ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა

From Wikipedia, the free encyclopedia

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა (ინგლ. Oxford University Press, OUP) — გამომცემლობა დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი. მსოფლიოში უდიდესი საუნივერსიტეტო გამომცემლობა. პირველი წიგნი გამოსცეს 1478 წელს. 1586 წელს კი მიიღო შეკვეთებით წიგნების ბეჭდვის კანონიერი უფლება.[1] არის მეორე უძველესი საუნივერსიტეტო გამომცემლობა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის შემდეგ, რომელიც 1534 წელს დაფუძნდა.[2][3][4]

სწრაფი ფაქტები ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, მფლობელი ...
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა
Thumb
მფლობელი ოქსფორდის უნივერსიტეტი
დაარსდა 1586; 439 წლის წინ (1586)
ქვეყანა  გაერთიანებული სამეფო
გამოცემები აკადემიური ჟურნალები, სამეცნიერო ლიტერატურა
თანამშრომელი 6000
ოფიციალური საიტი corp.oup.com
დახურვა
Thumb
გამომცემლობის შენობა

არის ოქსფორდის უნივერსიტეტის განყოფილება. მას მართავს 15 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი („გამომცემლობის დელეგატები“), რომელსაც ნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი (ვიცე-რექტორი). დელეგატებს ხელმძღვანელობს მდივანი, რომელიც არის გამომცემლობის აღმასრულებელი დირექტორი და მისი წარმომადგენელი უნივერსიტეტის სხვა ორგანოებში. გამომცემლობას მმართველობის ასეთი სტრუქტურა აქვს XVII საუკუნიდან.[5]

ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე გამომცემლობა უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პედაგოგიური ტექსტების გამოცემაზე: აკადემიური ჟურნალები, ლექსიკონები, ბიბლიოგრაფიები, წიგნები ინგლისური ენის, მუსიკის, ლიტერატურის, ისტორიის შესახებ, ბიბლიები, ატლასები. გამომცემლობას წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად ოდესღაც ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ ქვეყნებში.

რესურსები უნივერსიტეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.