Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ტუველები (ტუვა: Тывалар, ტივალარ; მონღ. Tuva) — თურქულენოვანი ერი, ტუვის (რუსეთი) ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა 263,9 ათ. კაცი (მ.შ. ტოჯინელები 1,9 ათ. კაცი), მათგან ტუვაში აღწერილია 249,3 ათ. კაცი (2010, აღწერა). 5,2 ათ. ტუველი (2010, აღწერა) ცხოვრობს მონღოლეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში, დაახლ. 4 ათ. კაცი — ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში (ოფიციალურად — მონღოლების შემადგენლობაში; სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რაიონის ილი-ყაზახის ავტონომიური ოლქის ალთაის ოლქი). ლაპარაკობენ ტუვა ენაზე, აგრეთვე რუსულად.[4] რელიგია — ლამაიზმი, შამანიზმი. ანთროპოლოგიურად მონღოლოიდები არიან. ველის ტუველების ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ ძირითადად ცენტრალური აზიის ძველი თურქულენოვანი ტომები და მათ მიერ ასიმილირებული მონღოლურენოვანი ჯგუფები. ტაიგის ტუველები ჩამოყალიბდნენ სამოდიური და კეტური ჯგუფების თურქულენოვან მოსახლეობასთან ასიმილაციით. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას და პრიმიტიულ მიწათმოქმედებას, ჩრდილოეთში — მეირმეობას. ოქტომბრისა (1917) და ტუვის (1921) რევოლუციების შემდეგ მათ ყოფასა და კულტურაში ცვლილებები მოხდა.[5]
|quotes=
(დახმარება)Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.