Remove ads
საქართველოს სახელმწიფო პრემია From Wikipedia, the free encyclopedia
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (ყოფ. შოთა რუსთაველის სახელობის რესპუბლიკური პრემია) — საქართველოს სახელმწიფო პრემია, რომელიც დააარსა საქართველოს მინისტრთა საბჭომ 1965 წელს. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკალური, კინო, სახვითი და თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება: ა) ხელოვნების დარგში — ლიტერატურის, მთარგმნელობითი და კვლევითი, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით;
ბ) მეცნიერების დარგში — მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში.
პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო. ავტორთა კოლექტივისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში, საპრემიო თანხა ნაწილდება თანაბრად. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.