Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
თურქულენოვანი ხალხები — შუა და აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე ციმბირსა და აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ეთნოსები, რომელთაც ერთი მეტ-ნაკლებად ურთიერთმონათესავე ენობრივ ოჯახში სახელწოდებით თურქული ენები აერთიანებენ.
თურქულენოვან ხალხთა საერთო რიცხვი 130-დან 150-მდე მლნ. კაცამდე მერყეობს. ისინი ცხოვრობენ თურქმენეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უზბეკეთში და ა.შ. გეოგრაფიულად უაღრესი გაფანტულობის მიუხედავად, რომელიც მოიცავს არეალს აღმოსავლეთ ევროპაში ბალკანეთიდან დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკისა და კავკასიის ჩათვლით ვიდრე ცენტრალური აზიისა და ციმბირის სივრცეებამდე, ეს ენები ავლენენ მეტ-ნაკლებ სიახლოვეს გრამატიკულ სტრუქტურასა და ლექსიკაში. სწორედ ეს არის პირვანდელი და უმთავრესი მიზეზი ამ ენათა და ხალხთა ერთ ჯგუფად გაერთიანებისა.
XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა პოლიტიკური და რელიგიურ-კულტურული მოძრაობა, რომელიც ამ ეთნოსთა ზემოხსენებულ ენობრივ სიახლოვეს ეფუნებოდა და პერსპექტივაში საბოლოო მიზნად თურქულენოვან ხალხთა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას ისახავდა მიზნად ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული თურქეთის რესპუბლიკის ჰეგემონიით.
სწორედ თურქულენოვან ეთნოსთა ჩრდილოეთ კავკასიის, შუა აზიისა და ციმბირის მიმართულებით გაერთიანების შექმნის საქმეში თურქეთისთვის ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნეოდა სამხრეთ კავკასიაში ორი ქრისტიანული სახელმწიფოს, საქართველოსა და სომხეთის არსებობა.
თურქი ხალხების ენების, ისტორიის, კულტურების შესწავლითაა დაკავებული სამეცნიერო დარგი, რომელსაც თურქოლოგია ეწოდება.
საქართველოში თურქულ ენათაგან ძირითადად თურქულ ენასა და ლიტერატურას შეისწავლიან, თუმცა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, როგორც მეორად ენას, უზბეკურ ენასაც შეისწავლიან.
თურქულენოვანი ხალხები ისტორიულად 3 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ დღევანდელი ჩრდილოეთი ჩინეთის ტერიტორიაზე. მაშინდელი თურქები ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდნენ, ხოლო იქ, სადაც მიწათმოქმედება შეუძლებელი იყო, მესაქონლეობით ირჩენდნენ თავს.
პირველი თურქულენოვანი სახელმწიფო გაერთიანება ჰუნნუ (საუკუნიდანაა ცნობილი, ევროპაში ჰუნების სახელით იყო ცნობილი). პირველი ათასწლეულის განმავლობაში თურქულენოვანი ხალხები ფართოდ დასახლდნენ ევრაზიის დიდ ნაწილში, შუა აზიაში ისინი ირანულ ეთნოსებს შეერწყნენ. სირდარიასა და ჩუს შორის წარმოიქმნა თურქესტანი. რუსეთის მიერ ამ მიწების ოკუპაციის შემდეგ ეს სახელი ლამის მთელ შუა აზიას ეწოდებოდა. ჩვ.წ. I ათასწლეულში თურქულმა ტომებმა სამხრეთ კავკასიაშიც შეაღწიეს (აზერბაიჯანელები), ისინი დასახლდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზის მიმდებარე ტერიტორიებზეც (სელჯუკები, ოსმალები), ასევე აღმოსავლეთი ციმბირის ტერიტორიაზე (იაკუტები, დოლგანები).
თურქულენოვან ხალხთა დასახლების ადგილები დღეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.