Coldplay-ს ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
X&Y — ინგლისური როკ ჯგუფ Coldplay-ს მესამე ალბომი. გამოშვების თარიღებია: ინგლისი - 6 ივნისი, 2005 და ჩრდილოეთი ამერიკა - 7 ივნისი. ამ ალბომს წინ სდევდა წარმატებული სინგლი Speed of Sound, რომელმაც პიკის დროს #2 ადგილი დაიკავა გაერთიანებულ სამეფოში და #8 აშშ-ში. ალბომი დებიუტირების შემდეგ დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა, პირველი კვირის 464 471 რეალიზებული კოპიით, რამაც Coldplay პირველი კვირის რეკორდული გაყიდვების შედეგის მქონე რიგით მეორე გახადა ისტორიაში. Coldplayსთვის ეს ალბომი პირველი გახდა, რომელიც ამერიკის ჩარტების პირველი ადგილი დაიკავა, 737 000 ცალი ალბომის გაყიდვით პირველ კვირას. მსოფლიო მასშტაბით კი, X&Y საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი გახდა 2005-ში, იმ წელს 8.3 მილიონი ასლის რელიზაციით.
X&Y | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — Coldplay | ||||
გამოცემის თარიღი | 6 ივნისი, 2005 | |||
ჩაიწერა | 27 იანვარი 2004 – იანვარი 2005 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 62:30 | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი |
| |||
Coldplay — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
სინგლები ალბომიდან X&Y | ||||
|
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | (72/100) |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | |
რობერტ კრისტგოუ | (B)[3] |
Entertainment Weekly | (B)[4] |
The Guardian | |
NME | (9/10)[5] |
Pitchfork Media | (4.9/10) |
PopMatters | (7/10) |
Q | |
Rolling Stone | [6] |
Spin | (B+)[7] |
X&Y-ს ევროპული ელექტრონული მუსიკის პიონერების Kraftwerk-ს და 1970-იანი წლების ელექტრონიკის: დევიდ ბოუის და ბრაიან ინოს დიდი გავლენა ეტყობა. Coldplay-მ Kraftwerk-ისგან ნებართვა აიღო, რათა მათი სიმღერის Computer Love ძირითადი მელოდია და აკორდები თავიანთ მომავალ ჰიტში Talk გამოეყენებინა. ასევე, ბრაიან ინო სიმღერის Low ფონში სინთეზატორზე უკრავდა. ალბომის ფინალური სიმღერა, Til Kingdom Come, ჯგუფმა ჯონი კეშს დაუწერა ჩასაწერად, მაგრამ იგი მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ამ სიმღერის ჩაწერას მოასწრებდა.
ეს ალბომი ზოგიერთ რეგიონში კოპირებისგან დამცავი სისტემით გამოვიდა, რათა არალეგალური კოპირება შეემცირებინა.
ჯგუფის ლიდერ კრის მარტინის განცხადებით, ალბომის სათაური X&Y მისი ყოვედღიური ცხოვრების აღმასვლებსა და წარუმატებლობებზეა დაფუძნებული. მარტინი ამბობს,მთელი ჩემი დღე ოპტიმიზმის და პესიმიზმის მიქსია მათი ექსტრემალური გამოვლენის ფორმებით. იგივეა ჩემთვის X&Y. ეს ორი მხარეა. მომწონს რომ ისინი ძლიერი ასოებია, სუფთა. რელიზის წინ კი, ალბომის სათაურად Zero Theory ივარაუდებოდა ყველაზე მეტად.
ალბომის კრიპტოგრამული გარეკანი ტაპინ გოფტონის მიერაა შექმნილი, რომლებმაც The Chemical Brothers-ის Push the Button-ის გარეკანის დიზაინზე იმუშავეს.
ალბომის გამოხმაურება საკმაოდ თბილი იყო, მაგრამ კონკრეტულმა კრიტიკოსებმა, განსაკუთრებით როლინგ სტოუნიდან, მოჯოდან, ნიუ-იორკ ტაიმსიდან და პიჩფოლკ მედიიდან ალბომი საშუალოზე ნაკლებად შეაფასეს.
ყველა სიმღერა შექმნილია ბერიმანის/ბაკლენდის/ჩემპიონის/მარტინის მიერ, გამონაკლისები მინიშნებულია.
სტანდარტული ვერსია | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Square One“ | 4:47 |
2. | „What If“ | 4:57 |
3. | „White Shadows“ | 5:28 |
4. | „Fix You“ | 4:54 |
5. | „Talk“ (ბერიმენი, ბაკლენდი, ჩემპიონი, მარტინი, ჰიუტერი, ბარტოსი, შულტი) | 5:11 |
6. | „X&Y“ | 4:34 |
7. | „Speed of Sound“ | 4:48 |
8. | „A Message“ | 4:45 |
9. | „Low“ | 5:32 |
10. | „The Hardest Part“ | 4:25 |
11. | „Swallowed in the Sea“ | 3:58 |
12. | „Twisted Logic“ (ნამდვილი ხანგრძლივობაა 4:31, შემდეგ მოჰყვება სიჩუმე 5:01-მდე) | 5:01 |
13. | „Til Kingdom Come“ (დამალული სიმღერა) | 4:12 |
დამატებითი სიმღერები | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
14. | „How You See the World“ (მხოლოდ იაპონურ გამოცემებში) | 4:04 |
ჯგუფის ავსტრალიაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში ტურნეს პარალელურად, ალბომი გამოვიდა სპეციალური სახით, სინგლების B-გვერდებისა და ვიდეოკლიპების თანხლებით.
Audio Only Section | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Things I Don't Understand“ | 4:56 |
2. | „Proof“ | 4:11 |
3. | „The World Turned Upside Down“ | 4:33 |
4. | „Pour Me“ (ცოცხლად ჩაწერილი Hollywood Bowl-ში) | 5:01 |
5. | „Sleeping Sun“ | 3:09 |
6. | „Gravity“ |
ვიდეო | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Speed of Sound“ | |
2. | „Fix You“ | |
3. | „Talk“ | |
4. | „The Hardest Part“ |
ჩარტი (ყველა დროის) | პოზიცია |
---|---|
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[57] | 40 |
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
არგენტინა (CAPIF)[58] | 3× პლატინა | 120 000x |
არგენტინა (CAPIF)[58] ლათინოამერიკული გამოცემა |
2× პლატინა | 80 000x |
ავსტრალია (ARIA)[59] | 6× პლატინა | 420 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[60] | პლატინა | 30 000x |
ბელგია (BEA)[61] | 2× პლატინა | 100 000* |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[62] | ოქრო | 50 000* |
კანადა (Music Canada)[63] | 5× პლატინა | 500 000^ |
დანია (IFPI Denmark)[64] | პლატინა | 40 000^ |
ფინეთი (Musiikkituottajat)[65] | პლატინა | 34,222[65] |
საფრანგეთი (SNEP)[66] | 2× პლატინა | 400 000* |
გერმანია (BVMI)[67] | 3× პლატინა | 600 000^ |
საბერძნეთი (IFPI Greece)[68] | ოქრო | 10 000^ |
ირლანდია (IRMA)[69] | 8× პლატინა | 120 000x |
იტალია (FIMI)[70] | ოქრო | 40 000* |
იაპონია (RIAJ)[71] | ოქრო | 100 000^ |
მექსიკა (AMPROFON)[72] | თარგი:Certification Table Entry/MexicanAward | 100 000^ |
ნიდერლანდები (NVPI)[73] | პლატინა | 80 000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ)[74] სპეციალურ გამოცემასთან ერთად |
4× პლატინა | 60 000^ |
პორტუგალია (AFP)[75] | 2× პლატინა | 40 000x |
რუსეთი (NFPF)[76] | ოქრო | 10 000* |
ესპანეთი (PROMUSICAE)[77] | 2× პლატინა | 200 000^ |
შვედეთი (GLF)[78] | პლატინა | 60 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[79] | 2× პლატინა | 80 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[80] | 9× პლატინა | 2,730,107[81] |
აშშ (RIAA)[82] | 3× პლატინა | 3 000 000^ |
ჯამში | ||
ევროპა (IFPI)[83] | 5× პლატინა | 5 000 000* |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
წელი | ცერემონია | კატეგორია |
---|---|---|
2005 | Q Awards | წლის ალბომი |
2006 | BRIT Awards | საუკეთესო ბრიტანული ალბომი |
2006 | Juno Awards | წლის საერთაშორისო ალბომი * |
* ჯგუფ The Black Eyed Peas-ის ალბომ Monkey Business-თან ერთად
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.