ქართველი ხალხური მომღერალი და ლოტბარი From Wikipedia, the free encyclopedia
ანზორ ერქომაიშვილი (დ. 10 აგვისტო, 1940, ბათუმი, საქართველოს სსრ — გ. 31 მარტი, 2021, თბილისი[1]) — ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).
დაიბადა დავით ერქომაიშვილისა და ეთერ გორდელაძის ოჯახში. არის თვითნასწავლი მომღერლის, არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი. არტემისვე რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.
1968 წლიდან არის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1972–1975 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა (1972, მოსკოვი). გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღრები“.
2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება[2] დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2020).
ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ (1980), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1988).
გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად.[1] დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.