Remove ads
ხალხი From Wikipedia, the free encyclopedia
უიღურები (უიღ. ئۇيغۇر; [6] ჩინ.: 维) — ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი. დღეისთვის უიღურების უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში. უიღურების დაახლოებით 80%-ცხოვრობს სინძიანის სამხრეთ ნაწილში - ტარიმის დაბლობში.[7] უიღურები ჩინეთში სიძიანის გარდა ცხოვრობენ ტაოიანში, სამხრეთ-ცენტრალურ ხუნანიში.[8] ჩინეთის გარდა უიღურები ასევე ცხოვრობენ: ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. ასევე მცირე დიასპორებია: ავღანეთში, პაკისტანში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, აშშ-სა და თურქეთში.[9]უიღურების რელიგიაა ისლამი, რომელმაც XIV-XVII საუკუნეებში განდევნა ქრისტიანობა, ამანიქეველობა, შამანიზმი და ბუდიზმი.
სახელ უიღურის მნიშვნელობა უცნობია. ყველაზე ახლოს დგას სიტყვა uyushmaq-თან რომელიც აღნიშნავს გაერთიანებულ ხალხს. ორხონ-ენისეის ძეგლებზე უიღურები მოხსენებულია როგორც uyɣur[10] რაც ჩინურში ტანის დინასტიის ანალებში გადავიდა როგორც -Huí Hé (回紇).[11] მოგვიანებით 788 - 809 წლებში უიღურების მოთხოვნით დასახელება შეიცვალა Huí Hú (回鶻)-ით. ხუთი დინასტიის ისტორიაში ტერმინი განმარტებულია როგორც „არწივის ირაო“.[12]
უიღურების წინაპრები აზიის ერთ-ერთი უძველესი ტომი იყო და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჰუნების ტომობრივ გაერთიანებაში.ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი დამთავრდა VIII საუკუნეში. თურქთა სახაკანოსდაცემის შემდეგ მდინარე ორხონის ხეობაში ჩამოყალიბდა უიღურთა ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. 840 წელს ის დაარბიეს ენისეის ყირგიზებმა. ნაწილი XII საუკუნეში დაიპყრეს ტანგუტებმა და ყარახატაელებმა. XIV საუკუნეში უიღურები შევიდნენ მონღოლეთის შემადგენლობაში. მიუხედავად დამპყრობთა ძლიერი გავლენისა, უიღურებმა შეინარჩუნეს ეროვნული თვითშეგნება და ენა. 1949 წლიან უიღურები ცხოვრობენ ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი სინძიანის ავტონომიურ რეგიონში. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და შინახელოსნობა. ჩინეთის ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ უიღურების უფლებების დარღვევაში.[13]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.