ჰერმან გერინგი
გერმანელი პოლიტიკოსი და ავიაციის რაიხსმინისტრი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჰერმან ვილჰელმ გერინგი (გერმ. Hermann Wilhelm Göring, გერმანულად: [ˈɡøːʁɪŋ] ( მოსმენა); დ. 12 იანვარი, 1893 — გ. 15 ოქტომბერი, 1946) — გერმანელი პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში როგორც მფრინავი-ასი. სამხედრო დამსახურებებისთვის მიიღო ჯილდო Pour le Mérite[en], აგრეთვე ცნობილი როგორც ლურჯი მაქსი. იყო გამანადგურებელი ფრთა Jagdgeschwader 1-ის ბოლო უფროსი.
ნაციონალ-სოციალიზმი |
იდეოლოგია |
ფიურერპრინციპი • სოციალ-დარვინიზმი • ევგენიკა • რასიალიზმი • არიანიზმი • ანტისემიტიზმი • ლებენსრაუმი • უბერმენშენი • გროსრაუმი • ათასწლოვანი რაიხი • სისხლი და მიწა • მილიტარიზმი • მესამე გზა |
ლიტერატურა |
„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ • „ჩემი ბრძოლა“ • „მეოცე საუკუნის მითი“ |
ისტორია |
ტულეს საზოგადოება • პოლიტიკური მუშათა წრე • გერმანელ მუშათა პარტია • ლუდის პუტჩი • მესამე რაიხი • გრძელი დანების ღამე • დამსხვრეული ვიტრინების ღამე • მეორე მსოფლიო ომი • საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი • ევროპელი ებრაელობის კატასტროფა • ჰოლოკოსტი • პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ • ნიურნბერგის პროცესი |
პერსონები |
ადოლფ ჰიტლერი • ჰაინრიხ ჰიმლერი • ჰერმან გერინგი • იოზეფ გებელსი • ალბერტ შპეერი • რუდოლფ ჰესი • ალფრედ როზენბერგი |
ორგანიზაციები |
ნსდაპ • შტურმაბტაილუნგი • შუცშტაფელი • ჰიტლერიუგენდი • გესტაპო • ვერვოლფი • გოგონათა კავშირი • Deutsche Glaubensbewegung • ანენერბე • გერმანული სამუშაო ფრონტი • Kraft durch Freude • რწმენა და სილამაზე • მექანიზირებული კორპუსი • ავიაკორპუსი • სახალხო ქველმოქმედება • ქალბატონთა ორგანიზაცია • სტუდენტთა კავშირი • ექიმთა კავშირი • მასწავლებელთა კავშირი • იურისტთა კავშირი • ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი |
ნაცისტური პარტიები და მოძრაობები |
უნგრეთი • ჩრდილოეთი კავკასია • ბელგია • ნიდერლანდები • დანია • ჩეჩნეთი • ნორვეგია • ლატვია • ბელარუსი • ჩილე |
ნათესაობრივი იდეოლოგიები |
ფაშიზმი • ინტეგრალური ნაციონალიზმი • რასობრივი ნაციონალიზმი • ეზოთერული ჰიტლერიზმი • შტრასერიზმი • ნაციონალ-ბოლშევიზმი |
როგორც ნაცისტური პარტიის წევრმა 1923 წელს მიიღო მონაწილეობა ჩახშობილ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელიც ცნობილია როგორც ლუდის პუტჩი. ბრძოლების დროს იგი დაიჭრა, რის შემდეგაც წამლის სახით მიღებულ მორფინზე გახდა დამოკიდებული. 1933 წელს, მას შემდეგ რაც ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა, გერინგი გერმანიაში მეორე ადამიანი გახდა. გერინგია საიდუმლო პოლიციის, გესტაპოს დამაარსებელი, რომლის კონტროლიც მან მოგვიანებით ჰაინრიხ ჰიმლერს გადააბარა. 1935 წელს გახდა გერმანიის საჰაერო ძალების, ლუფტვაფეს მთავარსარდალი. თანამდებობა მან თითქმის მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე შეინარჩუნა. მოკავშირეთა დაბომბვის კამპანიამდე, გერინგი საკმაოდ პოპულარული იყო გერმანულ საზოგადოებაში. 1940 წლისთვის მან ძალაუფლების და გავლენის პიკს მიაღწია. როგორც ოთხწლიან გეგმაზე[კომ. 1] პასუხისმგებელზე, მასზე იყო დამოკიდებული გერმანული ეკონომიკის ნაწილის ფუნქციონირება. ჰიტლერის ბრძანებით, გერინგს მიენიჭა ვერმახტისთვის უმაღლესი, რაიხსმარშალის წოდება. 1941 წელს, ჰიტლერმა იგი პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე თავის მემკვიდრედ დანიშნა.
მისი და ჰიტლერის ურთიერთობის გაცივება დაიწყო 1943 წლის დასაწყისისთვის, როდესაც ლუფტვაფეს აღარ შეეძლო მოკავშირეთა მიერ გერმანული ქალაქების დაბომბვის შეჩერება და სტალინგრადში ალყაში მოქცეული მე-6 არმიის საჰაერო გზით მომარაგება. ამის შემდეგ, გერინგმა თითქმის დატოვა პოლიტიკური და სამხედრო ასპარეზი და შეუდგა საკუთრების და ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას. 1945 წლის 22 აპრილს, როდესაც მას აცნობეს, რომ ჰიტლერი თვითმკვლელობას აპირებდა, გერინგმა ფიურერს რაიხზე კონტროლის გადაბარების თხოვნით მიმართა. ჰიტლერმა ეს მტრულ და მოღალატე აქტად ჩათვალა, გერინგი სახელმწიფო და პარტიული თანამდებობებიდან მოხსნა და მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნიურნბერგის პროცესზე გერინგს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულებისთვის წაუყენეს ბრალდება. მისი განაჩენი იყო ჩამოხრჩობა, თუმცა, მის შესრულებამდე ერთი დღით ადრე გერინგმა ციანიდი გადაყლაპა.