სამკაული სატრფოსთვის
From Wikipedia, the free encyclopedia
„სამკაული სატრფოსთვის“ — თენგიზ აბულაძის ქართული მხატვრული ფილმი. კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ იგი გამოუშვა 1971 წელს.
სიუჟეტი
გადაღებულია ასმედხან აბუ-ბაქარის მოთხრობის „ყელსაბამი ჩემი სერმინაზისათვის“ მიხედვით. სამ ძმას ერთი ქალიშვილი უყვარს. დავის გადასაწყვეტად, ძველი ადათის თანახმად, საპატარძლოსთვის განსაკუთრებული საჩუქრის საძებნელად გაეშურებიან, უმცროსი ძმა, ბაჰადური დაღესტანს მოივლის, ბევრ ხიფათს გაუმკლავდება და უხუცესთა წინაშე სატრფოსთვის მისართმევი უცნაური საჩუქრით წარდგება - ეს არის მშვენიერი მოთხრობა მშობლიური დაღესტნის მკვიდრთა და ზნე-ჩვეულებათა შესახებ. ვაჟი საპატარძლოსაც ასიამოვნოს და თანასოფლელებსაც. ბაჰადური ქალს ცოლად შეირთავს და ვაჟი შეეძინება.
ფილმის გადამღები ჯგუფი
- დამდგმელი რეჟისორი - თენგიზ აბულაძე
- სცენარის ავტორი - თენგიზ აბულაძე
- დამდგმელი ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი
- დამდგმელი მხატვარი - ნიკოლოზ ყაზბეგი
- კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია
- ხმის რეჟისორი - მიხეილ ნიჟარაძე
- მემონტაჟე - გულიკო ომიაძე
როლებში
- რამაზ გიორგობიანი - ბაჰადური
- ნანი ბრეგვაძე - აიშა
- ეროსი მანჯგალაძე - დულდურუმი
- გიორგი გეგეჭკორი - ჟანდარი
- რამაზ ჩხიკვაძე - დაუდი
- კახი კავსაძე - ზაური
- ოთარ მეღვინეთუხუცესი - მაგომედი
- ლეონიდ ენგიბაროვი - სუგური
რესურსები ინტერნეტში
- ეროვნული ფილმოგრაფია - სამკაული სატრფოსთვის დაარქივებული 2012-03-14 საიტზე Wayback Machine.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.