საკონცენტრაციო ბანაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
საკონცენტრაციო ბანაკი (ინგლ. concentration - თავმოყრა) — ტერმინი, რომელიც სპეციალურად აღჭურვილი თავისუფლების მასობრივი, იძულებითი აღკვეთის ცენტრს აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა შემდეგი კატეგორიებისათვის:
- ომის დროს სამხედროთა და ინტერვირებულთა შესაკავებლად.
- პოლიტპატიმრებისთვის ზოგიერთი რეჟიმის დროს.
- ეროვნული ან სხვა კუთხით თავისუფლება-აღკვეთილ პირთა.
- ტყვეთათვის, რომელთა დაკავება სამოქალაქო ომის ან ოკუპაციის პერიოდში მოხდა.
- ნაცისტური გერმანიის ბანაკებში ლიკვიდაცია მისჯილთათვის.
ტერმინი „საკონცენტრაციო ბანაკი“ ბურების ომის დროს გაჩნდა, როდესაც ინგლისელმა ჯარისკაცებმა ბური გლეხები ბანაკებში მოაქციეს (კონცენტრაცია მოახდინეს), რათა მათ ბური პარტიზანებისთვის რაიმე სახის დახმარება არ აღმოეჩინათ.