Remove ads

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი (დ. 29 ივლისი, 1937, თბილისი — გ. 6 აგვისტო, 2002, იქვე) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

სწრაფი ფაქტები ნიკოლოზ იგნატოვი, დაიბადა ...
ნიკოლოზ იგნატოვი
დაიბადა 29 ივლისი, 1937(1937-07-29)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 6 აგვისტო, 2002(2002-08-06) (65 წლის)
დახურვა

ბიოგრაფია

1956 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან გადადის ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორაციულ განყოფილებაზე. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: მოხატა რესტორანი „იორი“ (1962), საქართველოს ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის შენობა (1971), „ფიროსმანისადმი მიძღვნა“ მთაწმინდაზე საქალაქო საბჭოს დეპუტატთა მიღების დარბაზში (1972), ფრესკა შ. რუსთაველის სახელობის თეატრის ვესტიბიულში (1987). იყო დამდგმელი მხატვარი ფილმისა „თბილისი — 1500“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Remove ads

ლიტერატურა

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 104
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 155 თბ., — 1998-1999

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads