნიურნბერგის პროცესი |
პერსონები |
ადოლფ ჰიტლერი • ჰაინრიხ ჰიმლერი • ჰერმან გერინგი • იოზეფ გებელსი • ალბერტ შპეერი • რუდოლფ ჰესი • ალფრედ როზენბერგი |
ორგანიზაციები |
ნსდაპ • შტურმაბტაილუნგი • შუცშტაფელი • ჰიტლერიუგენდი • გესტაპო • ვერვოლფი • გოგონათა კავშირი • Deutsche Glaubensbewegung • ანენერბე • გერმანული სამუშაო ფრონტი • Kraft durch Freude • რწმენა და სილამაზე • მექანიზირებული კორპუსი • ავიაკორპუსი • სახალხო ქველმოქმედება • ქალბატონთა ორგანიზაცია • სტუდენტთა კავშირი • ექიმთა კავშირი • მასწავლებელთა კავშირი • იურისტთა კავშირი • ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი |
ნაცისტური პარტიები და მოძრაობები |
უნგრეთი • ჩრდილოეთი კავკასია • ბელგია • ნიდერლანდები • დანია • ჩეჩნეთი • ნორვეგია • ლატვია • ბელარუსი • ჩილე |
ნათესაობრივი იდეოლოგიები |
ფაშიზმი • ინტეგრალური ნაციონალიზმი • რასობრივი ნაციონალიზმი • ეზოთერული ჰიტლერიზმი • შტრასერიზმი • ნაციონალ-ბოლშევიზმი |
Sturmabteilung-ს შესაძლო დამოუკიდებლობას, ერნსტ რემს და ორგანიაციის წევრების მიდრეკილებას ქუჩური არეულობებისკენ ადოლფ ჰიტლერი განიხილავდა როგორც საფრთხეს მისი ხელისუფლებისათვის. ფიურერს ასევე სურდა რაიხსვერის ლიდერების თავის მხარეზე გადმოყვანა — მათ ერნსტ რემი და SA ეზიზღებოდათ. გარდა ამისა, ჰიტლერს არ მოსწონდა რემის გამოსვლა, სადაც იგი მხარს უჭერდა მეორე რევოლუციას კეთილდღეობის გადანაწილებისათვის (რემი თვლიდა, რომ 1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერის კანცლერად დანიშნვის შემდეგ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ნაციონალისტურ რევოლუციას, თუმცა, უყურადღებოდ დარჩა ნაციონალ-სოციალიზმის სოციალისტური ასპექტი). გარდა ამისა, წმენდების წყალობით ჰიტლერმა შეძლო ძველ მტრებთან ანგარიშის გასწორება, მისი ხელისუფლების კრიტიკოსების და ვიცე-კანცლერის, ფრანც ფონ პაპენის ერთგული ადამიანების ლიკვიდაცია.[კომ. 1]
რეპრესიებს ემსხვერპლა მინიმუმ 85 ადამიანი (თუმცა, შესაძლოა, გარდაცვლილთა საბოლოო რაოდენობა ასობით ადამიანს შეადგენდეს),[კომ. 2][კომ. 3] დააპატიმრეს კი ათასზე მეტი.[2] ძირითადად, დაპატიმრებებს და მკვლელობებს ახორციელებდა შუცშტაფელი (SS) და გესტაპო (Geheime Staatspolizei — საიდუმლო პოლიცია). გრძელი დანების ღამემ გააძლიერა ჰიტლერის მიმართ რაიხსვერის ერთგულება და „დააკანონა“ ნაცისტური ხელისუფლება — გერმანულმა სასამართლოებმა ერთგულების გამოხატვის მიზნით მოხსნეს აკრძალვა სასამართლოს მიერ არასანქცირებულ სიკვდილით დასჯაზე.
წმენდების დაწყებამდე მისი ორგანიზატორები იყენებდნენ კოდურ სიტყვა Hummingbird-ს (ქართ. კოლიბრი), რომელსაც დანიშნულ დღეს შუცშტაფელის და გესტაპოს რაზმები უნდა აემოქმედებინა.[3] თვითონ კოდური სიტყვა, როგორც ჩანს, შემთხვევით იქნა არჩეული. გერმანულ ენაში ფრაზა გრძელი დანების ღამე ხოცვა-ჟლეტვის მომასწავლელია და როგორც წესი, შურისძიების აქტს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზაციის დამტკიცება ვერ მოხერხდა, გერმანიაში მოვლენები მაინც ცნობილია როგორც „რემის პუტჩი“. გერმანელი ავტორები ამ სახელს ხშირად ან ბრჭყალებში სხვამენ, ან კიდევ, ეგრედ წოდებულად მოიხსენიებენ.[4]