Recorded Music NZ (ადრე — ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (ინგლ. Recording Industry Association of New Zealand), შემოკლ. RIANZ)[1] — არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ჩანაწერის პროდიუსერებს, ლეიბლების ხმისჩამწერებს, დისტრიბუტორებს და მუსიკოსებს — ყველას, ვინც დაკავშირებულია მუსიკალური ნაწარმოებების გაყიდვასთან ახალ ზელანდიაში. წევრობა Recorded Music NZ-ში ღიაა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტი წონა აქვთ «დიდი სამეულის» ლეიბლებს (Sony, Universal და Warner), დანარჩენ კომპანიებს აქვთ აფილირებული სტატუსი[2].

2013 წლის ივნისამდე ასოციაცია ცნობილი იყო როგორც «ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია» (RIANZ). RIANZ და PPNZ Music Licensing გაერთიანდნენ და სახელად დაირქვეს Recorded Music NZ[3].

პრემიები

«New Zealand Music Awards» — Recorded Music NZ-ის ყოველწლიური პრემიაა ხმისჩამწერ სფეროში დიდი მიღწევებისათვის; ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულად ახალ ზელანდიაში. ენიჭება 1965 წლიდან[4].

ჩარტები

Recorded Music NZ აქვეყნებს ახალი ზელანდიის ალბომების და სინგლების ოფიციალურ ჩარტებს. სინგლების ტოპ-40 შედგება, როგორც გაყიდვების მონაცემებისგან, ასევე კომპოზიციების რადიოში მაუწყებლობის შესახებ ინფორმაციებისგან (ე. წ. airplay) პროპორციით 3:1. რადიომაუწყებლობის მონაცემების შეკრებას ახორციელებს სააგენტო Radioscope.

Recorded Music NZ ასევე აქვეყნებს წლის ბოლოს არსებულ ჩარტებს. დღეისათვის ისინი ყალიბდება რელიზის გაყიდვების რაოდენობის შესაბამისად, ხოლო ადრე ხმარებაში იყო ქულების სისტემა: კვირაში № 1 იღებდა 50 ქულას, № 2 — 49 ქულას და ასე შემდეგ, წლის ბოლოს ეს ქულები ჯამდებოდა.

სერთიფიკაციები

სინგლს ან ალბომს შეუძლია მიიღოს პლატინის სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 15 000 ასლზე უფრო მეტი, და ოქროს სერთიფიკაცია, თუ ის გაყიდული იქნა 7500 ასლზე უფრო მეტი; DVD-ის კრიტერიუმი (ადრე — კლიპების) — შესაბამისად 5000 და 2500 ასლი[5].

მეტი ინფორმაცია ალბომები და სინგლები, მუსიკალური DVD ...
ალბომები და სინგლები მუსიკალური DVD
ოქრო პლატინა ოქრო პლატინა
7500 15 000 2500 5000
დახურვა

სხვა

Recorded Music NZ — ISRC-ის ეროვნული სააგენტოა ახალ ზელანდიაში. ორგანიზაცია ასევე შედის IFPI-ში.

რეკორდები

№ 1 ჰიტების მქონე ყველაზე უფრო მეტი რაოდენობის შემსრულებლები

პირველ პოზიციაზე ყველაზე უფრო ხანგრძლივად მყოფი სინგლები

მიმდევრობით

  • 14 კვირა
  • Boney M. — „Rivers of Babylon“, 1978.
  • 11 კვირა
  • უიტნი ჰიუსტონი — „I Will Always Love You“, 1992—1993.
  • Smashproof და ჯინ უიგმორი — „Brother“, 2009.
  • 10 კვირა
  • Tony Orlando and Dawn — „Tie a Yellow Ribbon Round the Ole Oak Tree“, 1973.
  • Pussycat — „Mississippi“, 1976.
  • UB40 — „Can't Help Falling in Love“, 1993.
  • ლედი გაგა — „Poker Face“, 2008—2009.
  • Stan Walker — „Black Box“, 2009—2010.
  • 9 კვირა
  • Black Eyed Peas — „I Gotta Feeling“, 2009.
  • All of Us — „Sailing Away“, 1986.

შესვენებებით

  • 12 კვირა
  • ფრედი ფენდერი — „Wasted Days and Wasted Nights“, 1975.
  • Scribe — „Stand Up“, 2003.
  • 11 კვირა
  • Crazy Frog — „Axel F“, 2005.
  • 9 კვირა
  • ABBA — „Fernando“, 1976
  • ელტონ ჯონი და კიკი დი — „Don't Go Breaking My Heart“, 1976

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.