ქართველი კინორეჟისორი From Wikipedia, the free encyclopedia
ოთარ იოსელიანი (დ. 2 თებერვალი, 1934, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 2023, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).
ოთარ იოსელიანი | |
---|---|
ოთარ იოსელიანი ლონდონში, 2013 წელი | |
დაბადების თარიღი |
2 თებერვალი, 1934 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
17 დეკემბერი, 2023 (89 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თბილისის კონსერვატორია, საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1958–2023 |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი (1984) |
1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით. 1953 წელს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (რუს. ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო. 1956 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, 1956–1959 წლებში მემონტაჟედ, 1959– 1961 წლებში დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, ხოლო 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი.
1962 წელს დადგა მცირემეტრაჟიან ფილმი „აპრილი“. 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. უკვე ამ ფილმებში გამოჩნდა რეჟისორის ორიგინალური სტილი, რომელიც აშკარა იყო მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გიორგობისთვე“ (1966). ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალზე ფიპრესისა და ჟორჟ სადულის პრემიები დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის.[1] 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“, ხოლო 1976 წელს კი რეჟისორმა დადგა „პასტორალი“, რომელმაც ბერლინის ფესტივალის კინო-პრესის ჯილდო დაიმსახურა.
1984 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ემიგრაციაში წავიდა საბჭოთა ცენზურასთან პრობლემების გამო.[2] აქ გადაიღო დოკუმენტური და მცირემეტრაჟიანი ფილმები: 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.[3] იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.
გარდაიცვალა 2023 წლის 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში,[4] თბილისში.[5] დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.