Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სეპარატიზმი (ფრანგ. séparatisme ლათ. separatus – გამოყოფა) — გავრცელებული დეფინიციით სეპარატიზმი არის კულტურული, ეთნიკური, გვაროვნული, რელიგიური, რასისტული, სამთავრობო ან გენდერულ ასპექტებზე დაფუძნებული განცალკევების მოთხოვნა, პირთა გარკვეული ჯგუფის მიერ. ტერმინი, რომლითაც, როგორც წესი, აღწერენ საკუთარი მიწის ან რეგიონის მმართველი ქვეყნისგან დამოუკიდებლობის ან გაყოფის მაძიებელთა შეხედულებებს ან მოტივაციას. შესაძლოა სეპარატისტული მოთხოვნა იყოს, როგორც პოლიტიკური დამოუკიდებლობა (მაგ. ფედერაცია), ისე სრული ავტონომია. სხვანაირად რომ ვთქვათ, სეპარატიზმი არის რწმენა კონკრეტულ პირთა წრისთვის, რომლებიც სახელმწიფოს შიგნით საკუთარ თავს მოიაზრებენ დამოუკიდებლებად, რაც განპირობებულია რასობრივი, რელიგიური და სხვა შეხედულებებით.მათი მიზანი შეიძლება იყოს საკუთარი მთავრობის ჩამოყალიბება ან სხვა მოქალაქეებისგან განცალკევებით ცხოვრება. უფრო ვიწრო გაგებით, სეპარატიზმი შეიძლება მიუთითებდეს სოციალურ იზოლაციაზე. ტერმინი სეპარატისტული მოძრაობა მიუთითებს სოციალურ მოძრაობაზე, რომელსაც აქეზებს მმართველი პოლიტიკური ძალა, მაგ. სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის ქვეშ. სეპარატისტული ჯგუფები იდენტობა ან პოლიტიკური აქტივიზმი განპირობებულია მათი წევრების მიერ განცდილი უსამართლობით, რომლებსაც ისინი შეხვდნენ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში თანაცხოვრებისას.
მნიშვნელოვანია განვიხილოთ სეპარატიზმის შესაძლო მიზნები, ანუ რა შედეგისკენ შეიძლება მიილტვოდენ სეპარატისტული ჯგუფები, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა მოძრაობებმა.
გაეროს გენერალური ასამბლეა, თავის რეზოლუციებში უფრო დეტალურად განმარტავს თვითგამორკვევის პრინციპის შინაარს. მაგალითად, 1952 წლის, 5 თებერვლის რეზოლუცია N 545(VI) ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტებში, რომლებიც საბოლოოდ 1966 წელს იქნა მიღებული, უნდა შესულიყო დებულებები, რომლებიც ითვალისწინებდა „ყველა ერის უფლებას თვითგამორკვევაზე“. პაქტების საერთო პირველი მუხლი, არათუ ითვალისწინებს „ყველა ხალხის თვითგამორკვევის უფლებას“, არამედ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს თვითგამორკვევის უფლების განხორციელების ხელშეწყობასა და პატივისცემას. 1960 წლის, 14 დეკემბერს მიღებული გენერალური ასამბლეის N 1514 (XV) რეზოლუციის, მე-2 დებულება, რომელიც კოლონიური ქვეყნებისა და ერებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას დეკლარირებს, გვამცნობს: „ყველა ხალხს გააჩნია თვითგამორკვევის უფლება; ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და ილტვიან ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული განვითარებისაკენ“. ერთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპზე საუბრისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ე.წ. „წინდახედულების კლაუზულა“, „safeguard clause“, რომელიც მოცემულია „გაეროს წესდების თანახმად სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ დეკლარაციის“ მე-5 პრინციპის, მე-7 აბზაცში და გვამცნობს, რომ „ზემოაღნიშნულ აბზაცებში არაფერი შეიძლება განიმარტოს, როგორც ისეთი უფლებამოსილების მინიჭებად ან ისეთი ქმედებისაკენ მოწოდებად, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ დაანაწევრებს ან დაასუსტებს იმ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ ერთობას, რომელიც ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის თანახმად, მოქმედებს ისე, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი და ამგვარად, წარმოდგენილია მოცემულ ტერიტორიაზე მთელი ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლების მიერ, ყოველგვარი რასობრივი, აღმსარებლობითი და კანის ფერის მიხედვით განსხვავების გარეშე“. მსგავსი შინაარსის დებულება გვხვდება 1993 წელს, ვენაში გამართული გაეროს ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციაში. საქმე ის არის, რომ ამ ფორმულის მიხედვით, სახელმწიფო, რომლის ხელისუფლება მის ტერიტორიაზე განსახლებული მთელი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს რაიმე სახის დისკრიმინაციის გარეშე, აკმაყოფილებს თვითგამორკვევის პრინციპს მთელ ხალხთან დამოკიდებულებაში და უფლებამოსილია დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა. კასეზეს (A. Cassese) სიტყვებს თუ დავესესხებით, „ამგვარი სახელმწიფოს ხალხი, თვითგამორკვევის უფლებას განახორციელებს სახელმწიფოს მართვაში თანასწორუფლებიანი მონაწილეობის საფუძველზე“.
მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო ცნობილია მოსახლეობის მრავალფეროვნებით და ამ მრავალფეროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე მრავალი სოციალური ჯგუფის არსებობით.
ამ ეტაპზე მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველაყოფად მრავალ ქვეყანაში მმართველობის ფორმად დემოკრატიაა ჩამოყალიბებული, რომელიც უზრუნველყოფს მოქალქეების ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში, უშუალოდ ან წარმომადგენლების საშუალებით. დემოკრატიის განხორციელების პრცესში შეიძლება ითქვას უნივერსალური ინსტრუმენტია არჩევნები, რომელიც გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში. ასევე პირთა გარკვეული ჯგუფისთვის ფართო უფლებების მინიჭების საკითხის განხილვისას შეუძლებელია არ ვახსენოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფორმები. არსებობს სახელმწიფოს ტერიტორიის მოწყობის ისეთი ფორმები, რომლებიც სეპარატისტულ ჯგუფებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ. უნიტარული, ფედერაციული თუ რეგიონალური ტერიტორიული ორგანიზაციებში შესაძლებელია გამოინახოს ადგილი ისეთი გამონაკლისებისთვის, როგორებიცაა ავტონომიები (ექსტერიტორიულ (პერსონალური) და ტერიტორიული), ფედარციული ერთეულები (განსაკუთრებით ასიმეტრიულ ფედერაციებში), კონფედერაციები, ხოლო რეგიონალიზმის იდეა მთლიანად არის დაფუძნებული ავტონომიურ ერთეულებზე.
ზოგიერთი ლექსიკონის მიხედვით სეცესია არის სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიის სრულ პოლიტიკურ გამოყოფას არსებული სახელმწიფოდან და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. სეცესია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების უცვლელობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ეთნიკური მინინაციონალიზმის მთავარ მიზანს გამოხატავს. შესაბამისად, სეცესიისაკენ სწრაფვა, თუ ამის ობიექტური მიზეზები არ არის (ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობა განიცდის შევიწროებას და რეალურია მისი, როგორც ეთნოსის გაქრობა), საერთაშორისო სამართლის მიერ დაიგმობა, თუ რა თქმა უნდა, თვით არსებული სახელმწიფო არ დაეთანხმა მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფას და იქ სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
ხშირ შემთხვევაში გამოყოფას (სეცესია), როგორც სეპარატიზმის შედეგს ისე მოიხსენიებენ. ლიტერატურაში სეცესიის მაგალთებად განხილულია: ისლანდიის დანიისგან გამოყოფა (1944 წელი), სინგაპურის მალაიზიიდან გამოყოფა (1965 წელი) და სხვ. აქვე აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოაღნიშნული შემთხვევა იყო ნებაყოფლობითი. ე.წ. „თავდაცვით გამოყოფის“ „remedial secession“ შემთხვევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით სეპარატისტული ძალები ცდილობენ გახდნენ დამოუკიდებლები და არ დაემორჩილონ იმ სახელმწიფოს, რომელშიც იმჟამად იმყოფებიან.
სამართლებრივი ლიტერატურა ამ საკითხს მსგავსად აფასებს:
„შევიწროვების განსაკუთრებულ შემთხვევებში, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს „თავდაცვით გამოყოფას“, როგორც თვითგამორკვევის უფლებისგანხორციელების ნაირსახეობას და რომ ამგვარ უფლებას, ირიბად, თავად „მეგობრულ ურთიერთობათა შესახებ ვენის დეკლარაციაში“ მოცემული „წინდახედულების კლაუზულა“ გულისხმობს. როგორც ზემოთ ვნახეთ, „წინდახედულების კლაუზულა“ სახელმწიფოსათვის აწესებს ვალდებულებას, იმოქმედოს წარმომადგენლობითი ხელისუფლების მეშვეობით დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მართვას ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპის მოთხოვნათა შესაბამისად. გასარკვევია თუ რა ხასიათისა და ხარისხის დისკრიმინაციამ შეიძლება წარმოშვას სახელმწიფოდან გამოყოფის უფლება. შესაძლებელია თუ არა, გამოყოფის უფლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს დისკრიმინაცია? განსაკუთრებით კი, იმ პირობებში, როდესაც ხელმისაწვდომია ამისათვის აუცილებელი სამართლებრივი საშუალებები. საერთაშორისო სამართალში, „თავდაცვითი გამოყოფის“ დოქტრინის მიზანშეწონილება შეიძლება განაპირობოს ფუნდამენტურ უფლებათა ისეთმა დარღვევამ, რომელმაც გარკვეულ ტერიტორიაზე მოსახლე ხალხის ფიზიკური განადგურება შეიძლება გამოიწვიოს. ადამიანის უფლებათა ისეთი დარღვევები, როგორიც არის გენოციდი, აპართეიდი, წამება და მონობა, რომელთა გამოყენება აკრძალულია jus cogens ნორმებით, შეიძლება ჩაითვალოს ერთა თუ ხალხთა „თავდაცვითი გამოყოფის“ საფუძვლად, როგორც ultima ratio (უკიდურესი გამოსავალი) გადაწყვეტილება. გამოყოფის ნებისმიერი უფლება უნდა განიმარტოს მკაცრად ზედმიწევნით. თვითგამორკვევის საფუძველზე სახელმწიფოდან ცალმხრივად გამოყოფა, როდესაც არ ამოწურულა ყველა სხვა სამართლებრივი საშუალება ე.წ. „შიდა თვითგამორკვევის“ უფლების გამოყენების ჩათვლით, რაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სახის ავტონომიების შექმნას გულისხმობს, უნდა ჩაითვალოს „წინდახედულების კლაუზულის“ შინაარსის საწინააღმდეგო ქმედებად.“ |
ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ ერთი ან მრავალი მოტივაცია, მათ შორის:
რა მასშტაბებსაც მოიცავს სეპარატისთა მოთხოვნები, იქნება ეს სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნა, სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება, მშვიდობიანი მოქმედებები თუ შეიარაღებული ძალადობა, დამოკიდებულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მრავალფეროვნებაზე, მოძრაობის ლიდერებსა და მთავრობის პასუხებზე. მთავრობამ შესაძლოა რამდენიმე სახის ქმედებას მიმართს, რომელთა მათგანიც ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება. ზოგიერთი მათგანია:
ზოგიერთი ქვეყნები ებრძვიან სეპარატიზმს საკუთარ ქვეყანებში, როდესაც ახალისებენ მათ სხვა ქვეყნებში.
ეთნიკური სეპარატიზმი დაფუძნებულია უფრო კულტურულ-ლინგვისტურ განსხვავებებზე ვიდრე რელიგიურ ან რასობრივ განსხვავებებზე, რომელიც ასევე შესაძლოა არსებობდეს. ეთნიკური სეპარატისტული მოძრაობათა მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ:
სეპარატიზმის ზოგიერთი ფორმა განპირობებულია რასობრივი ურთიერთგანსხვავებულობის მიზეზით. ზოგიერთი სპეარატისტული განწყობის მქონე ჯგუფი კრძალავს სხვა რასის წარმომადგენლებთან ქორწინებას და მათთან ინტეგრაციას. მათი მოთხოვნები ხშირად დაკავშიდებული მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სკოლებთან, ბიზნეს საქმიანობასთან, საკულტო დაწესებულებებთან და სხვა სამოქალაქო ინსტიტუტებთან. ხშირად მათი ინტერესები ეხება ცალკეულ საზოგადოებებს, ტერიტორიებს, ქვეყნებსა და მთავრობებს.
რელიგიური ნიშნით სეპარატიზმი ხშირი მოვლენაა.
ფილიპინებში (მინდანაო, მოროს ისლამისტ განმათავისუფლებელი ფრონტი, აბუ საიადი), ტაილანდში (აჯანყება სამხრეთ ტაილანდში), ინდოეთში (აჯანყება ჯამუსა და ქაშმირში), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (სინძიანი: თურქისტანების ისლამური პარტია) , ტანზანიაში (ზანზიბარის სეპარატისტული მოძრაობა), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (მუსლიმური რეგიონი სელეკა), რუსეთი (ჩრდილო კავკასია ჩეჩნეთი: კავკასიური საიმიროები), იუგოსლავიაში (ბოსნია-ჰერცეგოვინა: ალია იზეთბეგოვიჩი).
გენდერისა და სეპარატიზმის ურთიერთკავშირი კომპლექსური საკითხია და მეტ კვლევას საჭიროებს. სეპარატისტული ფემინიზმი არის ქალთა არჩევანი განცალკევდნენ, მათი აზრით, ჩამოყალიბებული მამაკაცური ინსტიტუტებიდან, სადაც დომინირებენ მხოლოდ მამაკაცები და ისინი განსაზღვრავენ ურთიერთობებს, როლებს და აქტივობებს. ლესბოსელური სეპარატიზმი ადვოკატირებს ლესბიანიზმი, როგორც ფემინიზმის ლოგიკურ შედეგს. ზოგიერთი ფემინისტი სეპარატისტი და ზოგიერთი ლესბოსელი სეპარატისტი ირჩევს იცხოვროს განცალკებით საერთაშორისო საზოგადოებისგან, კოოპერატივებისაგან ან მიწათა გაერთიანებებისგან. კუირული ნაციონალიზმი (ან „გეი სეპარატიზმი“) ხასიათდება სხვა სოციალური ჯგუფებისგან განცალკევებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.