Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩუვაშეთი (რუს. Чувашская Республика) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, არის საპრეზიდენტო, უნიტარული და დემოკრატიული რესპუბლიკა. აქვს თავისი კონსტიტუცია და კანონმდებლობა. სახელმწიფო ენებია ჩუვაშური და რუსული. დედაქალაქია ჩებოქსარი.
| |||||
Chuvash Republic | |||||
დედაქალაქი | ჩებოქსარი | ||||
ფართობი - სულ |
74-ე 18 300 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
41-ე დაახ. 1 290 000 (2007) | ||||
ფედერალური ოლქი | ვოლგისპირეთი | ||||
ეკონომიკური რაიონი | ვოლგა-ვიატკა | ||||
სახელმწიფო ენა | ჩუვაშური, რუსული | ||||
პრეზიდენტი | ნიკოლაი ფიოდოროვი | ||||
საავტომობილო კოდი | 21, 121 | ||||
სასაათო ზონა | MSK+1 (UTC+04:00) |
მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის მაღლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე. რესპუბლიკას დასავლეთიდან ესაზღვრება ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, ჩრდილოეთიდან რესპუბლიკა მარეთი ელ, არმოსავლეთიდან თათრეთი, სამხრეთიდან მორდვეთი და ულიანოვსკის ოლქი.
ჩუვაშეთის ავტონომიური ოლქი დაარსდა 1920 წლის 24 ივნისს. 1925 წლის 21 თებერვალს ეწოდა ჩუვაშეთის ასსრ, ხოლო 1992 წლიდან - ჩუვაშეთის რესპუბლიკა.
ჩუვაშეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 21 რაიონი, 9 ქალაქი, 8 დაბა და დაახლოებით 1700 სოფელი. უდიდესი ქალაქებია: ჩებოქსარი (441,6 ათ. კაცი), ნოვოჩებოქსარსკი (126,3 ათ. კაცი), კანაში (47,3 ათ. კაცი).
2002 წლის აღწერის მიხედვით ჩუვაშეთში ცხოვრობს 106 ეროვნების ადამიანი, მათი 3/4 ჩუვაშია, ხოლო 1/4 მეტი რუსი:
ეროვნება | მოსახლეობა (2002, ათ.) |
---|---|
ჩუვაშები | 889,3 (67,69 %) |
რუსები | 348,5 (26,53 %) |
თათრები | 36,4 (2,77 %) |
მორდველები | 16,0 (1,22 %) |
უკრაინელები | 6,4 (0,49 %) |
მარიელები | 3,5 (0,27 %) |
ბელარუსები | 1,9 |
სომხები | 1,3 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.