რამაზ ხოტივარი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
რამაზ (ბუბა) ხოტივარი (დ. 23 ივნისი, 1946 — გ. 7 მაისი, 2021) — ქართველი კინორეჟისორი, კინოდრამატურგი, კინომსახიობი, პროფესორი, 1974 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
Remove ads
ბიოგრაფია
დაიბადა 1946 წლის 23 ივნისს ქ. თბილისში. 1966 წ. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1971 წელს კი — მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტი (ВГИК) — კინორეჟისურის ფაკულტეტი.
გარდაიცვალა 2021 წ. 7 მაისს თბილისში.
შემოქმედება
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. იყო სტუდია „მემატიენეს“ დირექტორი, ს.ს. „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დამაარსებელი და დირექტორი ახალგაზრდული სტუდიისა „ადამ და ევა“, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ლეხაიმ!“, „ისლამი საქართველოში“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“. იყო რამდენიმე ფილმის პროდიუსერი.
Remove ads
ფილმოგრაფია
დამდგმელი რეჟისორი
- „ჩირიკი და ჩიკოტელა“
- „დიმიტრი II“
- „ლაზარეს თავგადასავალი“
- „ლეხაიმ!“
- „მარკოზის სახარება“
სცენარის ავტორი
- „დიმიტრი II“
- „ისლამი საქართველოში“
- „ლეხაიმ!“
- მარკოზის სახარება“
გადაღებულია ფილმებში
- „მდგმურები“
- „გზააბნეულნი“
პროდიუსერი
- „ლეხაიმ!“
- „მარკოზის სახარება“,
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads