From Wikipedia, the free encyclopedia
ოფიციალური ჩარტების კომპანია (ინგლ. The Official Charts Company (OCC)), ადრე ცნობილი როგორც Chart Information Network (CIN) და The Official UK Charts Company — დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ოფიციალური მუსიკალური ჰიტ-აღლუმების შედგენაზე დიდ ბრიტანეთში — UK Singles Chart, UK Albums Chart, UK Official Download Chart და სხვა, უფრო ვიწრო მიმართულების მუსიკალურ ჩარტებზე და ვიდეოებზე. ჩართულია საერთაშორისო ჩარტ-კომპანიების სიაში, რომელსაც აღიარებს ფონოგრამების მწარმოებელთა საერთაშორისო ფედერაცია[1].
OCC ქმნის ჩარტებს მონაცემების შეკრებისა და ანალიზის საფუძველზე სავაჭრო წერტილებში მუსიკალური რელიზების გაყიდვის შესახებ. მონაცემების შეკრებას ახორციელებს კომპანია Millward Brown, რომელიც სპეციალიზებულია მარკეტინგულ კვლევებზე[2].
OCC იმყოფება კომპანიების British Phonographic Industry და Entertainment Retailers Association (ERA) მმართველობის ქვეშ. კომპანია ახორციელებს ჰიტ-აღლუმების შედგენას 1997 წლის 1 ივლისიდან. ადრე ამით დაკავებული იყო რამდენიმე კომპანია, Gallup-ის ჩათვლით.
სინგლებისა და ალბომების საერთო ჩარტებთან ერთად, კომპანია აქვეყნებს უფრო ვიწრო მიმართულების ჩარტებს, როგორებიცაა UK Dance Chart, UK Indie Chart, UK R&B Chart, UK Rock Chart და Asian Download Chart, ასევე Scottish Singles and Albums Charts, Welsh Singles, Welsh Albums, UK Budget Albums.
2008 წლის 5 სექტემბერს კომპანიამ გამართა რებრენდინგი და შეცვალა სახელწოდება Official UK Charts Company-დან The Official Charts Company-ზე, ასევე დაიწყო ახალი ლოგოტიპის გამოყენება[3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.