ნანი ბრეგვაძე

From Wikipedia, the free encyclopedia

ნანი ბრეგვაძე

ნანი გიორგის ასული ბრეგვაძე (დ. 21 ივლისი, 1936, თბილისი) — ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოს სსრ-ისა (1974) და სსრკ-ის (1983) სახალხო არტისტი.

სწრაფი ფაქტები ნანი ბრეგვაძე, ბიოგრაფია ...
ნანი ბრეგვაძე
Thumb
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 ივლისი, 1936 (1936-07-21) (88 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ნანი ბრეგვაძე ვიკისაწყობში
დახურვა

ბიოგრაფია

1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.

1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტია. 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.