ხაზარები
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაზარები — თურქულენოვანი ნახევრად მომთაბარე ხალხი თავდაპირველად ცენტრალური აზიიდან, რომლებმაც VII საუკუნეში დამოუკიდებელი სახანო შექმნეს ჩრდილოეთ კავკასიაში. აკონტროლებდნენ აბრეშუმის დიდ გზას რომელიც აკავშირებდა ჩინეთს, ცენტრალური აზიასა და კიევის რუსეთს[1][2]. სამი საუკუნის განმავლობაში (650-965) აკონტროლებდნენ ვოლგისა და დონის სანაპიროებს ყირიმის ნახევარკუნძულზე[3]. ისინი დიდი ხნის განმავლობაში მოქცეულნი იყვნენ ბიზანტიის იმპერიასა და ომაიანთა სახალიფოს შორის, მას შემდეგ, რაც დაეხმარნენ ბიზანტიის იმპერიას სასანიანების დამარცხებაში.
ბიზანტიის იმპერიასა და ხაზარებს შორის კავშირი დაახლოებით 900 წელს გაუარესდა, რის შედეგადაც ბიზანტიამ მოუწოდა ალანებს, ხაზარები ყირიმიდან და ჩრდილოეთი კავკასიიდან განედევნათ[4]. ამ ფაქტით ისარგებლა კიევის რუსეთის მმართველმა სვიატოსლავ I-მა, აიღო ხაზარების დედაქალაქი ატილი (965-969) და გაანადგურა ხაზარების სამეფო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.