გურამ საღარაძე

From Wikipedia, the free encyclopedia

გურამ საღარაძე

გურამ საღარაძე (დ. 12 იანვარი, 1929 — გ. 17 იანვარი, 2013[1], თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1973), სსრკ-ის სახელმწიფო (1979) შოთა რუსთაველის სახელობის (1976) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიების ლაურეატი.

სწრაფი ფაქტები გურამ საღარაძე, დაბადების სახელი ...
გურამ საღარაძე
Thumb
გურამ საღარაძე
დაბადების სახელი გურამ გიორგის ძე საღარაძე
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1929
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 2013 (84 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
დახურვა

ბიოგრაფია

Thumb

1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. როლები: სოსო (ოთარ იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასახარა და იულიუს კეისარი (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“) , ჰეილი (ართურ მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (იონ ლუკა კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“ და საბრალდებო დასკვნა), მინდია (კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბერტოლტ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტენესი უილიამზის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, შერიფი (რუსტამ იბრაგიბეკოვი „დაკრძალვა კალიფორნიაში“, დადიანი (კარლო გოლდონი, „მშვენიერი ქართველი ქალი“) თამაშობდა „თეატრალურ სარდაფში“ კურტი (ავგუსტ სტრინდბერგის „სიკვდილის როკვა“ ) და კლავდიუსი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“)

საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი.[2]

გარდაიცვალა 2013 წლის 17 იანვარს საკუთარ სახლში, თბილისში, 84 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

ნათამაშები როლები

რუსთაველის თეატრი თეატრი

  • ოთარ იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“ (სოსო)
  • უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (თესევსი)
  • უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ (მასახარა )
  • უილიამ შექსპირის „იულიუს კეისარი“ (იულიუს კეისარი)
  • ართურ მილერის „სეილემის პროცესი“ (ჰეილი)
  • იონ ლუკა კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“ (ტიპოტესკუ)
  • ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“ (დურსუნი)
  • ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ ( ჭეიშვილი)
  • კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდია“ (მინდია)
  • ბერტოლტ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ (შე ფუ, თავადი ყაზბეგი)
  • ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (ეფრეიტორი, ბერი)
  • ტენესი უილიამზის „შუშის სამხეცე“ (ტომი)
  • რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“ (გიორგი ჯაფარიძე )
  • თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ (უჩა)
  • რუსტამ იბრაგიბეკოვი „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (შერიფი)
  • კარლო გოლდონი, „მშვენიერი ქართველი ქალი“ (დადიანი)

თეატრალური სარდაფი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.