From Wikipedia, the free encyclopedia
შუა აზია (რუს. Средняя Азия) ან საბჭოთა ცენტრალური აზია — ცენტრალური აზიის ნაწილი, რომელსაც საბჭოთა კავშირი მართავდა 1918-1991 წლებში, სანამ აქაური რესპუბლიკები დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ. იგი თითქმის სინონიმია რუსეთის თურქესტანისა, რომელიც რუსეთის იმპერიაში შედიოდა. შუა აზიამ 1920-1930-იან წლებიდან ამჟამინდელი საზღვრების ჩამოყალიბებამდე ტერიტორიული დაყოფაში მრავალი ცვლილება გადაიტანა.
შუა აზია | |
---|---|
ფართობი | 4,003,451 კმ² |
მოსახლეობა | 72,960,000 (2019) |
ქვეყნები |
ყაზახეთი ყირგიზეთი ტაჯიკეთი თურქმენეთი უზბეკეთი |
პირველი საბჭოთა სახელმწიფო შუა აზიაში. შეიქმნა თურქესტანის ისტორიულ რეგიონში 1918 წლის 20 აპრილს. იმავე წლის ოქტომბერში მიღებული იქნა ასსრ-ის კონსტიტუცია. რესპუბლიკა გაუქმდა 1924 წლის 27 ოქტომბერს. მის ტერიტორიაზე შეიქმნა უზბეკეთის სსრ, თურქმენეთის სსრ, ტაჯიკეთის ასსრ, ყირგიზეთის და ყარაყალპის ავტონომიური ოლქები, ხოლო რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილი შევიდა ყაზახეთის სსრ-ის შემადგენლობაში, როგორც სამხრეთ ყაზახეთის ოლქი.
შეიქმნა წითელი არმიის მიერ 1920 წელს ბუხარის აღებისა და ბუხარის საამიროს გაუქმების შედეგად.
ტერიტორია შეადგენდა 182 193 კმ2-ს, მოსახლეობა 2,2 მლნ-ზე მეტს. ცხოვრობდნენ ძირითადად უზბეკები, ტაჯიკები, თურქმენები, ებრაელები და სპარსელები. ბსსრ-ს ესაზღვრებოდა თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკ და ავღანეთი. „სრულიად ბუხარის საბჭოების” V ყურულთაის 1924 წლის 19 სექტემბრის დადგენილებით ბსსრ-ს ეწოდა ბუხარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გამიჯვნის შედეგად 1924 წლის 27 ოქტომბერს გაუქმდა. მისი ტერიტორია შევიდა ახლად შექმნილ უზბეკეთის სსრ-ის, თურქმენეთის სსრ-ისა და ტაჯიკეთის ასსრ-ის შემადგენლობაში.
ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა ხივის სახანოს ტერიტორიაზე 1920 წლის თებერვალში შეიქმნა, რესპუბლიკა ამავე წლის აპრილში გამოაცხადა. 1923 წლის 20 ოქტომბერს გარდაიქმნა ხორეზმის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. 1924-1925 წლებში, შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნული სახელმწიფოებრივი გამიჯვნის დროს, ხსსრ გაუქმდა. მის ტერიტორიაზე შეიქმნა ყარაყალპაკეთის ავტონომიური ოლქი, თურქმენეთის სსრ და უზბეკეთის სსრ.
ყარა-ყირგიზეთის ავტონომიური ოლქი (Кара-Киргизская АО) შეიქმნა 1924 წლის 14 ოქტომბერს რუსეთის სფსრ-ში თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეტწილად ყაზახური და ყირგიზული ნაწილისგან. 1925 წლის 15 მაისს ეწოდა ყირგიზეთის ავტონომიური ოლქი. 1926 წლის 11 თებერვალს იგი გადაკეთდა ყირგიზეთის ასსრ-ად. 1936 წლის 5 დეკემბერს გახდა ყირგიზეთის სსრ, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემადგენელი რესპუბლიკა.
ყარაყალპაკაკეთს ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1925 წლის 19 თებერვალს ეთნიკური ყარაყალპაკების მიწების გამოყოფით თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკისაგან.
თავდაპირველად მდებარეობდა ყაზახეთის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში, 1930 წლის 20 ივლისიდან 1932 წლის 20 მარტამდე შედიოდა რსფსრ-ის შემადგენლობაში. ყარაყალპაკის ასსრ უზბეკეთის სსრ-ს 1936 წლის 5 დეკემბერს შეუერთდა.
ყაზახეთის ასსრ იყო საბჭოთა კავშირის ავტონომიური რესპუბლიკა. 1936 წლის 5 დეკემბერს გახდა ყაზახეთის სსრ.
მისი თავდაპირველი სახელი იყო ყირგიზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ყირგიზეთს ასსრ 1920 წლის 26 აგვისტოს შეიქმნა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი იყო.
1925 წელს მას ეწოდა ყაზახეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. 1929 წელს ქალაქი ალმათი (ალმა-ათა) გამოცხადდა ასსრ-ის დედაქალაქად.
ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ასევე ცნობილი როგორც ყაზახეთი, შეიქმნა 1936 წლის 5 დეკემბერს. თავდაპირველად მოიხსენებოდა როგორც ყირგიზეთის ასსრ და შედიოად რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში. მოგვიანებით 1925 წლის 15-19 აპრილს გადაერქვა სახელი, და ეწოდა ყაზახეთის ასსრ, რის შემდეგაც 1936 წლის 5 დეკემბერს შეიქმნა ყაზახეთის სსრ, რომელიც სსრკ-ის რესპუბლიკა გახდა. 1950-1960-იან წლებში ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ შედეგენილი „დაუმუშავებელი მიწების განვითარების“ კამპანიის დროს საბჭოთა მოქალაქეებს მოუწოდებდნნ ყაზახეთში დასახლებისაკენ. რესპუბლიკაში ემიგრანტების რიცხვის მასობრივმა ზრდამ (განსაკუთრებით რუსები და უკრაინელები), მათ შორის მცირე ეთნიკური ჯგუფების იძულებითმა გადასახლებამ (ჩეჩნები და ვოლგის გერმანელები), გამოიწვია ის რომ ყაზახეთში უცხოელთა რაოდენობამ ეთნიკურად ყაზახი მოსახლეობის ციფრს გადაასწრო. იმიგრანტთა ნაკადმა ასევე წაართვა ყაზახებს ბევრი საძოვრები, რაც სულ უფრო ართულებდა მომთაბარე ცხოვრების წესს. განვითარდა მრეწველობა, განსაკუთრებით სამთო მოპოვება. რუსულმა და ევროპულმა კულტურამ დაიწყო გავლენა ყაზახურ საზოგადოებაზე.[1]
1924 წელს შუა აზიაში პოლიტიკური ერთეულების საზღვრები შეიცვალა ეთნიკური ხაზით, რომელიც განსაზღვრა ლენინის ეროვნების კომისარმა იოსებ სტალინმა. თურქესტანის ასსრ, ბუხარის სახალხო რესპუბლიკა და ხორეზმის სახალხო რესპუბლიკა გაუქმდა და მათი ტერიტორიები საბოლოოდ დაიყო ხუთ ცალკეულ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად, რომელთაგან ერთ-ერთი იყო უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მომდევნო წელს უზბეკეთის სსრ გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა. ალმათი ყაზახეთის უდიდესი ქალაქია, 1,226,000 მცხოვრებით. (2005 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით).[2] ეთნიკური დაყოფა 2003 წლის მონაცემებით კი ასე გამოიყურება: ყაზახები 43.6%, რუსები 40.2%, უიღურები 5.7%, თათრები 2.1%, კორეელები 1.8%, უკრაინელები 1.7%, გერმანელები 0.7%.
ყიზილორდა დაარსდა 1820 წელს, როგორც კოკანდის სახანოს ციხე-სიმაგრე აკ-მეჩეთი, (ასევე იწერება Aq Masjid, Aq Mechet, თურქულიდან „თეთრი მეჩეთი“). სახელი მომდინარეობს ყაზახურიდან, რაც ნიშნავს „წითელ ცენტრს“.
ურალსკი დაარსდა 1613 წელს კაზაკების მიერ, თავდაპირველად ეწოდა იაიცკი, მდინარე იაიკის მიხედვით. ქალაქი რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ალყაში მოექცა. მას ჰყავს 210,600 მოსახლე. არის დასავლეთ ყაზახეთის პროვინციის დედაქალაქი. ეთნიკურ შემადგენლობაში დომინირებენ რუსები (54%), ყაზახები (34%), მცირე რაოდენობით გერმანელები და უკრაინელები.
ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აგრეთვე ცნობილი როგორც ყირგიზეთი, იყოს ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის თხუთმეტი რესპუბლიკიდან. შეიქმნა 1924 წლის 14 ოქტომბერს, როგორც ყარა-ყირგიზთა ასსრ, რომელიც რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით, 1926 წლის 1 თებერვალს გახდა ყირგიზეთის ასსრ, რომელიც კვლავ რჩებოდა რუსეთის სფსრ-ის ნაწილად. დღესდღეისობით ყირგიზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ხოლო ყირგიზეთის სსრ მოიცავდა როგორც მათი თანამედროვე სახელმწიფოს, ასევე ყაზახეთის ტეროტირიის ნაწილს.
1936 წლის 5 დეკემბერს გახდა საბჭოთა კავშირის ნაწილი, როგორც ყირგიზეთის საბჭოთ სოციალისტური რესპუბლიკა.
ბიშკეკი ყირგიზეთის სსრ-ის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი იყო, რომლის მოსახლეობაც 2005 წლის მონაცემებით მიახლოებით 900,000-ს აღწევს. 1862 წელს რუსეთის იმპერიამ გაანადგურა ადგილობრივი ციხე და დაიწყო ტერიტორიის დასახლება რუსი მიგრანტებით. წლების განმავლობაში ცარისტებმა მრავალი ნაყოფიერი მეურნეობა აამუშავეს, მოგვიანებით ეს პროცესი განაგრძო სსრკ-მაც. 1926 წელს ქალაქი გახდა ახლადშექმნილი ყირგიზეთის ასსრ-ის დედაქალაქი და ეწოდა „ფრუნზე“ ბოლშევიკი გმირის, მიხეილ ფრუნზეს პატივსაცემად, რომელიც ლენინის ერთ-ერთი ახლო თანამოაზრე იყო. ქალაქს სახელი ყირგიზეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე შეუნარჩუნდა.
ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აგრეთვე ცნობილი როგორც ტაჯიკეთი, იყო ერთ-ერთი ახალი რესპუბლიკა შუა აზიაში, რომელიც 1924 წელს უზბეკეთის ტერიტორიაზე არსებობდა როგორც ტაჯიკეთის ასსრ. 1929 წელს ტაჯიკეთი უზბეკეთისგან გამოყოფილი იქნა და მიენიჭა საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი. დუშანბე მოგვიანებით გახდა მნიშვენლოვანი რეგიონალური ჰაბი, ავღანეთთან საზღვრით.
1931 წელს „დუშამბეს“ გადაერქვა სახელი და „სტალინაბადი“ ეწოდა, მაგრამ 1961 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებული დე-სტალინიზაციის პერიოდში, ქალაქს „დუშანბე“ ეწოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.